იაპონელი სამურაების სიბრძნე
2029 Views

იაპონელი სამურაების სიბრძნე

იაპონია — ამომავალი მზის და აყვავებული საკურას ქვეყანა. აქ სილამაზე მეზობლობს თვითდისციპლინასთან, ხოლო პოეზია — ომის ხელოვნებასთან.

B2P.GE გთავაზობთ სამურაების, ხელოვანი იაპონელი მეომრების ცხოვრების ყველაზე ბრძნულ წესებს, ვისთვისაც ღირსება, სინდისი და სრულყოფილება ყველაზე მაღლა იდგა.

  1. სანამ ადამიანს შენს მოსაზრებას ეტყვი, დაფიქრდი, არის კი ის მზად, რომ მიიღოს ის.
  2. შეცდომის დაშვებისას საჭიროა მისი იმ წუთში გამოსწორება. თუ ამას შეუჩერებლად გააკეთებთ, ის მალე დავიწყებას მიეცემა.
  3. ის, ვინც სიმთვრალეში იღებს ხმალს, ავლენს არამარტო უგუნურებას, არამედ სიმხდალესაც.
  4. სამურაიმ თავი უნდა აარიდოს დიდი რაოდენობით საკეს მიღებას, ზედმეტ სიამაყეს და დიად ფუფუნებას.
  5. შეკითხვის დასმა, მაშინ როდესაც იცი, ნიშნავს თავაზიანობას. იკითხო, როდესაც არ იცი – უბრალოდ აუცილებელია.
  6. როდესაც წარუმატებლობას და სირთულეებს ეჯახები, საკმარისი არ არის უბრალოდ რომ არ ინერვიულო. როდესაც  სირთულეებს ეჯახები საჭიროა თამამად და სიხარულით წაიწიო წინ.
  7. ავადმყოფობების სერიოზულობა და სხვა უბდეურება განისაზღვრება ჩვენი მათდამი დამოკიდებულებით.
  8. ადამიანი არაფრად არ ღირს, თუ მას არ ესმის, რომ «ახლა» და «ზუსტად ის დრო» — ერთიდაიგივეა.
  9. თუ ადამიანი თავიდანვე არ ფლობს საკუთარ სხეულს და განსჯის უნარს, ის ვერასოდეს მოერევა მტერს.
  10. ისეთი საქმის კეთებას უნდა მოკიდო ხელი, რომლის დასრულება შეიძლება ერთ დღეში. ხვალაც მხოლოდ ერთი დღე იქნება.
  11. საჭიროა ყოველი სიტყვის აწონვა და საკუთარი თავისთვის შეკითხვის დასმა: სიმართლეა ის, რის თქმასაც აპირებ?
  12. ბუნებრივად ჭკვიანს სწავლა კიდევ უფრო ჭკვიანს ხდის, ხოლო ბუნებრივად სულელს — არც თუ ისე უიმედოს.
  13. უბედურება მოდის მაშინ, როცა ადამიანები მომავლის იმედად რჩებიან, ხდებიან ზარმაცები, უსაქმურები და საქმეებს საშუალებას აძლევენ ხელიდან დაუსხლტეთ; როცა ხანგრძლივი განსჯის შემდეგ ისინი გადადებენ სასწრაფო საქმეებს, არაფერი რომ არ ვთქვათ ნაკლებ მნიშვნელოვან საქმეებზე და ფიქრობენ, რომ შეძლებენ მათ ხვალ შესრულებას.
  14. ადამიანები იცხოვრებენ უფრო მშვიდად, თუ მათი ცხოვრების ზოგიერთი მხარე ყურადრების გარეშე დარჩება. მნიშვნელოვანია ამის გაგება, როცა ადამიანებს საქზიელს აფასებთ.
  15. თუ გააცნობიერებ ერთ საქმეს — შენს წინაშე გაიხსნება რვა სხვა.
  16. ერთი სიტყვაა საკმარისია იმისათვის, რომ გამოააშკარაო საკუთარი ძალა ან სულმოკლეობა.
  17. ის, რასაც გულუხვობას ეძახიან, სინამდვილეში არის თანაგრძნობა.
  18. ადამიანის გარეგანი გამოვლინების 3 ძირითადი ნიშანი არის – მისი გარეგნობა, წერის მანერა და საუბარი.
  19. მთელი ცხოვრება გულმოდგინედ ისწავლე. ყოველ დღე უფრო დახვეწილი გახდი, ვიდრე ერთი დღის წინ იყავი, ხოლო შემდეგ დღეს უფრო დახვეწილი, ვიდრე დღეს ხარ. სრულყოფილებას დასასრული არ აქვს.
  20. არ ღირს ადამიანთან ურთიერთობისას უცერემონიო იყო, რომელიც თუნდაც მაშინ მოვიდა შენთან, როცა დაკავებული ხარ.
  21. საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი დაუშვებელია. უარეს შემთხვევაში ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ჭორების გავრცელებას და შენ გაგიჩნდება უბოროტესი მტრები. ამას სჯობს სახლში დარჩეთ და პოეზიაზე იფიქრო.
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like