8 რჩევა, იდეის განხორციელებისთვის, მათთვისაც კი, ვისაც ბევრი ფული არ აქვს

8 რჩევა, იდეის განხორციელებისთვის, მათთვისაც კი, ვისაც ბევრი ფული არ აქვს

1. ააწყვეთ თქვენი ბიზნესი იმაზე, რაშიც კარგად ერკვევით
იმის მაგიერ, რომ ფული გაურკვეველ სფეროებში დააბანდოთ, ააწყვეთ თქვენი ბიზნესი იმ საქმეზე, რაც კარგად იცით და შეგიძლიათ აკეთოთ. რაც უფრო ნაკლებად დამოკიდებული იქნებით გარე ფაქტორებზე, მით უკეთესი. თუ ბიზნესი იწყობა თქვენს პირად გამოცდილებაზე, არ დაგჭირდებათ კონსულატანტები და დამატებით დახმარება.
ხშირად ეს ცოდნა არის ყველაფერი ის, რაც საჭიროა საკუთარი საქმის დასაწყებად.

2. მოუყევით ყველა თქვენს ნაცნობს იმის შესახებ, რითაც ხართ დაკავებული
მოუყევით ოჯახის წევრებს, მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს და კოლეგებს წინა სამსახურიდან თქვენი ახალი ბიზნესის შესახებ. დაურეკეთ, დაუგზავნეთ წერილები, შეტყობინებები, მიწერეთ სოციალურ ქსელში. ისინი სხვებს დაეხმარებიან თქვენს პოვნაში. საქმიანი პარტნიორები დაგეხმარებიან თქვენი ბრენდის შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში პირად ბიზნეს-კონტაქტებთან. თქვენი პირადი წრე კი დაგეხმარებათ წარუდგინოს თქვენი კომპანია ფართო აუდიტორიას.

3. თავი აარიდეთ ზედმეტ ხარჯებს
თქვენ მთელი რიგი ხარჯები გექნებათ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ. ავიღოთ მაგალითად სავიზიტო ბარათები. თქვენ შეგიძლიათ რამოდენიმე ათასი პლასტიკური სავიზიტე ბარათი დაბეჭდოთ და ამასთან, შეგიძლიათ ჩვეულებრვი სავიზიტო ბარათები დაბეჭდოთ თანხის დაზოგვის მიზნით. ბიზნესის დაწყებისას ფულის მოფრთხილება შეიძლება სწორედ ის სხვაობა აღმოჩნდეს, რაც წარმატებულ და წარუმატებელ ბიზნესმენებს შორის არსებობს.

4. ნუ გაერთობით კრედიტებით
ბიზნესის დასაწყისშივე კრედიტის გამოყენება – ერთის მხრივ მოსახერხებელი, მაგრამ მეორეს მხრივ დამღუპველიც არის. ფული ძალიან სწრაფად გაიხარჯება სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით, კომპიუტერებში, საოფისე მოწყობილობებში, ტელეფონებსა და საკანცელარიო ნივთებში. იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ერთიანად იყიდოთ და საკრედიტო ბარათი გაანულოთ, გამოყავით ხარჯებისთვის ფულის გარკვეული ნაწილი კომპანიის შემოსავლიდან. რაც უფრო ნაკლები სტრესი და ვალების ქონის განცდა გექნებათ, მით უფრო მაღალი შანსი მოგეცემათ ბიზნესის წარმატებულად განვითარებისთივს.

5. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დებიტორებთან ანგარიშსწორებამ დანაკარგები არ მოგიტანოთ
თუ თქვენი ბიზნესი დაკავშირებულია საცალო გაყიდვებთან, მსგავსი პრობლემა არ შეგექმნებათ. მაგრამ თუ თქვენ ახორციელებთ ისეთ მომსახურებას, როგორიცაა კონსულტაციები ან საქონლის მიწოდება საცალო გაყიდვებისთვის, დარწმუნდით, რომ თქვენი საგადახდო პოლიტიკა კარგად გააზრებულია. შეძლებთ თუ არა გადახდების მიხედვით ბიზნესის შენარჩუნებას, რაც შეიძლება გადადებული იყოს ერთი ან რამდენიმე თვით? საგადახდო პოლიტიკის ფორმირებისას იმაზე კი ნუ იფიქრებთ რა უნდათ კლიენტებს, არამედ იმაზე იფიქრეთ, როგორ გახადოთ თქვენი ბიზნესი მომგებიანი და არ დაიღუპოთ საკასო გარღვევისგან.

6. ჩაერთეთ თქვენს ბიზნესში
ბევრი დამწყები ბიზნესმენი 24 საათი მუშაობს და ცდილობენ მოიცვან ბიზნესის ყველა შესაძლო ასპექტი – გაყიდვებიც და განვითარებაც. თქვენი წვლილი და დღეები, რომლებიც ბიზნესის განვითარებისთვის გაატარეთ, არ უნდა დაიკარგოს უშედეგოდ. თქვენ ქმნით ბრენდს, ამიტომ თავდაუზოგავი შრომა ზრდის თქვენი საქმის ფასს. თქვენი პირადი წვლილი ძალიან ძვირფასი იქნება, თუ თქვენ გადაწყვეტთ კომპანიის ნაწილის გაყიდვას ან პარტნიორობის გაფორმებას.

