იგავი დალაქსა და ღმერთზე

იგავი დალაქსა და ღმერთზე

ერთხელ ერთი ადამიანი სალონში მივიდა, რათა ჩვეულებისამებრ მისთვის დალაქს თმა შეეჭრა და წვერი გაეპარსა. მათ დაიწყეს საუბარი და ცოტა ხანში დისკუსია შეეხო ღმერთს.

დალაქმა თქვა:
– რაც არ უნდა მითხრათ, მაინც არ მჯერა, ვერ დამარწმუნებთ, რომ ღმერთი არსებობს.
– რატომ? – ჰკითხა კლიენტმა.
– ეს ხომ ისედაც ნათელია. საკმარისია გახვიდე ქუჩაში და დარწმუნდები, რომ ღმერთი არ არსებობს. აბა მითხარით, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არის ამდენი ავადმყოფი ადამიანი? ამდენი მიტოვებული ბავშვი? ის რომ მართლა არსებობდეს, არ იქნებოდა ამდენი ტკივილი, ტანჯვა. რთულია წარმოიდგინო ღმერთი, რომელიც უშვებს ამ ყველაფერს.

კლიენტი წუთით დაფიქრდა, მას არ სურდა კამათი ამ თემაზე. როცა დალაქმა დაასრულა თავისი საქმე, კლიენტი წავიდა. ქუჩაში გასვლისთანავე მან დაინახა თმაგაბურძგნული და გაუპარსავი კაცი, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ამის დანახვაზე კლიენტი უკან მობრუნდა და დალაქს უთხრა:

– იცით მე თქვენ რას გეტყვით? დალაქები არ არსებობენ.
– როგორ? – გაუკვირდა დალაქს – მე ვერ მხედავთ? მე დალაქი არ ვარ?
– არა! – უპასუხა კლიენტმა – ისინი არ არსებობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებდა ამდენი გაუპარსავი ადამიანი. აი როგორიც ის არის, ქუჩაში.
– ადამიანო, მერე საქმე ხომ ჩემში არ არის, ისინი თვითონ არ მოდიან ჩემამდე.
– საქმეც მაგაშია – დაუდასტურა კლიენტმა – მეც ზუსტად ამას ვამბობ: ღმერთი არის. უბრალოდ ადამიანები თავად არ ეძებენ მას და არ მიდიან მასთან. აი ამიტომ არის ადამიანებში ამდენი ტკივილი და ტანჯვა.

ოშოს წიგნებიდან

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

View all posts by this author →

You might also like

ფილოსოფია

რატომ არიან ებრაელები მდიდრები?

სტატისტიკა გვაჩვენებს გასაოცარ «ებრაულ ფენომენს»: ებრაელები ცოტანი არიან, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მიეკუთვნება მოსახლეობის მდიდარ ფენას. მაგალითად,რუსეთში ებრაელების რაოდენობა ბოლო მონაცემებით შეადგენს მოსახლეობის 0,1 %, აშშ-ში თითქოს ყველაზე მეტი ებრაელი

იგავები და ამბები

რატომ არ უნდა ეკამათოთ ქალებს (იგავი)

ქმარს ძალიან უყვარდა თევზაობა, ცოლს კი წიგნების კითხვა.ერთხელ, მორიგი თევზაობის შემდეგ ქმარი შინ დაღლილი დაბრუნდა და ჩაეძინა.ცოლმა კი მოისურვა ნავით გასეირნება, თუმცა არ იცნობდა იმ ადგილებს.მან ნიჩბებს მოუსვა, დაიღალა, იქვე ჩააგდო

სიახლეები

32 რჩევა ბრძენი ადამიანებისგან

1. ისაუბრეთ ნელა, იფიქრეთ სწრაფად. 2. ნუ განსჯით ადამიანებს მათი ნათესავებიდან გამომდინარე. 3. როცა თქვენ ამბობთ: «მე შენ მიყვარხარ», — თქვით სიმართლე! 4. როცა თქვენ ამბობთ: «ვწუხვარ», — ადამიანს თვალებში