გრანტ კარდონე: როგორ გავხდეთ მილიონერი ოცდაათი წლის ასაკში?
1598 Views

გრანტ კარდონე: როგორ გავხდეთ მილიონერი ოცდაათი წლის ასაკში?

საერთაშორისო გაყიდვების ექსპერტის გრანტ კარდონეს რჩევები.

ზოგჯერ ადამიანები განიხილავენ გამდიდრების საკთხს. ხოლო თემა, როგორ გავხდეთ მილიონერი ოცდაათი წლის ასაკში, საერთოდ ფანტასტიკურად გამოიყურება.

თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია! 21 წლის ასაკში, კოლეჯის დასრულების შემდეგ, მე ვალებში ვიყავი ჩაფლული, მაგრამ ოცდაათი წლის ასაკში შევძელი გავმხდარიყავი მილიონერი.
წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებიან გაიმეოროთ წარმატების ჩემი გზა.

1. შემოსავლების ზრდა
თანამედროვე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია მშვიდად მიყვე მილიონერის სტატუსს, ანუ ფული დააგროვო. ამიტომ, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კონცენტრაცია შემოსავლების ზრდაზე და ეს ყოველ მომდევნო ნაბიჯზე უნდა გრძელდებოდეს. თავიდან ჩემი შემოსავალი იყო 3 ათასი აშშ დოლარი თვეში, ხოლო 9 წლის შემდეგ გახდა 20 ათასი. დაიწყეთ ფულის მიყოლა, ეს დაგეხმარებათ გააკონტროლოთ შემოსავლები და დაინახოთ შესაძლებლობები.

2. პირველივე წელს მე არ ვიყიდდი მდიდრულ საათს ან ავტომობილს
მანამ, სანამ ჩემი ბიზნესი და ინვესტიციები არ უზრუნველმყოფდნენ რამოდენიმე გარანტირებული შემოსავლის წყაროთი. მაშინაც კი, როცა მილიონერი გავხდი, მე ვიყენებდი ავტომანქანა Toyota Camry-ს. სჯობს კეთილსინდისიერ ბიზნესმენად გაგიცნონ სხვებმა, ვიდრე იმ ნივთებით, რომლებსაც თქვენ ყიდულობთ.

3. დაზოგეთ თანხა არა შესანახად, არამედ იმისათვის, რომ გააკეთოთ ინვესტირება
ერთადერთი, რის გამოც თანხის დაზოგვა ღირს ეს არის ინვესტიციები. დანაზოგი გარანტირებულად დაცულ ანგარიშებზე განათავსეთ. არასოდეს არ გამოიყენოთ ეს ანგარიშები, არც განსაკუთრებული შემთხვევებისას. ეს დაგეხმარებათ ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მეტი თანხა დააგროვოთ. წელიწადში ორჯერ, მე პირადად ვკარგავ დაბანდებულ თანხას, რადგან ზოგჯერ საჭიროა გარისკვაც.

4. თავი აარიდეთ ვალებს, რომლებიც ფულს არ მოგიტანთ
იხელმძღვანელეთ წესით, რომელიც გვასწავლის, რომ არ ავიღოთ კრედიტი, თუ ამით დამატებით ფულს არ ვშოულობთ. როცა მე ვისესხე ფული მანქანისთვის, მესმოდა, რომ ეს გაზრდიდა ჩემ შემოსავალს. მდიდარი ადამიანები ვალს იყენებენ იმისათვის, რომ მოიზიდონ ინვესტიციები და გაზარდონ ფულადი ნაკადი. ღარიბები კი შენაძენებისა და იმ ნივთებისთვის, რაშიც ფულის გადახდა კიდევ უფრო გაამდიდრებს მათ, ვინც უკვე არის მდიდარი.

5. რეალურად გადაწყვიტეთ გამდიდრება
მილიონობით ადამინი ოცნებობს ფინანსურ თავისუფლებაზე, მაგრამ მილიონებს მათგან მხოლოდ ისინი შოულობენ, ვინც ამ თანხის შოვნას პრიორიტეტად გაიხდის. იმისათვის, რომ გახდეთ და დარჩეთ მდიდარი, თქვენ უნდა გაიხადოთ მთავარ მიზნად გამდიდრება. ფული შეიძლება შეადაროთ ეჭვიან საყვარელს. თუ თქვენ მათ აიგნორებთ, ისინიც დაგაიგნორებენ, ან რაც უფრო უარესია, გაგცვლიან სხვაში, ვინც მათ უფრო პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს.

