იდეის ფულად ქცევის 6 ეტაპი

იდეის ფულად ქცევის 6 ეტაპი

ეტაპი №1 – მიზის განსაზღვრა.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ფულზე, ამიტომ მიზანი უნდა იყოს ფულადი. რამდენი ფული გინდათ რომ გქონდეთ? დაფიქრდით ამაზე კარგად! საკმარისი არ არის საკუთარ თავს უთხრათ – “მე მინდა ბევრი ფული”, საჭიროა ზუსტი თანხის მითითება! ციფრი ძალიან მნიშნველოვანია!

ეტაპი №2 – მსხვერპლი.
უთხარით საკუთარ თავს რაზე ხართ წამსვლელი იმისათვის, რომ მიიღოთ ფული, რა შეგიძლიათ მსხვერპლად გაიღოთ? ტელევიზორის ყურება? კითხვა? როგორც იტყვიან “ომლეტის გაკეთება შეუძლებელია კვერცხის გატეხვის გარეშე”. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, მაინც მოგიწევთ რაიმეს მსხვერპლად გაღება.

ეტაპი №3 – ვადა.
თუ მიზნად დაისახეთ მიიღოთ 3000$ თვეში და ამის გჯერათ, ეს ნამდვილად ასეც იქნება, მაგრამ როდის? თქვენ უნდა გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როდის გინდათ ფულის მიღება და რაც უფრო ნათელი იქნება ეს წარმოდგენა, მით უფრო კარგი თქვენთვის! თუ არ დათქვამთ ვადებს, მაშინ მიზანს მიაღწევთ… როდის? იქნებ 70 წლის ასაკში? გინდათ რომ ასე იყოს?

ეტაპი №4 – დაგეგმვა.
საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ თვეში 3000$ მიღება გსურთ. თქვენ ასევე უნდა შეადგინოთ სურვილის შესრულების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მას შემდეგ, რაც გეგმას შეადგენთ, დაიწყეთ სასწრაფოდ მოქმედება! საჭირო არ არის ისეთი ტიპის ფრაზები, როგორიცაა მაგალითად “გეგმის განხორციელებას ერთი კვირის შემდეგ დავიწყებ”, დაიწყეთ დღეს და ახლავე! სრულიად არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, მზად ხართ თუ არა ამ გეგმის განსახორციელებლად, დაიწყეთ მოქმედება!

ეტაპი №5 – ჩაიწერეთ ყველაფერი.
ფურცელზე ჩაიწერეთ ყველა წინა პუნქტი. გეგმა უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალური. თქვენ დაინახავთ, რომ რაც უფრო დეტალურია თქვენი გეგმა, მით უფრო დიდია რწმენა საკუთარი თავისა და მიზნის მიმართ!

ეტაპი №6 – გაიმეორეთ ყოველ დღე!
მას შემდეგ, რაც შეასრულებთ წინა 5 პუნქტს, შეუდექით ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლოა, არაფერი რთული მასში არ არის. დაწოლის წინ და გაღვიძების შემდეგ, აიღეთ თქვენი ჩანაწერი და წაიკთხეთ ხმამაღლა, ისე, რომ გულახდილად გჯეროდეთ დაწერილის. დაიჯერეთ და შეიგრძენით, რომ ფული უკვე ჯიბეში გაქვთ, უკვე ამ ფულის მფლობელი ხართ! გაიმეორეთ ეს ყოველდღიურად, დაძინების წინ და გაღვიძების შემდეგ. ადრე თუ გვიან თქვენი ქვეცნობიერი ამას მიიღებს აუცილებლად შესასრულებელი ბრძანების სახით, რასაც შეასრულებს კიდეც.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ბიზნეს რჩევები

9 რჩევა, თუ როგორ გავაქირაოთ ტურისტებზე ბინა Airbnb-ის მეშვეობით

ეს პატარა ხრიკები დაგეხმარებათ თავისუფალი საცხოვრებელი ფართი გააქირაოთ ტურისტებზე პოპულარულ პლატფორმაზე – Airbnb მაქსიმალური სარგებელის მიღებით. თუ თქვენ ჯერ არ დარეგისტრირებულ ხართ არ გადადოთ ეს, დააჭირეთ რეგისტრაციას.  1. განსაზღვრეთ სამიზნე

წარმატება და მოტივაცია

უორენ ბაფეტი: წარმატების სამი ფაქტორი

1. იპოვეთ გმირები. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აირჩით წარმატებული მოძღვრები თქვენი ცხოვრებისათვის. ეს არ გულისხმობს პირადი, უშუალო ტრენინგების ჩატარებას ერთი ერთზე იმასთან, ვისაც აირჩევთ თქვენს მასწავლებლად. ადამიანები, რომლებსაც გინდათ მიბაძოთ,

გამონათქვამები

მონიკა ბელუჩი სილამაზის, მამაკაცებისა და ქალურობის შესახებ

1. უნდა გავანებივროთ საკუთარი თავი. ჩვენ ყველა გადარეულები ვართ და წონასწორობის დაცვას ვცდილობთ. არავის შეუძლია იყოს სრულყოფილი. 2. ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს არასოდეს წავა, მაგრამ დადგება დღე, როცა ის