იგავი: დროის ფასი

იგავი: დროის ფასი

ერთ საღამოს მამა გვიან დაბრუნდა სამსახურიდან სახლში, განერვიულებულმა და დაღლილმა დაინახა, რომ კართან მისი 5 წლის შვილი ელოდებოდა.

— მამა, შეიძლება რაღაც გკითხო?
— რა თქმა უნდა, რა მოხდა?
— მამა, ხელფასი რამდენი გაქვს?
— ეს შენი საქმე არ არის! — გაბრაზდა მამა — რაში გაინტერესებს?
— უბრალოდ მინდა ვიცოდე. ძალიან გთხოვ მითხარი რამდენს ღებულობ 1 საათში?
— ვთქვათ 500, მერე რა?— მამა, — ბავშვი უყურებდა მამას ქვემოდან ზემოთ სერიოზული გამომეტყველებით. — შეგიძლია 300 მასესხო?— იმიტომ მეკითხებოდი ამ ყველაფერს, რომ რაიმე სულელური სათამაშოსთვის ფული გამომტყუო? — დაიყვირა მამამ — ახლავე წადი შენს ოთახში და დაიძინე! როგორ შეიძლება ასეთი ეგოისტი იყო! ყოველ დღე ვმუშაობ, ძალიან ვიღლები, შენ კი ასე ცუდად იქცევი.

ბავშვი მშვიდად წავიდა თავის ოთახში. მამამისი კი გაბრაზებული აგრძელებდა ყვირილს: ,,როგორ ბედავს და მეკითხება ჩემს ხელფასს, და კიდევ ფულს მთხოვს….” მაგრამ ცოტა ხანში იგი დამშვიდდა და დაფიქრდა: ,,იქნებ მართლაც ძალიან სჭირდება ფული, მას ხომ ჩემთვის არასდროს არაფერი უთხოვია”…

როცა ის შევიდა ბავშვის ოთახში პატარას ჯერ კიდევ არ ეძინა.

— შვილო, მგონი ძალიან უხეშად მოგექეცი — უთხრა მან — რთული დღე მქონდა და ძალიან გთხოვ მაპატიე. აიღე ფული, რომელიც მთხოვე.

ბიჭი წამოჯდა საწოლზე და გაიღიმა

— მამიკო, მადლობა! — გახარებულმა იყვირა

შემდეგ პატარა ხელი შეყო თავისი ბალიშის ქვეშ, გამოიღო რამდენიმე დაჭმუჭნული კუპიურა და ყველა ფული ერთად შეატყუპა. ამის დანახვაზე მამა ისევ გაბრაზდა:

— თუ კი გქონდა ფული, მე რაღატომ მთხოვდი?

— იმიტომ რომ არ მქონდა საკმარისი. მაგრამ ახლა ზუსტად მყოფნის — უპასუხა ბავშვმა და თანხა მამას გაუწოდა

— მამა, აქ ზუსტად 500-ია. შეიძლება შენი დროიდან 1 საათი ვიყიდო? გთხოვ, ხვალ სამსახურიდან ადრე მოდი, ძალიან მინდა ჩემთან ერთად ივახშმო.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

View all posts by this author →

You might also like

ფილოსოფია

ფსიქოლოგ მიხაილ ლიტვაკის 20 ბრძნული რჩევა

მიხაილ ლიტვაკი (Mikhail Litvak) – ექიმი-ფსიქოლოგი და საერთაშორისო დონის ყველაზე აღიარებული ფსიქოლოგი. მან პირველმა შეიმუშავა კონფლიქტების გადაწყვეტის სისტემა „ფსიქოლოგიური აიკიდო“ და პირველმა დაიწყო მისი პრაქტიკაში გამოყენება. მნიშვნელოვანია ისწავლო, თუ როგორ

ცხოვრებისეული

ცხოვრებაში დაშვებული 10 შეცდომა

1. არჩევანის არარსებობა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ადამიანების უმეტესობა არ აკეთებს არჩევანს თუ რა გზით წავა ცხოვრებაში. ყველას შესაძლებლობისთვის აქვს მინდობილი ეს საკითხი და ფიქრობენ, რომ თავისთავად მოხდება ყველაფერი.

გამონათქვამები

სტენდალის 21 გასაოცარი ციტატა

სტენდალის სახელის წარმოთქმისას ადამიანების უმრავლესობას როგორი ასოციაცია უჩნდება პრიველად? სწორია — «წითელი და შავი», მისი რომანის სათაური. ამასთან, სტენდალი არის ლიტერატურული ფსევდონიმებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, რომელიც მარი-ანრი ბეილს-ფრანგ მწერალს, ფსიქოლოგიური