40 რამ, რის გამოც მადლობის გადახდა გვავიწყდება მეგობრებისთვის

40 რამ, რის გამოც მადლობის გადახდა გვავიწყდება მეგობრებისთვის

როგორც იქნა დადგა დრო ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ და გავიხსენოთ ის, რის გამოც მადლობის გადახდა გვავიწყდება ჩვენი საუკეთესო მეგობრებისთვის.

მე არ მჭირდება ბევრი მეგობარი, მე მჭირდება მხოლოდ ისინი, ვისშიც შემიძლია დარწმუნებული ვიყო.

როგორც იქნა დადგა დრო ყველაფრის თავის ადგილზე დასალაგებლად:
  1. «მადლობა თქვენ იმისათვის, რომ შეგიძლიათ ცხოვრების ჩვეულებრივი მომენტები დაუვიწყარი გახადოთ». – დიახ, ზოგჯერ ყველაზე ჩვეულებრივი რამ სწორედ თქვენი მეგობრების დამსახურებით ხდება გასაოცარი.
  2. «მადლობა თქვენ იმისათვის, რომ საჭირო მომენტში ყოველთვის ვიღებ თქვენგან ბიძგს». – საუკეთესო მეგობარი ეს არის ადამიანი, რომელიც გეხმარებათ გახდეთ ის, ვინც ყოველთვის გინდოდათ ყოფილიყავით. ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენი გადაუჭრელი მცდელობები აქციოს რაიმე მთლიანობად თავისი სიკეთის, ერთგულების და ერთობლივი მუშაობის წყალობით. ღირს ამის დაფასება, რადგან ის თქვენი მფარველი ანგელოზია.
  3. «მადლობა თქვენ იმისათვის, რომ ყოველთვის სიმართლეს მეუბნებით». – გახსოვდეთ, რომ პატიოსნებამ შესაძლოა ბევრი მეგობარი არ გაგიჩინოთ, მაგრამ ნამდვილ მეგობრებს ნამდვილად გაჩუქებთ. ბევრ ადამიანს ურჩევნია ტკბილი ტყუილი მოისმინოს მწარე სიმართლის ნაცვლად. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სჯობს სიმართლე იცოდეთ, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის და რამდენად დიდი ტკივილიც არ უნდა მოგაყენოთ, ვიდრე მუდმივად სასიამოვნო ტყუილში იცხოვროთ. საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს ყოელთვის მხოლოდ სიმართლეს ეუბნებიან.
  4. «მადლობა თქვენ იმისათვის, რომ ყველაფერს ამბობთ რასაც გრძნობთ». – სამყაროში პრობლემების უმეტესობა გაქრებოდა თუკი ადამიანები ერთმანეთთან საუბარს ისწავლიდნენ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებისა და საყვედურების გამოთქმის ნაცვლად. ამიტომ, ყოველთვის ეცადეთ ღიად ისაუბროთ ახლობელ ადამიანებთან, მაშინაც კი, თუ ეს ადვილი არ არის და უხერხულია.
  5. «მადლობა თქვენ იმისათვის, რომ ყოველთვის მიდიხართ კომპრომისზე». – ნამდვილი მეგობრები აუცილებლად შეგხვდებიან შუაგზაზე. როცა თქვენ რაიმე უთანხმოება გექმნებათ, მეგობრები ყოველთვის მოძებნიან გადაწყვეტილებას, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
  6. «მადლობა თქვენ იმისათვის, რომ ხელს არ უშლით ჩემს ცხოვრებაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან ნაწილს». – ნამდვილი მეგობრობა არასოდეს მოითხოვს თქენგან მხვერპლის გაღებას, ბედნიერების დათმობას ან თქვენთვის სხვა მნიშვნელოვანი ურთიერთობების უგულებელყოფას, ოცნებებზე ან თავმოყვარეობის გრძნობაზე უარის თქმას.
  7. «მადლობა იმისათვის, რომ თანაგრძნობა შეგიძლიათ» – მეგობრების სიკეთემ და თანაგრძნობამ ყოველთვის უნდა შეგახსენოთ, რომ იგივე გრძნობით უნდა უპასუხოთ. როცა «ცუდი დღე» გაქვთ, იმედოვნებთ, რომ გარესამყარო მოგცემთ გარკვეულ «პაუზას» აზრზე მოსასვლელად, ამიტომ თქვენც ისწავლეთ ამ «პაუზის» მიცემა სხვებისთვის და გჯეროდეთ, რომ არასოდეს ინანებთ ამას.
