იმისათვის, რომ მამაკაცურად გამოიყურებოდეთ
1794 Views

იმისათვის, რომ მამაკაცურად გამოიყურებოდეთ

1. უნდა იბანაოთ ყოველ დღე. სწორედ ყოველ დღე და არა რაიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულების შემდეგ.

2. უნდა გამოიცვალოთ წინდები დღეში ერთხელ. ყვოელ დღე დილით უნდა ჩაიცვათ სუფთა წინდები.

3. უნდა შეიჭრათ თმა ცხვირსა და ყურებში (თუ გაქვთ რა თქმა უნდა). გარშემომყოფები ამჩნევენ ცხვირსა და ყურებში ამოზრდილ თმას.

4. უნდა ჩაიცვათ ყოველდღიურად ახალი მაისური და პერანგი.

5. უნდა შეისხათ ანტიპერსპირანტი ყოველდღიურად დაბანილ იღლიებში. დიახ, სწორედ ასე უნდა გააკეთოთ.

6. უნდა გაწმინდოთ ფეხსაცმელები. ლამაზი პიჯაკი ბინძურ ფეხსაცმელებზე ძალიან ცუდად ჩანს.

7. თეთრი წინდები მისაღებია მხოლოდ სპროტულ ფეხსაცმელებზე და არა შავ ფეხსაცმელზე და შარვალზე.

8. მოკასინები უნდა ატაროთ შიშველ ფეხზე.

9. სანდლები, შლოპანცები და ა.შ უნდა ატაროთ წინდების გარეშე.

10. თუ დიდი მუცელი გაქვთ – არ ჩაიცვათ ელასტიური მაისურები.

11. ქუჩაში ადამიანების წინაშე ნუ დაიწყებთ ცხვირის მოხოცვას და ამოხველებას.

12. მუშაობის წინ ნუ შეჭამთ ნიორს – დაინდეთ ადამიანები…

13. ყურადღება მიაქციეთ შარვლის სიგრძეს. ტოტის ქვემოთ ერთი შეტეხვა -სწორია.

14. თუ მელოტდებით – შეეგუეთ. ნუ დამალავთ გამელოტებულ ნაწილს თმის ღერებით. უბრალოდ მოკლედ შეიჭერით თმა.

15. თუ ფიზიკურად სუსტი ხართ – ნუ გამოიდებთ თავს. ბევრი ძლიერი მამაკაცი მხოლოდ ფილმშია „შეუჩერებელი“. თუ სურვილი გაქვთ, დაკავდით სპორტით. თუ არა, მაშინ მუშაობით დაამტკიცეთ, რომ ნამდვილი მამაკაცი ხართ.

16. ნუ იქნებით უსაქმური (იხ. პუნქტი 15). ეს მამაკაცს არ უხდება.

17. არ დანებდეთ. მამაკაცი არ უნდა იყოს პესიმისტი. თუ რამე არ გამოვიდა, აუცილებლად გამოვა შემდეგ ჯერზე.

18. ნუ შეგშურდებათ სხვა მამაკაცების.

19. ნუ იწუწუნებთ, ნუ შეაცოდებთ თავს ვინმეს – ეს სასაცილოდ ჩანს.

20. ნუ ეცდებით ვინმეს რამე დაუმტკიცოთ. ამაში არ მდგომარეობს მამაკაცის ცხოვრების აზრი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like