იაპონელი ბიზნესმენი, კონოსუკე მაცუსიტის წარმატების მიზეზები

იაპონელი ბიზნესმენი, კონოსუკე მაცუსიტის წარმატების მიზეზები

კონოსუკე მაცუსიტის წარმატების მიზეზები (იაპონელი ბიზნესმენი, Matsushita Electric-ის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით Panasonic-ის, Technics-ის და National-ის ბრენდების ქვეშ)

1. ბიზნესმენი – ეს არის მხატვარი 
მხატვრის მსგავსად, რომელიც იყენებს საღებავებს და ფუნჯს მშვენიერი ნახატის შესაქმნელად, ბიზნესმენი იყენებს ადამიანებს, საქონელს და კაპიტალს იმისათვის, რომ შექმნას მუდმივად ცვალებადი მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროდუქტი და მომსახურება. ამ შემთხვევაში ბიზნესმენი არის მხატვარი მრავალმხრივი ნიჭით.

2. გააკეთეთ ის, რაც გონივრულია და თქვენი ბიზნესი აყვავდება 
როცა თქვენ წვიმაში ან ცუდ ამინდში გადიხართ გარეთ, თქვენ თან მიგაქვთ ქოლგა. ამით თქვენ საღი აზროვნებით მოქმედებთ: თქვენ იცით, რომ თუ არ გინდათ დასველდეთ წვიმაში, საჭიროა ქოლგის წაღება.
იგივე შეიძლება ითქვას ბიზნესზე. თუ თქვენ აწარმოებთ კარგ პროდუქციას – იღებთ კარგ შემოსავალს. მარტივ სიტუაციებში ეს სრულიად ჩვეულებრივი ქმედებაა, რაც უფრო ნაკლები შეცდომები გექნებათ, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი საწარმო.

3. მიზნისკენ სიარულის დროს ნუ გაჩერდებით შუაგზაზე 
როცა ადამიანები წარუმატებლობას განიცდიან, ვერ აღწევენ მიზნებს, ვერ ნახულობენ საკითხის გადაჭრის შესაფერის მეთოდებს – ეს იმის ბრალია, რომ ისინი შუა გზაზე ჩერდებიან. თუ თქვენ უარს ამბობთ საკუთარ მიზანზე მანამ, სანამ მას მიაღწევთ, როგორ შეიძლება რამეს მიაღწიოთ საერთოდ?

4. კარგი დროკარგია, ცუდიუკეთესი 
ჩვენ შეიძლება მადლობელი ვიყოთ ჩვენი ბედის, როცა ბიზნესი კარგად მიდის, მაგრამ როცა წარმატება წყდება, მხოლოდ მაშინ ვცდილობთ საკითხებს ჩავუღრმავდეთ, რომლებზეც არ დავფიქრებულვართ წარმატების პერიოდში.
წარუმატებელი პერიოდი პროექტირებისთვის მშვენიერ შესაძლებლობებს ხსნის. ძალიან ეხმარება ადამიანს ფიქრი იმის შესახებ, რომ კარგი დრო – ეს კარგია, ცუდი დრო – კიდევ უკეთესი.

5. წარუმატებლობა ახალი წარმატების შესაძლებლობას ქმნის 
ყველას აქვს უფლება წარმატებით დატკბეს. მაგრამ წარმატებამ შესაძლოა გააჩინოს საშიშროების გრძნობა და ეჭვები გაზარდოს. წარუმატებლობა კი პირიქით, ახალი წარმატების შესაძლებლობებს ქმნის, რა თქმა უნდა თუ თქვენ შეძლებთ შეცდომების გაცნობიერებას და შეეცდებით, რომ ისინი აღარ გაიმეოროთ.

6. გადაწყვეტილებები მიიღეთ ყოყმანის გარეშე 
საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება საგულდაგულო განსჯის და ყველა დეტალის ყურადღებით გათვალისწიენბის შემდეგ, მაგრამ დღეისათვის განვითარება სწრაფად მიმდინარეობს. თუ არ იქნებით უშიშარი და წინდხედული, რათა შეძლოთ სწრაფად ფიქრი და გადაწყვეტილებების ყოყმანის გარეშე მიღება, აღმოჩნდებით ბორტს მიღმა.

7. თანამშრომლების სწავლების ეფექტური ფორმულა 
ადამიანებს არ შეუძლიათ ისწავლონ რბილი და მოთმინების მქონე მასწავლებლის გარეშე, თუმცა მოთმინება თავისთავად დიდს არაფერს ნიშნავს. ყველაზე ეფექტური ფორმულა ასეთ დროს არის – 10% სიმკაცრე და 90% სირბილე. მაგრამ სიმკაცრის ეს 10% უნდა ცვლიდეს ბევრ რამეს.

8. ნუ მიაქცევთ ყურადღებას წვრილმანებს 
დაგიფიქსირებიათ თუ არა, რომ წვრილმანი საქმის კეთებას თავს არიდებთ? ძველი ანდაზა ამბობს: ჭიანჭველასაც კი შეუძლია ირმის დამარცხება.