  8. «მადლობა იმისათვის, რომ ასე ხშირად ფიქრობთ ჩემზე» – შეეცადეთ ყოველდღე გამოხატოთ ყურადრების პატარა ჟესტები, რომლებიც თქვენს მეგობრებს დაანახვებენ, რომ ზრუნავთ მათზე. ცოდნა იმისა, რომ ვიზეც თქვენ ფიქრობთ იმ ადამიანსაც ახსოვხართ – ძვირად ფასობს.
  9. «მადლობა იმისათვის, რომ კომპლიმენტებს მეუბნებით» – სასიამოვნოა როცა გაქებენ არა? ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ ახლო მეგობრებს უთხრათ რამდენად მშვენიერები არიან გარეგნულადაც და შინაგანადაც.
  10. «მადლობა იმისათვის, რომ ჩემთვის დროს სულ პოულობთ» – თუ სხვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ხართ, ის თქვენთვის დროს ყოველთვის გამონახავს. აქ არ შეიძლება საუბარი იყოს მოტყუებაზე, მობოდიშებაზე ან შეუსრულებელ დაპირებაზე.
  11. «მადლობა იმისათვის, რომ სრულად არსებობთ ჩემს ცხოვრებაში» – საუკეთესო საჩუქარი, რისი მიცემაც მეგობრებისთვის შეიძლება, არის თქვენი სრული ყურადღება. ეს არის ის, რასაც საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს აძლევენ, როცა ერთად არიან.
  12. «მადლობა იმისათვის, რომ ყოველთვის გრძნობთ როცა რაღაც კარგად არ მაქვს» – ძალიან მნიშვნელოვანია, თუ თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ. ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს განკურნებაში უკვე ტკივილის გაჩენამდე. ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიცნობთ და უყვარხართ (თქვენი საუკეთესო მეგობარი) – შეუძლია დაინახოს ტკივილი თქვენს თვალებში მაშინ, როცა გარშემო ყველა მხოლოდ ღიმილს ხედავს თქვენს სახეზე.
  13. «მადლობა იმისათვის, რომ ყოელთვის ცდილობთ გამიგოთ» – გაცილებით მარტივია ადამიანების განსჯა, ვიდრე მათი გაგება. გაგება მოითხოვს თქენგან კიდევ უფრო მეტ სიკეთეს და მოთმინებას და ეს «კიდევ უფრო მეტი» ყოველთვის ღირს ამად.
  14. «მადლობა იმისათვის, რომ არ მექცევით მიდგომით «მე უკეთ გიცნობთ, ვიდრე შენ საკუთარ თავს». – მეტი რისი თქმა შეიძლება აქ…
  15. «მადლობა იმისათვის, რომ მზად ხართ შეცდეთ» – ზოგჯერ გვიწევს იმის აღიარება, რომ შეცდომა დავუშვით არა იმიტომ, რომ დამნაშავე ვართ, არამედ იმიტომ, რომ მეგობრებთან ურთიერთობას უფრო ვაფასებთ, ვიდრე საკუთარ სიამაყეს.
  16. «მადლობა იმისათვის, რომ მხარს უჭერთ ჩემს გადაწყვეტილებებს» – არ ღირს მათი მოსმენა, ვინც გეუბნებათ როგორ უნდა მოიქცეთ, მოუსმინეთ მათ, ვინც გირჩევთ, რომ საკუთარ გულისთქმას ენდოთ.
  17. «მადლობა იმისათვის, რომ ერთგული რჩებით მაშინაც კი, როცა ერთმანეთისგან შორს ვართ» – ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს მაშინაც არ შორდებიან, როცა დიდი ხნის მანძილზე განშორება უწევთ.
  18. «მადლობა იმისათვის, რომ ჩემს გვერდით ხართ კარგ და მძიმე დღეებშიც» – ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ მძიმე წუთებში, იმსახურებენ თქვენი გამარჯვებების თქვენთან ერთად აღნიშნვნას. სინამდვილეში მე ზოგჯერ მგონია, რომ რთული სიტუაციები იმისთვის გვხვდება, რომ გავიგოთ ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი. ”საუკეთესო მეგობრების” სტატუსს მხოლოდ ის ადამიანები იმსახურებენ, რომლებიც რთულ მომენტში დახმარებას გვიწევენ და ჩვენთან ერთად უხარიათ ბედნიერი წუთების დადგომა.
  19. «მადლობა იმისათვის, რომ გესმით, რომ არ შემიძლია ყოველთვის ძლიერი ვიყო» – ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენ მარტო ვტოვებთ მეგობრებს და ვაძლევთ ”მოწყენის” საშუალებას. მაგრამ: «მე არ შემიძლია შენი მხარდაჭერა ახლა», არ ნიშნავს: «მე შენ არ მიყვარხარ». ეს ნიშნავს, რომ მეც რაღაც დამაბრკოლებელ სიტუაციაში ვარ.
