იგავი: წარმატებას დრო უნდა, ის სწრაფად არ მოდის
2166 Views

იგავი: წარმატებას დრო უნდა, ის სწრაფად არ მოდის

«ერთ ერს ჰქონდ წეს-ჩვეულება. ის, ვინც ახალი წლის ღამეს მთაზე მოწყვიტავდა თეთრ ყვავილს, იქნებოდა ბედნიერი. მთა, რომელზეც ბედნიერების ყვავილი ხარობდა მოჯადოებული იყო. ის მუდმივად იძვროდა და არავის შეეძლო მასზე ასვლა.
მაგრამ ყოველ ახალ წელს ჩნდებოდნენ გამბედავი ადამიანები, რომელბიც ცდილობდნენ მთაზე ასვლას.

ერთხელ სამმა მეგობარმა გადაწყვიტა ბედი ეცადა.
მთაზე ასვლის წინ მეგობრები ბრძენთან მივიდნენ და რჩევა სთხოვეს:
– თუ შვიდჯერ დაეცი — ადექი რვაჯერ, — ურჩია მათ ბრძენმა.

მეგობრები წავიდნენ მთაზე, ყველა სხვადასხვა მხრიდან.
ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა პირველი ახალგაზრდა, სულ დალურჯებული.
– არ იყო სწორი ბრძენი, – თქვა მან. მე დავეცი შვიდჯერ და როცა მერვედ ავდექი დავინახე, რომ მთის მხოლოდ მეოთხედი ნაწილი მქონდა გავლილი. მაშინ გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი.

მეორე ახალგაზრდა ორი საათის შემდეგ დაბრუნდა, სულ ნაცემი და თქვა:
– ბრძენმა მოგვატყუა. მე შვიდჯერ დავეცი და როცა მერვედ ავდექი დავინახე, რომ მთის მხოლოდ მესამედი მქონდა გავლილი. ამიტომ გადავწყვიტე უკან დაბრუნება.

მესამე ახალგაზრდა ერთი დღის შემდეგ მოვიდა თეთრი ყვავილით ხელში და მას ნაკაწრიც კი არ ჰქონდა.

– შენ რა არ ეცემოდი? — ჰკითხეს მეგობრებმა.
– ვეცემოდი, ასჯერ, შეიძლება მეტჯერაც. არ დამითვლია — უპასუხა ახალგაზრდამ.
– რატომ არ ხარ დალურჯებული და დაჟეჟილი? — გაუკვირდათ მეგობრებს.
– სანამ მთაზე წავიდოდი დაცემა ვისწავლე, — სიცილით უპასუხა ახალგაზრდამ.

«ამ ადამიანმა დაცემა კი არა, ადგომა ისწავლა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ნებისმიერ მიზანს მიაღწევს ცხოვრებაში! — თქვა ბრძენმა, როცა ახალგაზრდის ნამოქმედარი შეიტყო.»

ადამიანების უმეტესობას უნდათ სწრაფი წარმატება, ამიტომ ისინი მიდრეკილნი არიან დაწყებული საქმის მიტოვებისაკენ, როგორც კი რამოდენიმე წარუმატებლობა შეხვდებათ. მწვერვალებს იპყრობენ მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარ შეცდომებს არ ითვლის და უბრალოდ შეუპოვრად აგრძელებს მიზნისკენ სვლას.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like