იგავი ჯადოქარსა და ცხვრის შესახებ

იგავი ჯადოქარსა და ცხვრის შესახებ

მინდორზე, დიდი ტყის შუაგულში, ცხოვრობდა ჯადოქარი, რომელსაც ყავდა ცხვრის ფარა. ის ყოველდღე ჭამდა თითო ცხვარს თავისი ფარიდან. ცხვრები აწუხებდნენ ჯადოქარს – ისინი ტყეში გარბოდნენ, და მას უწევდა დიდი დროის დახარჯვა, რომ დაეჭერა ერთ-ერთი მათგანი, ხოლო დანარჩენები ისევ ჯოგში მოეგროვებინა.

რა თქმა უნდა ცხვარი, რომლის მოკვლასაც ის აპირებდა, გრძნობდა ამას და იწყებდა წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო მისი ხმა აშინებდა სხვებს. მაშინ ჯადოქარმა შემდეგი რამ მოიფიქრა – ის განმარტოებულად გაესაუბრა თითოეულ ცხვარს, და შთააგონა.

ერთს უთხრა: “შენ ცხვარი არ ხარ, შენ ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც მე. ნურაფრის ნუ გეშინია, მე ხომ ვკლავ და ვჭამ მარტო ცხვრებს, მაგრამ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ამ ჯოგში და ესეიგი – ჩემი მეგობარი ხარ”.

მეორეს მან უთხრა: “რატომ გამირბიხარ, როგორც დანარჩენი ცხვრები? შენ ხომ ლომი ხარ და შენ არაფრის არ უნდა გეშინოდეს. მე მარტო ცხვრებს ვკლავ, ხოლო შენ ჩემი მეგობარი ხარ”.

მესამე შთააგონა: “მომისმინე, შენ ცხვარი არ ხარ, შენ მგელი ხარ. მგელი, რომელსაც მე პატივს ვცემ. მე, როგორც ადრე, გავაგრძელებ ყოველდღიურად ჯოგიდან თითო ცხვრის მოკვლას, მაგრამ მგელს, ჯადოქრის საუკეთესო მეგობარს, არაფრის არ უნდა ეშინოდეს”.

ამგვარად, ის გაესაუბრა თითოეულ ცხვარს და შეაგნებინა მათ, რომ ის ცხვარი არ არის, არამედ სრულიად სხვა ცხოველი, რომელიც განსხვავდება დანარჩენი სხვა ცხვრებისაგან. ამ საუბრის შემდეგ ცხვრების ქცევა სრულიად შეიცვალა – ისინი სრულიად თავისუფლად ძოვდნენ მინდორში ბალახს და უკვე აღარ გარბოდნენ ტყეში. ხოლო როდესაც ჯადოქარი კლავდა მომდევნო ცხვარს, ისინი ფიქრობდნენ: “აგერ, კიდევ ერთი ცხვარი მოკლეს, ხოლო მე – ლომს, მგელს, ადამიანს, ჯადოქრის საუკეთესო მეგობარს, არაფრის არ უნდა მეშინოდეს”.

იმ ცხვრებმაც კი, რომლებსაც ის კლავდა, შეწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევა. ის უბრალოდ უახლოვდებოდა ერთერთ მათგანს და ეუბნებოდა: ” ჩემო საუკეთესო მეგობარო, დიდი ხანია არ გვისაუბრია, წამოდი წავიდეთ ჩემს ეზოში, რჩევა უნდა გკითხო ცხვრების ჯოგთან დაკავშირებით” და ცხვარი სიამაყით მიყვებოდა ჯადოქარს ეზოში. ის მართლა ეკითხებოდა თავის ,,საუკეთესო მეგობარს”, როგორ მიდიოდა საქმეები ჯოგში. მსხვერპლი სიხარულით უყვებოდა მას ყველაფრის შესახებ, ხოლო შემდეგ ჯადოქარი კლავდა მას. ვინაიდან სიკვდილი უეცრად დგებოდა, ცხვარი ვერაფერს გებულობდა.

ჯადოქარი ძალიან კმაყოფილი იყო – მან აამაღლა თითოეული ცხვრის თვითშეფასება, საბოლოო ჯამში მათ შეწყვიტეს ფიქრი გარდაუვალ სიკვდილზე, ტკბებოდნენ ცხოვრებით და მშვიდად ძოვდნენ ბალახს, რის შედეგადაც მათი ხორცი მნიშვნელოვნად უკეთესი გახდა. წლების განმავლობაში ჯადოქარი ადვილად უმკლავდებოდა უზარმაზარ ფარას და რაც ყველაზე საინტერესოა, დანარჩენმა ცხვრებმა დაიწყეს ჯადოქრის დახმარება – თუ რომელიმე მიხვედრილი ცხვარი ხვდებოდა რეალობას, მაშინ დანარჩენი ცხვრები, ანუ ლომები, ადამიანები, მგლები – ჯადოქრის საუკეთესო მეგობრები, ეუბნებოდნენ მას ამ ცხვრის უცნაური ქცევის შესახებ, და მეორე დღეს ჯადოქარი სიამოვნებით ჭამდა მას.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