  20. «მადლობა იმისათვის, რომ ჩემთან ერთად ეჯახებით ჩემს პორბლემებს» – საუკეთესო მეგობრები არიან ისინი, ვინც თქვენს პრობლემებს წყვეტს თქვენთან ერთად ზუსტად ისე, როგორც საკუთარს. სწორედ ასეთი მეგობრების წყალობით არ მოგიწევთ ყველაფრის მარტო გადალახვა. საჭირო არ არის იმათი ძებნა, ვინც თქვენს მაგივრად გადაწყვეტს საკითხებს, მოძებნეთ ისინი, ვინც თქვენთან ერთად არის მზად შეეჯახოს პრობლემებს და გადაწყვიტოს ისინი.
  21. «მადლობა იმისათვის, რომ ჩემს გამო მზად ხართ ტყავიდან ამოძვრეთ» – თქვენ არ მოგინდებათ იმ ადამიანზე დროის ხარჯვა, რომელიც თქვენს საზოგადოებაში დროს მხოლოდ მაშინ ატარებს, როცა მას მოესურვება. ეს სულაც არ არის ის, რასაც ნამდვილი მეგობრობა გულისხმობს.
  22. «დიდი მადლობა თქვენი სურვილისთვის, რომ ჩემს გამო იყოთ საჭიროების ადგილას» – ნამდვილი მეგობრობა არ შემოიფარგლება დაპირებებით და ვალდებულებებით. ის, რასაც საუკეთესო მეგობრები აკეთებნ ერთმანეთისთვის, კეთდება იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ.
  23. «მადლობა თქვენი «ქმედითი» საუბრისთვის» – როცა ჩვენ ადამიანებზე ვმსჯელობთ მათი მოქმედების მიხედვით, არასოდეს მოვტყუვდებით მათი სიტყვებით. ნამდვილი მეგობრები უბრალოდ არ ლაპარაკობენ, ისინი ასრულებენ ნათქვამს.
  24. «მადლობა იმისათვის, რომ ყოველთვის დარწმუნებული ხართ ჩემში» – როცა ვიღაცა თქვენში დარწმუნებულია, თქევნ მთების გადატრიალებაც კი შეგიძლიათ.
  25. «მადლობა იმისათვის, რომ მამხნევებთ, როცა დაბრკოლება მაქვს» – სიკეთეს უპასუხეთ სიკეთით. ჩვენს ცხოვრებაში საკმარისად ბევრი კრიტიკოსია. თქვენ იყავით შთამაგონებელი, რადგან წარუმატებლობის შემდეგ გამხნევება გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე საყოველთაო შექება წარმატების შემდეგ. გამოხატეთ მხარდაჭერა. იყავით მეგობარი. მხარი დაუჭირეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. გამონახეთ დრო რომ მათზე იზრუნოთ. შეეცადეთ რომ თქვენმა სიტყვებმა განკურნოს და არ მიაყენოს ჭრილობა.
  26. «მადლობა მზრუნველი სიტყვებისთვის» – ნებისმიერი ახლო ურთიერთობის ბედნიერება განიზომება თითოეული ჩვენგანის ენაზე არსებული იარებით, რომლებიც წლების მანძილზე შეკავებული მწარე სიტყვებისა და რისხვის შეკავებით გაჩნდა.
  27. «მადლობა იმისათვის, რომ მიმიღეთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ» – საუკეთესო მეგობარი არის ის, ვინც იცის თქვენი არსი და უყვარხართ. არ ღირს იმისათვის შეიცვალოთ, რომ ვინმეს მოეწონოთ. დარჩით ის, ვინც ხართ და «თქვენი» ადამიანები შეგიყვარებენ ასეთს.
  28. «მადლობა იმისათვის, რომ მეხმარებით თავი კომფორტულად ვიგრძნო» – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იყავით ადამიანი, რომელთანაც გარშემომყოფები მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობენ თავს და შეუძლიათ იყვნენ ის, ვინც რეალურად არიან.
  29. «მადლობა იმისათვის, რომ მოგწონთ ჩემი კამპანია» – მეგობრული ურთიერთობების დიდი ნაწილი განიცდის ფიასკოს, რადგან დროის ერთად გატარებისას ჩვენ ხშირად მივუთითებთ ერთმანეთის შეცდომებზე იმის მაგივრად, რომ უბრალოდ ვისიამოვნოთ კამპანიით.