თუ თქვენ არ მოაგვარებთ წვრილმანებს, ეს საკითხები დაგროვდება და გადაიქცევა მთად, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თქვენი ორგანიზაციის არსებობას. დაიმახსოვრეთ, არასოდეს თავი არ უნდა აარიდოთ წვრილმან საკითხებს.

9. უქმად ყოფნის საბაბის ძებნის ნაცვლად, მოძებნეთ მიზეზი რის გამოც უნდა აკეთოთ 
ადამიანები ცდილობენ უფრო მეტი მიზეზი მოძებნონ იმისათვის, რომ რამე არ გააკეთონ, ვიდრე მოძებნონ საბაბი რაიმეს საკეთებლად. თუ ვინმე რამეს არ აკეთებს და მხოლოდ ბოდიშს ხდის უშედეგობის გამო, საბოლოოდ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს სტიუაცია.
შეეცადეთ დაუწესოთ საკუთარ თავს რაც შეიძლება მეტი მიზეზის მოძებნა რაიმეს საკეთბლად, ვიდრე უქმად ყოფნის გამართლება ეძებოთ. ეს დაგეხმარებათ წარმატებებისკენ სავალი გზა გაწმინდოთ და სწრაფად მიაღწიოთ მიზანს.

10. ყველა ადამიანი ჰგავს ალმასს
სანამ ალმასი არ დამუშავდება, მანამ ის არ ბზინავს, დამუშავების შემდეგ კი თვალის მომჭრელად ელვარებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მასში დაფარული ბრწყინვალებაა. ყველა ადამიანი დაუმუშავებელ ალმასს ჰგავს. თუ ახლა ისინი არ ბზინავენ, ეს იმიტომ, რომ კარგად დამუშავება აკლიათ.

11. გადაიღეთ კარგი ჩვევები 
ჩვევები – ეს არის წესების ნაკრები, რომელთა მფლობელიც თქვენ შეიძლება გახდეთ იმ შემთხვევაში, თუ ძალისხმევას ჩადებთ. კარგი ჩვევების შეძენის ყველაზე სწრაფი მეთოდი არის იმ ადამიანზე დაკვირვება, რომელიც უკვე ფლობს მათ. საკუთარი ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად, საჭიროა ისეთი ჩვევების შეძენა, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს უნარებს და დაეხმარებიან თქვენს განვითარებას.

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

6 სასარგებლო ჩვევა, რომელიც გაგიაქტიურებთ ფსიქოლოგიურ გამძლეობას

დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ადამიანებად თავისუფლად შეიძლება დავასახელოთ «ზღვის კატები» — აშშ-ს სამხედრო-საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმი. ჟურნალისტმა ნიკოლას კოულმა შეაგროვა რჩევები, რომლებიც ეხმარება სამხედროებს თავი გაართვან მძიმე რეჟიმს. B2P.GE გთავაზობთ სტატიის

Print Friendly, PDF & Email

რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვრო?

1. «მენტალური საუზმე» დილით როცა იღვიძებთ, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ? ის, რაზეც ჩვენ ყოველ დღე ვფიქრობთ გაღვიძებისას, რეალობად იქცევა ჩვენს ცხოვრებაში. თგავაზობთ საკუთარი თავი «კვებოთ» ვიტამინებით, რომელსაც “მენტალური საუზმე” ჰქვია.

Print Friendly, PDF & Email

თქვენს გულწრფელ მადლიერებას სასწაულები შეუძლია!

მხოლოდ გულწრფელ მადლიერებასაც კი შეუძლია მოხდინოს სასწაულები და გადაგადგმევინოთ მთები. აგიმაღლოთ ენერგია და აგიტაცოთ ცხოვრების ისეთ დიდებულ მწვერვალებზე, სადაც ასვლას ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდით. ნათქვამია, იყავი მადლიერი იმის რაც გაქვთ, რათა

Print Friendly, PDF & Email

სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან საავადმყოფოში თქვა

“მე ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალების მიღწევა შევძელი. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება – ეს წარმატების განსახიერებაა. მაგრამ ვაღიარებ, რომ სამსახურის იქით, ცოტა რამ თუ მაბედნიერებს. და საერთოდ, სიმდიდრე – ეს

Print Friendly, PDF & Email

ცხოვრებისეული რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ზოგი ადამიანი უბრალოდ იმისათვის ცხოვრობს, რომ ცხოვრება გალიოს, ზოგი თავისი ცხოვრების ყოველ დღეს ცოდნის ალმასად აქცევს და გამუდმებით ამუშავებს და ხვეწს ამ განძს პრაქტიკითა და გამოცდილებით. ამ სტატიაში თავმოყრილია წარმატებული

Print Friendly, PDF & Email

ჯეკ მა-ს (Alibaba Group) ბიზნეს რჩევები

49 წლის ჯეკ მა, უმხსვილესი ჩინური ინტერნეტ-კომერციული პლატფორმის – Alibaba-ს დამფუძნებელია. მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მსოფლიოს იმ მდიდარი ადამიანების სიაში, ვისი ქონებაც შეადგენს 12 მლრდ აშშ დოლარს. ჯეკ მამ დააარსა

Print Friendly, PDF & Email