ჰენრი ნესტლეს ბიოგრაფია
1867 Views

ჰენრი ნესტლეს ბიოგრაფია

ჰენრი ნესტლე – ბავშვების ხელოვნური კვების შემქმნელი და კომპანია Nestle-ს დამფუძნებელი დაიბადა 1814 წლის 10 აგვისტოს, ფრანგი მეშუშის ოჯახში, მეთერთმეტე შვილად. სანამ ჰენრი ფარმაცევტიკას ითვისებდა, მან მინიმუმ ოთხი სამუშაო ადგილი შეიცვალა. 25 წლის ასაკში, როცა სწავლა დაასრულა, ჰენრი ნესტლემ გადაწყვიტა დაფუძნებულიყო შვეიცარიის ქალაქ ვევეიში, სადაც სამუშაოდ აფთიაქში მოეწყო.
maxresdefault

ოთხი წლის მანძილზე ჰენრი საკუთარი ბიზნესის ქონაზე ოცნებობდა. ფორტუნამ მას გაუღიმა 1843 წელს, როცა ფული ისესხა ფრანკფურტში მცხოვრები დეიდისგან. ამ ფულით ნესტლემ იყიდა გადამამუშავებელი წარმოება – ფაბრიკა, საწყობები, მინდვრები და მიწები, ხის სახერხი, ძვლების გადამამუშავებელი პრესი და მცენარეული ზეთის დამამზადებელი მანქანა.

თავდაპირველად ნესტლემ დაალაგა ხილის წვენებისა და ძმრის წარმოება. მოგვიანებით დაიწყო გაზიანი წყლის და ლიმონათის წარმოება. შემდეგ ახალგაზრდა მეწარმეს მოუნდა რაიმე ცხარე დაემატებინა ძმრისთვის და ასე დაიწყო მდოგვის წარმოება. ამ ექსპერიმენტზე არ დასრულებულა. ქიმიაში დაგროვილი ცოდნის გამოყენებით ნესტლემ დაიწყო გაზის წარმოება ქუჩის სანათებისთვის.

60-იანი წლების დასაწყისში პედანტური ჰენრი დაქორწინდა კლემენტინ ემანზე. თუმცა ფრაუ ნესტლეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და დედა ვერ გახდა. სამაგიეროდ კლემენტინი სიამოვნებით უვლიდა იმ ბავშვებს, რომელთა დედებიც მისი ქმრის ფაბრიკაში მუშაობდნენ. სწორედ მან გაამახვილა ჰენრის ყურადღება იმაზე, რომ ჩვილებს ხშირად არ ჰყოფნიდათ დედის რძე.

1860-იან წლებში გამოცდილმა ფარმაცევტმა და ქიმიკოსმა ჰენრი ნესტლემ დაიწყო ექსპერიმენტები ძროხის რძით, ხორბლის ფქვილით და შაქრით. 1867 წელს, შეიქმნა რძის მზა ნაზავი მეძუძური ბავშვებისთვის Farine Lactue Henri Nestle – ფხვნილი, რომელიც ადვილად იხსნებოდა წყალში. გამოგონების პირველი დეგუსტატორი ნესტლეს ფაბრიკაში მომუშავე ქალის ახალშობილი ბავში იყო. ბავშვი ვერ ჭამდა ვერც დედის, ვერც ძროხის და ვერც თხის რძეს. ნესტლეს ფხვნილმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა და ამ გზით მშვენიერი რეკლამაც გაუკეთდა. სიმბოლურად ნესტლემ თავისი პროდუქტის ნიშად აიღო მისივე გვარის თარგმანი, რაც ნიშნავს ჩიტის ბუდეს.
369d6356faeb05124bbbe75f36ddc450

1900-იანების დასაწყისში, კომპანია Nestle მართავდა საკუთარ ქარხანას აშშ-ში, გერმანიასა და ესპანეთში. მალე ხსნად საბავშვო საკვებს დაემატა ევროპაში პირველი შედედებული რძე და პირველი რძიანი შოკოლადი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის კომპანია უკვე აწარმოებდა სხვა ხსნად პროდუქტებსაც: ხსნადი ფხვნილის სასმელს Milo და ფხვნილის ფორმით წარმოებულ რძე-კარაქს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like