  30. «მადლობა იმისათვის, რომ აფასებთ ჩემს დროს» – ნამდვილი მეგობარი ყოველთვის დააფასებს თქვენ დროს. არ ღირს დროის ხარჯვა იმაზე, ვინც თქვენსას არ აფასებს.
  31. «მადლობა იმისათვის, რომ მაგრძნობინებთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი არსებობა თქვენს ცხოვრებაში» – ყველაზე უბრალო და ამასთან უმნიშვნელოვანესია ის, რომ ადამიანს შეუძლია მადლიერების გამოხატვა.
  32. «მადლობა იმისათივს, რომ მხარს მიჭერთ მაშინაც კი, როცა მე პირველ ადგილზე საკუთარ თავს ვაყენებ» – დაიმახსოვრეთ, რომ საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება არ ნიშნავს ეგოისტობას, ეს თვითშეგნებაა, რაც მიუთითებს რომ საკუთარი თავის სიყვარული არ გავიწყდებათ.
  33. «მადლობა იმისთვის, რომ გულახდილად გიყვარვართ» – მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ვიღაც უყვარს ყველაფრის სანაცვლოდ, შეუძლია შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. აჩუქეთ სიყვარული ძვირფას ადამიანებს და იყავით მადლიერი იმისათვის, რომ მათ უყვარხართ.
  34. «მადლობა იმისათვის, რომ მეხმარებით უფრო მეტად მიყვარდეს საკუთარი თავი» – ის, რასაც გასცემთ, სინამდვილეში არის ის, რისი მიცემაც შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის. როცა იმ ადამიანებს, ვინც თქვენთვის ძვირფასია, სიყვარულით ეპყრობით, თქვენ აცნობიერებთ, რომ თავადაც საყვარელი ადამიანი ხართ.
  35. «მადლობა იმ წვრილმანებისთვის, რომლებსაც თქვენ აკეთებთ, მათ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ» – ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. თუ რეალურად გენატრებათ ვინმე, ესეგი თქვენ გენატრებათ რაიმეზე ერთად გაცინება.
  36. «მადლობა იმისათვის, რომ შეგიძლიათ ჩემი პატიება, როცა მე თქვენს გრძნობებს უხეშად ვეხები» – მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ცდილობთ კეთილი და პატიოსანი იყოთ, ზოგჯერ თქვენ ახლობელი ადამიანების გრძნობებს უხეშად ეხებით. სწორედ ამიტომ აუცილებელია მოთმინება და პატიება, ეს უმნიშვნელოვანესი თვისებებია. მოთმინება – ეს არის შესაძლებლობა იმ ადამიანების გასხივოსნების, რომლებიც მაშინაც კი გიყვართ, როცა თქვენი ლამპარი ქრება. ხოლო პატიების ცოდნა ნიშნავს, როცა გულის სიღრმეში გესმით, რომ თქვენს მეგობრებს არანაირად არ უნდოდათ თქვენი წყენინება.
  37. «მადლობა იმისათვის, რომ ჩემი წარსულის გამო არ მადანაშაულებთ და იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია არ იყენებთ ჩემს საწინააღმდეგოდ» – ზოგჯერ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ ურთიერთობებით, თქვენ აუცილებლად უნდა შეურიგდეთ იმ ფაქტებს, რისი გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ზოგჯერ თქვენ ივიწყებთ წარსულს და სიმშვიდეს მოიპოვებთ, ზოგჯერ ამას ვერ ახერხებთ და ცხოვრებას იწამლავთ.
  38. «მადლობა იმისათვის, რომ არ ელით ჩვენი ურთიერთობების უბრალოებას» – კარგი ურთიერთობების მისაღებად საჭიროა მუშაობა; ეს დროს წაიღებს, მოთმინებას მოითხოვს თქვენგან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საჭიროა ორივე მხარისგან სურვილი იმუშაონ კარგი ურთიერთობების მისაღებად.
  39. «მადლობა იმისათვის, რომ განმარტოების საშუალებას და სივრცეს მაძლევთ, როცა ეს მჭირდება» – გახსოვდეთ, რომ სრულიად ნორმალური სურვილია, როცა ადამიანს ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უნდა. უბრალოდ აუცილებელია მარტოობის გამოცდა.
  40. «და დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ხართ ის, ვინც ხართ».

რას დაამატებდით ამ ჩამონათვალს? რისთვის მოუხდიდით მადლობას თქენს მეგობრებს? ველით თქვენს კომენტარებს.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს იმისათვის, რომ ეს სამადლობელი სიტყვები უთხრათ!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