6. ფულს არ სძინავს
ფულმა არ იცის რა არის სამუშაო საათები, განაწესი, სამუშაო გრაფიკი ან დასვენების დღეები. ამიტომ, თქვენთვისაც სჯობს, რომ ეს გაგებები დაივიწყოთ. ფულს უყვარს ისინი, ვისაც დიდი შრომისუნარიანობა გააჩნია. როცა მე 26 წლის ვიყავი, ვმუშაობდი მაღაზიაში, რომელიც იკეტებოდა საღამოს 7 საათზე. მაგრამ ღამის 11 საათზეც შეგეძლოთ ჩემი იქ ნახვა – მე ვაგრძელებდი გაყიდვას. ნუ შეეცდებით გახდეთ ყველაზე ჭკვიანი ან წარმატებული – უბრალოდ დარწმუნდით, რომ სხვებზე მეტს მუშაობთ.

7. სიღარიბეს არ მოაქვს ცხოვრების აზრი
მე ვიყავი ღარიბი და ეს დავძლიე. იყო დრო, როცა ძლივს გამქონდა თავი და ეს ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. განდევნეთ იმაზე ფიქრი, რომ სიღარიბე არც თუ ისე საშიში მდგომარეობაა. როგორც ერთხელ ბილ გეიტსმა თქვა «თუ ღარიბად დაიბადე, ეს შენი ბრალი არ არის. მაგრამ თუ ღარიბად მოკვდი, ამაში მხოლოდ შენ ხარ დამნაშავე».

8. მოძებნეთ მასწავლებელი მილიონერებიდან და ისწავლეთ მისგან
უმეტესობა ჩვენგანი მოდის საშუალო ან დაბალი კლასიდან და ამიტომ იზღუდებიან იდეებსა და სხვა საკითხებში, რაც შესაბამის კლასებს ახასიათებთ. ამის ნაცვლად მე დავიწყე მილიონერების ცხოვრების შესწავლა და კოპირება. მდიდარი ადამიანების უმეტესობა სიამოვნებით უზიარებს სხვებს თავის ცოდნას და გამოცდილებას.

9. აიძულეთ თქვენი ფული იმუშაოს
ინვესტიციები გამდიდრების გზაზე წმინდა გრაალივით არის – თქვენ გაცილებით უფრო მეტი ფული უნდა მიიღოთ დაბანდებული ფულიდან და პროექტებიდან, ვიდრე სამსახურიდან. თუ თქვენ არ გექნებათ დამატებითი შემოსავალი, თქვენ ვერ შეძლებთ სამომავლოდ ინვესტიციების განხორციელებას. მეორე კომპანია, რომელიც მე გავხსენი მოითხოვდა 50 000$-ის ინვესტიციას, ხოლო შემდეგ, ყოველთვიურად მოჰქონდა ამდენივე შემოსავალი 10 წლის მანძილზე. ჩემი მესამე ინვესტიცია იყო უძრავ ქონებაში დაბანდება 350 000$-ის ოდენობით. იმ მომენტისთვის, ეს ჩემი შემოსავლის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა. დღეს ეს ყველაფერი ისევ ჩემი ქონებაა, რომელიც კვლავ აგრძელებს ჩემთვის შემოსავლის მოტანას. ინვესტიცია – ეს ერთადერთი მიზანია შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. თქვენმა ფულმა უნდა იმუშაოს თქვენზე და დაგეხმაროთ წინსვლაში.

10. მიზანში ამოიღეთ პირდაპირ 10 მლნ
ჩემი ყველაზე დიდი ფინანსური შეცდომა იყო ის, რომ არასაკმარისად ამბიციური ვიყავი. მერწმუნეთ, თავიდანვე დაისახეთ მსხვილი მიზნები. ამ პლანეტაზე ფულის უკმარისობა არ არის, არის მხოლოდ ამბიციური ბიზნესმენების უკმარისობა.

გამოიყენეთ ეს 10 ნაბიჯი და ისინი მიგიყვანენ სიმდიდრემდე. თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც გადანაშაულებთ, რომ თქვენი ფინანსური ოცნებები სიხარბით არის გამოწვეული. თავი აარიდეთ სწრაფად გამდიდრების სქემებს, დაიცავით კეთილსინდისიერი ბიზნესის პრინციპი, არასოდეს არ დანებდეთ და ერთხელაც, როცა დასახულ მიზანს მიაღწევთ, მზად იყავით ფინანსური ოცნებების მიღწევაში სხვებსაც დაეხმაროთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like