ჰოლანდიაში სიგარეტს აღარ გაყიდიან: მათ უბრალოდ აღარავინ ყიდულობს

ჰოლანდიაში სიგარეტს აღარ გაყიდიან: მათ უბრალოდ აღარავინ ყიდულობს

ნიდერლანდებმა ისევ ყველას აჯობა

გარკვეული პერიოდის წინ მათ განაცხადეს რომ ხურავენ ციხეებს, რადგან  იქ აღარვის  სვამენ. ახლა კი გადაწყვიტეს შეაჩერონ  სიგარეტის რეალიზაცია, რადგან მათ აღარვინ ყიდულობს. NL Times-ის ცნობით,  2022 წლისთვის  ჰოლანდიაში კომპანია Lidl-ს  ფილიალები დაბალი მოთხოვნის გამო მთლიანად უარს გამოუცხადებენ სიგარეტის გაყიდვას.

ბოლო წლების მონაცემებით სიგარეტის გაყიდვის  მკვეთრად შემცირების გამო, სუპერმარკეტები მოგებას ვეღარ ნახულობენ.
,,ჰოლანდიაში შეინიშნება სიგარეტზე უარის თქმის აშკარა ტენდენცია. ჩვენ არ გვინდა შექმნილ სიტუაციას წინააღმდეგობა გავუწიოთ, ამიტომ სიგარეტის გაყიდვაზე უარის თქმა  ჩვენი მხრიდან ლოგიკური ნაბიჯია’’ –განაცხადა კომპანია Lidl-ის წარმომადგენელმა.

ნიდერლანდების სპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროს მდივანმა სიგარეტის გაყიდვის შეწყვეტას მხარი დაუჭირა  და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კომპანია Lidl-ის პოლიტიკას სხვა მაღაზიებიც  გაიზიარებენ.
გერმანიაში არსებული  Lidl -ის საცალო ქსელური მაღაზიები, ჯერ-ჯერობით არ აპირებენ სიგარეტის გაყიდვიდან ამოღებას.
,,ჩვენ მომხმარებლის სურვილის შესაბამისად ვქმნით ასორტიმენტს’’ –განაცხადა გერმანიის ფილიალის პრესმდივანმა.

ბოლო წლების განმავლობაში ნიდერლანდების ხელისუფლებამ   მწეველთა რიცხვის შესამცირებლად გარკვეული ზომები მიიღო. 2008 წლიდან ძალაში შევიდა კანონი კაფეეებსა და ბარებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, სამომავლოდ მთავრობა ღია ადგილებზეც გეგმავს ამ კანონის გავრცელებას. სუპერმარკეტებში კი არ დაიშვება მომხმარებლისთვის  თვალში მოსახვედრ ადგილზე პროდუქციის განთავსება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ნიდერლანდებში მწეველთა რიცხვი  მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს შეადგენს. 2000 წლიდან 2015 წლამდე მწეველთა რიცხვი თითქმის სამჯერ შემცირდა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები

როგორ ვებრძოლოთ საკუთარ მეორე მეს?

ახალი იდეების, გეგმების, ბიზნესის, ცხოვრების ცვლილების და სიახლეების განხორცილებაში ხელს ყველაზე მეტად სიზარმაცე და სტიმულის არ ქონა გვიშლის. როდესაც გვაქვს მიზანი, განვითარდეთ ნებისმიერი მიმართულებით, ყველაზე დიდი დაბრკოლება პირველ რიგში, ვართ

ზოგადი ფსიქოლოგია

ტვინის 12 სტიმულატორი, რომლებიც ყავზე უკეთესია

1. იხტუნავეთ High Point Chiropractic Wellness-ის დამფუძნებელი ირუმ ტახირი თვლის, რომ ხტუნაობა ძალიან სასარგებლოა და თავად ყოველ დღე ხტუნაობს. ასეთი ვარჯიში გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, ააქტიურებს ლიმფურ სისტემას, რაც თავის მხრივ

ბიზნეს რჩევები

მესინჯერში ბიზნეს-ურთიერთობის 5 წესი

მეწარმეებისთვის განკუთვნილი ჟურნალის Entrepreneur-ის რედაქტორმა ჟაკლინ უიტომორმა დაწერა მასალა, რომელშიც აღწერა მესინჯერში მიმოწერის რამოდენიმე წესი ბიზნეს-ურთიერთბისას. უიტმორი დარწმუნებულია, რომ ტექსტური შეტყობინებები წარმოადგენს გაცილებით უფრო «ჩქაროსნულ» ბიზნეს-კომუნიკაციის საშუალებას — ისინი ელ-ფოსტაზე