7. ისარგებლეთ უფასო რეკლამით და მარკეტინგით
არსებობს თქვენი ბიზნესისკენ ყურადღების მიპყრობის რამოდენიმე საშუალება, და ამასთან, ჯიბის გამოცარიელების გარეშე. საინფორმაციო ხმაურის შექმნას და კლიენტების მოზიდვას კარგად უმკლავდება სოციალური მედია. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი „მის“-ები (მასობრივი ინფორმაციის საშუალებები) და შესთავაზოთ მათ რაიმე ექსპერიმენტი.

შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი კონტაქტი დააგროვოთ ადგილობრივ „მის“-ებთან და მზად იყავით მათთან სათანამშრომლოდ ყოველთვის. ასეთი მიდგომის წყალობით თქვენ გამოჩნდებით მნიშვნელოვან პერსონად, რაც დაგეხმარებათ ადგილობრივ პრესაში ძალიან ხშირად გაიჟღეროს თქვემა სახელმა სრულიად უფასოდ.

8. მზად იყავით ბრძოლისთვის
თავდაუზოგავი შრომა თავისთავად იგულისხმება, მაგრამ თუ თქვენ ბიზნესს იწყებთ მცირე კაპიტალით ან სრულიად უფულოდ, მაშინ მზად იყავით, რომ ამ საქმეს მიუძღვნათ მთელი თქვენი ადამიანური რესურსი და შესაძლებლობები. შეიძლება დაგჭირდეთ „ცივი ზარების“ განხორციელება, კლიენტების მხარდაჭერა და მომსახურება, ანგარიშებში, ფინანსურ ოპერაციებში და სხვა პროცესებში გარკვევა, რომელზეც იწყობა თქვენი ბიზნესი. თუ მართლა გინდათ რაიმეს მიღწევა, მოგიწევთ ბევრი მუშაობა, რაზეც თქვენი დროისა და ენერგიის უდიდესი ნაწილი წავა.

არ მისცეთ კაპიტალის უკმარისობას იმის უფლება, რომ ხელი შეგიშალოთ კარგი იდეის განხორციელებაში. გაინტერესებთ იქნება თუ არა სირთულეები და სტრესული სიტუაციები? რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მეწარმეობის განუყოფელი ნაწილია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საჭიროა კი სტარტაპში „ჭკვიანი ფულის“ მოზიდვა

დამწყები მეწარმეები ხშირად მისდევენ ბიზნესის ფასის ზრდას ინვესტიციური რაუნდის მსვლელობისას ინვესტორების ხარისხისთვის ზიანის მიყენებით. როდესაც ვიყავი ახალგაზრდა მეწარმე, მე, როგორც სტარტაპერების უმეტესობა, ვეძებდი საშუალებებს ბიზნესის განვითარებისთვის. პირველი ინვესტიციები ჩვენ მივიღეთ

Print Friendly, PDF & Email

გენერალური დირექტორის 10 უმთავრესი წესი

10 უმთავრესი წესი, რომლებიც აუცილებლად შესასრულებელია 1. თავი აარიდეთ დამხმარე ფუნქციებს გენერალური დირექტორის კარიერაში ძირითადი წესია – ბიზნესთან პირდაპირ დაკავშირებულ სფეროში მუშაობა და დამხმარე ფუნქციებისთვის თავის არიდება. 2. დღის მანძილზე

Print Friendly, PDF & Email

ხასიათის 8 ნიშანი, რომლებიც უნდა მოიშოროს მეწარმემ

როგორ ავარიდოთ თავი ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს სტარტაპებში? ამის შესახებ ალბათ ბევრი წიგნი და სტატია დაწერილა, და მაინც, ახალგაზრდა მეწარმეები ყველაზე პოპულარულ შეცდომებს მაინც უშვებენ. პრაქტიკულად სტარტაპების ყველა წარუმატებელი შემთხვევა ერთმანეთს

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავაჩქაროთ სამუშაოს შესრულება?

ეს გლობალური საკითხია, ამიტომ მოდით მოკელდ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დააჩქაროთ სამუშაო. ეს რჩევები არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია მიზნების დასახვაც, დროის განაწილებაც, საქმის ბოლომდე მიყვანაც – მაგრამ ნელა.

Print Friendly, PDF & Email

პოზიციონირება — როგორ გავხდეთ პირველი?

თუ გსურთ, რომ თქვენი კომპანია შეიყვარონ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა შეაღწიოთ ადამიანის გონებაში პირველმა. თუ ადგილი უკვე დაკავებულია, მაშინ შრომა მოგიწევთ იმისათვის, რომ კონკურენტი გვერდით გაწიოთ. ადამიანის ცნობიერების მართვა შესაძლებელია

Print Friendly, PDF & Email

ქრისტიანული ეკონომიკა: თანასწორუფლებიანობა

ეკონომიკის ძირითადი ფუნდამენტალური ქრისტიანული ოთხი პრინციპი რომელიც ნათლად არის ჩამოყალიბებული წმიდა წერილში. 1. კერძო საკუთრება 2. თანასწორუფლებიანობა✔ 3. მეწარმეობა 4. თანაგრძნობა ჩვენთვის რომ ეკითხათ, ამ ოთხ პრინციპთაგან რომელს მიანიჭებდით უპირატესობას ეკონომიკის ბიბლიური თვალსაზრისიდან გამომდინარე,

Print Friendly, PDF & Email