კიანუ რივზი: 8 ისტორია ჰოლივუდის ყველაზე კეთილი მსახიობის შესახებ

კიანუ რივზი: 8 ისტორია ჰოლივუდის ყველაზე კეთილი მსახიობის შესახებ

კიანუ რივზი ძალიან განსხვავდება ჰოლივუდის სხვა მსახიობებისგან. მისი მოკრძალებული ცხოვრება და რთული წარსული, უამრავი ჭორის საფუძველი ხდება. თუმცა ერთი რამ ფაქტია— ის შესანიშნავი მსახიობი და არაორდინალური პრიოვნებაა.

B2P.GE-მ გადაწყვიტა შეეგროვებინა ფაქტობრივი ისტორიები ჰოლივუდის ყველაზე იდუმალ მსახიობზე, რომელთა გამოც მან დიდი პატივისცემა დაიმსახურა.

  1. ის პრობლემურ ოჯახში დაიბადა: მამამ მიატოვა, როცა 3 წლის იყო. მოგვიანებით მამა დააპატიმრეს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. დედა ჯერ ავსტრალიაში, შემდეგ აშშ-ში და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ ხნის მანძილზე მას რამოდენიმე მამინაცვალი ჰყავდა. საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის გამო, კიანუს სკოლის გამოცვლაც უწევდა, დისლექსია კი დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო სწავლაში. ბავშვობაში მას ჰოკეისტობა უნდოდა, მაგრამ ტრავმამ ხელი შეუშალა.
  2. მისი შეყვარებული – ჯენიფერ საიმი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მანამდე ცოტა ხნით ადრე მათ შივლი დაკარგეს. მას შემდეგ რივზს არ ჰქონია სერიოზული ურთიერთობები. მისი უახლოესი მეგობარი რივერ ფენიქსი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებით გარდაიცვალა.
  3. ამბობენ, რომ ის უარს ამბობს როლებზე, თუ თვლის, რომ პერსონაჟი ძალიან სასტიკია. თავის დროზე რივზმა უარი თქვა მთავარ როლზე და ჰონორარზე 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობითფილმში – „ეშმაკის ადვოკატი“, მხოლოდ იმის გამო, რომ ალ პაჩინოს ეთამაშა. ცოტა ხნის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ჯონ ჰეკმენის გამო.
  4. რივზის უმცროს დას ლეიკემია ჰქონდა და მან სოლიდური თანხა გაიღო «მატრიცა»-დან აღებული ჰონორარიდან მის სამკურნალოდ და ასევე ლეიკემიასთან ბრძოლის ფონდის დასაფინანსებლად. ეს არატიპიური საქციელია ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ რივზს არ აქვს მდიდრული ნივთები, არ ჰყავს დაცვა, მისი ნახვა ხშირად შეიძლება მეტროში.
  5. ოთხი წლის წინ, თავის დაბადების დღეზე კიანუმ იყიდა კექსი და ყავა, ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მისთვის მილოცვა. ესეც რივზის განმასხვავებელი თვისებაა – ის საკმაოთ თვითირონიულია.
  6. რივზი აბსოლიტურად მშვიდად მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუ საჭიროა ადგილსაც უთმობს სხვას.

  7. ერთხელ, ორი ახალგაზრდა კანონდარღვევით მოხვდა ლოს-ანჯელესის იმ ადგილას, სადაც გაკეთებულია დიდი წარწერა Hollywood – და უკან გზაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ კიანუს სახლის ეზოში, რომელიც იმ დროს უსმენდა «მეტალიკას» და არემონტებდა მოტოციკლს. ახალგაზრდებმა სთხოვეს ესწავლებინა როგორ შეიძლებოდა ქალქში დაბრუნება და ტაქსის გაჩერება. კიანუმ გასასვლელი აჩვენა და ბოდიში მოუხადა, რომ იმ მომენტში არ შეეძლო მათი ქალაქამდე გაყვანა, რადგან დასვრილი იყო.
  8. ასევე გახსოვდეთ მისი სიტყვები: «ფოტომ შეიძლება იმაზე მეტი თქვას, ვიდრე ათასობით სიტყვებმა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იქნება სიმართლე. მე სრულიად ბედნიერი ადამიანი ვარ».
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