იაპონური მეთოდიკა სიზარმაცის წინააღმდეგ – 1 წუთის პრინციპი

იაპონური მეთოდიკა სიზარმაცის წინააღმდეგ – 1 წუთის პრინციპი

«ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ, ვივლი სატრენაჟორო დარბაზში, იოგაზე, გავიკეთებ მასაჟს, დავიყენებ მუცლის პრესს…» — ყოველი ჩვენგანი პერიოდულად რაღაც მიზანს ისახავს და არ ცდილობს მიაღწიოს მას. მუდმივად გადააქვთ შემდეგ თვეზე ან წელზე.
ზოგჯერ ადრე ვიწყებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, მაგრამ მალევე ვხვდებით, რომ მაგალითად სატრენაჟორო დარბაზში კვირაში სამჯერ, რამოდენიმე საათით სიარული ზედმეტია და თავს ვანებებთ.

კაიძენის მეთოდიკა – 1 წუთის პრინციპი

არსებობს იაპონური მეთოდიკა – კაიძენი, რომელშიც დევს ე.წ. 1 წუთის პრინციპი. ამ მეთოდიკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი კონკრეტული საქმით დაკავებულია 1 წუთის მანძილზე, მაგრამ ყოველდღიურად და ერთი და იგივე დროს. 1 წუთი — ეს ძალიან ცოტაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვილი შესასრულებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ მეთოდის დახმარებით სიზარმაცე ვეღარ დადგება თქვენს გაზაზე. იგივე საქმეს, რისი გაკეთებაც არ გსურდათ ნახევარისაათის მანძილზე, მარტივად შეასრულებთ ერთ წუთში.
სახტუნაოზე ხტუნვა, მუცლის პრესის და თვალების ვარჯიშის გაკეთბა, იოგით დაკავება, უცხო ენაზე წიგნის წაკითხვა – როცა დრო შეზღუდულია 1 წუთამდე, ამ დავალებების შესრულება რთულად არ გეჩვენებათ, პირიქით, მათ სიხარული და კმაყოფილება მოაქვთ.
პატარა ნაბიჯებით თქვენ ნელ-ნელა სრულყოფილი ხდებით და დიდ შედეგებს აღწევთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარ თავში რწმენას გამოიმუშავებთ, თავისუფლდებით დანაშაულის და უსუსურობის გრძნობისგან, შეიგრძნობთ წარმატებას და გამარჯვებას. გამარჯვების გრძნობით შთაგონებული თქვენ ნელ-ნელა ზრდით 1 წუთიან საქმიანობას 5 წუთიანით და ასე შემდეგ.
საბოლოოდ ისე გადახვალთ ნახევარ საათიან ვარჯიშზე, რომ ვერც კი გაიგებთ. პროგრესი სახეზე იქნება!
კაიძენი იაპონიაში დაიბადა. თავად სიტყვა შედგენილია და ორ რამეს მოიცავს — «კაი» («ცვლილება») და «ძენ» («სიბრძნე»). ასეთი მენეჯმენტის ავტორია მასაკი იმაი. ის თვლის, რომ კაიძენი — ეს არის ნამდვილი ფილოსოფია, რომელიც შეიძლება ერთდროულად წარმატებით გამოვიყენოთ როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში.
დასავლური კულტურის ადამიანებს იაპონური მეთოდიკა შეიძლება არაეფექტურად მოეჩვენოთ, რამდენადაც დასავლეთში გამყარებულია შეხედულება, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე კარგი რეზულტატის მიღება შეუძლებელია. თუმცა მასშტაბურმა პროგრამებმა, რომლებიც დიდი ძალისხმევას მოითხოვენ, შეიძლება ადამიანი გამოფიტოს, გატეხოს და დარჩეს შედეგის გარეშე. კაიძენის პრინციპი ყველასთვის გამოსადეგია და ცხოვრებისი ბევრ სფეროში შეიძლება მისი გამოყენება. მაგალითად, იაპონელები იყენებენ ეტაპობრივი და მუდმივი განვითარების სტრატეგიას მენეჯმენტის სფეროში. დარჩა მხოლოდ თქვენი მოთხოვნების ჩამოყალიბება და კაიძენის მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რჩევები მათ, ვისაც უნდა რაიმეს მიღწევა ცხოვრებაში

შეინახეთ ეს ჩამონათვალი და გადახედეთ, როცა მოტივაცია იქნება საჭირო. 1. შეწყვიტეთ საკუთარ თავზე ცუდად ფიქრი! შენ – უნიკალური პიროვნება ხარ, საკუთარ თავში რწმენის არ ქონისა და ეჭვის შეტანისას შენ შეურაცხყოფ

Print Friendly, PDF & Email

ჟმუროვის დეპრესიის საკვლევი ტესტი

გაინტერესებთ რამდენად დეპრესიული ხართ? მაშინ გააკეთეტ ეს ტესტი. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ერთი ვარიანტი და ჩაინიშნეთ ფურცელზე. 1. ა) ჩემი გუნება-განწყობა ახლა არაა იმაზე უფრო დაწეული (მოწყენილი), ვიდრე ჩვეულებრივად. ბ) ალბათ

Print Friendly, PDF & Email

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი საქმით ხართ დაკავებული

1. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ მდგომარეობაში დაკავდეთ საყვარელი საქმით. 2. თქვენ ერთვებით სამუშაო პროცესში მომენტალურად და ხანგრძლივად. დრო და ყველაფერი დანარჩენი, რაც გარშემო ხდება, მნიშვნელობას კარგავს.

Print Friendly, PDF & Email

ქარიზმატული ადამიანების 14 ჩვევა

ბევრი ადამიანი სასოწარკვეთით აცხადებს: «მე $100 დოლარიანი არ ვარ, რომ ყველას მოვეწონო!» რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოეწონები. მაგრამ იყო ქარიზმატული პიროვნება – ეს ძალიან კარგია. ქარიზმას მქონე ადამიანები ადვილად აღწევენ

Print Friendly, PDF & Email

გამდიდრებისთვის საჭიროა შემდეგი მარტივი წესების დაცვა

ყველა თქვენი პრობლემა უნდა გვარდებოდეს უმოკლეს ვადებში, რის დახმარებითაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ. იყავით გადაწყვეტილების მიმღები! ნაკლები იფიქრეთ და მეტი გააკეთეთ! 1. ნაკლები იმუშავეთ სხვაზე. რაც უფრო მეტს

Print Friendly, PDF & Email

ძლიერ სიცხეში გაძლების წესები: ამ რჩევების დახმარებით სიცხე საშიში აღარ იქნება!

ზაფხულის დამთგუნველი სიცხე არავის არ ინდობს! ტემპერატურულ რეკორდებს მიუჩვეველი ადამიანები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან ამ დროს. ალბათ გეცნობათ ეს მდგომარეობა, როცა ცხელი ჰაერი თითქოს სქელდება, თითქოს სუნთქვა შეუძლებელია, ოფლიანობ, აუტანელი წყურვილის

Print Friendly, PDF & Email