იმეგობრეთ მათთან ვინც თქვენზე უკეთესია – რჩევები რიჩარდ ბრენსონისგან

იმეგობრეთ მათთან ვინც თქვენზე უკეთესია – რჩევები რიჩარდ ბრენსონისგან

მთელი ცხოვრება ვცდილობდი მეცხოვრა ისეთი ადამიანებით გარშემორტმულს, რომლებიც ჩემზე უკეთესნი იყვნენ. ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ჩემი მშობლებით, დებით და ძმებით, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო და მეტი რამ ვისწავლო მათგან. ეს ასევე ეხება ჩემს ცოლს, შვილებს, შვილიშვილებს და სხვა ნათესავებს. იგივე პრინციპი ვრცელდება სამსახურზეც.

ჩემი პირველი ბიზნესის დაწყებისას ბევრი რამის გაკეთა არ შემეძლო, მაგრამ გამიმართლა და შევძელი ისეთი ადამიანების პოვნა, რომელთაც ეს  შეეძლოთ.  არ მქონდა  არანაირი განსაკუთრებული უანრი,  მაგრამ ვიცოდი როგორ უნდა დამეინტერესებინა ხალხი, რომელსაც ჰქონდა ამის უნარი. ვიპოვე ყველაზე ჭკვიანი ბუღალტრები, მუსიკის საუკეთესო მცოდნეები, ბრწყინვალე პილოტები – ადამიანები, რომლებიც ჩემზე უკეთესები იყვნენ. და ჩვენ ვსწავლობდით ერთმანეთისგან. ასე რომ, თუ გინდათ იყოთ წარმატებული და ცხოვრებაში ბევრს მიაღწიოთ,ისეთ ადამიანებთან  გაატერეთ დრო, როგორებიც გინდათ რომ იყოთ. როგორც მწვრთელმა ჯიმ რონმა თქვა – საშუალოდ 5 ადამიანის გარემოცვაში ატარებს დროს.  თუ გინდათ იყოთ აქტიური ადამიანი, ბევრს მიაღწიოთ, მაგრამ  დროს ზარმაცი ადამიანების გარემოცვაში ატარებთ, ამით ცხოვრებას ირთულებთ.

სწორდ ამიტომ მიყვარს ბიზნესმენებთან ურთიერთობა. როცა მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, ვმუშაობ ჩვენს ფონდთან Virgin Unite-თან, ვხვდები ახალ  სტარტაპერებს, ყველაზე მეტად მომწონს მათთან ურთიერთობა და აზრთა გაცვლა – გამოცვლა. ასევე მეწარმეებიც ხშირად გვსტუმრობენ კუნძულ ნეკერზე, Virgin Unite-ის სხვადასხვა ღონისძიებებზე. როდესაც  ისეთი ხალხით  ხართ  გარშემორტყმული, რომლებიც თქვენს შეხედულებებს იზიარებენ, რომელთაც მსოფლიოსთვის  სურთ სიკეთე, ეს შთააგონებს ნებისმიერს უფრო მეტის მიღწევისკენ.

რასაკვირველია ჯიმის გამოთქმა ეხება საშუალო რიცხვის კანონს. მე არასდროს არ მჯეროდა საშუალო მაგნიტუდის. როგორც ტოდ როუზმა აღნიშნა თავის წიგნში  The End of Average, უნდა გვესმომდეს რომ საშუალო ადამიანი არ არსებობს ამიტომ შეწყვიტეთ საკუთარი თავის იმ კატეგორიისთვის მიკუთვნება , რომელსაც რეალიზება და დიდი ოცნებების განხორციელება არ შეუძლია. ასე, რომ თუ ჩვენ განვსჯით საკუთარ თავს ვერგებით თუ არა ამას, ჩვენ ვერასოდეს შეგვამჩნევენ. მსოფლიო შედგება არაორდინალური ადამიანებისგან, ასე რომ ნუ დაკარგავთ დროს იყოთ ნორმალური.

ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა რომლებიც ჰგავნან თქვენს იდეალს. ეძებეთ ისინი ყველგან და ყოველთვის. გადით გარეთ და მიიღეთ რაც შეიძლება მეტიშთაბეჭდილება მსოფლიოსგან. თუ თქვენ შემოზღუდავთ საკუთარ თავს  მხოლოდ ოჯახით, საუკეთესო მეგობრებით, კოლეგებით, ქალაქით და თუნდაც ქვეყნით,  არ გექნებათ  დიდი მიღწევების შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი გაიმარჯვებს ჰორიზონტის გაფართოებით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1538 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მიზნები და ფინანსები

გრანტ კარდონე: როგორ გავხდეთ მილიონერი ოცდაათი წლის ასაკში?

ზოგჯერ ადამიანები განიხილავენ გამდიდრების საკთხს. ხოლო თემა, როგორ გავხდეთ მილიონერი ოცდაათი წლის ასაკში, საერთოდ ფანტასტიკურად გამოიყურება. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია! 21 წლის ასაკში, კოლეჯის დასრულების შემდეგ, მე ვალებში ვიყავი ჩაფლული, მაგრამ

სიახლეები

კარგი მანერების კოდექსი

1. კამპანიაში მისვლისას ულამაზოა მეწყვილეს მარტო დატოვება იმის გამო, რომ ყველასთან მიხვიდე, მიესალმო და დალიო. თუ კამპანია 10-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, ხელის ჩამორთმევა 1 ადამიანისთვისაც საკმარისია! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სულელურად

რჩევები და წესები

რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!

მინდა დაფიქრდეთ და უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის რამე, რასაც შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი ენერგია და ბედნიერება, რასაც მიიღებთ თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ? ამ შეკითხვაზე პასუხი ვიმედოვნებ ყველასათვის ცალსახაა. თუმცა,