გრემ ჰილი: როგორ მოვკლათ საკუთარ თავში მომხმარებელი

გრემ ჰილი: როგორ მოვკლათ საკუთარ თავში მომხმარებელი

გრემ ჰილი — მეწარმე, დიზაინერი, უზრუნველყოფილი ადამიანი, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობდა, ჰქონდა ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლიდა რომ ჰქონოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი შთანთქავდა მის დროს და ცხოვრებას.

გთავაზობთ მის ნააზრევს:

მე ვცხოვრობ სტუდიოს ტიპის 39მ2 ფართის ბინაში. ვწევარ გასაშლელ საწოლზე, რომელიც კედელშია ჩაშენებული. მაქვს 6 პერანგი. 10 თასი სალათებისა და სხვა კერძებისთვის. როცა სტუმრები მოდიან სადილად, მე ვშლი დასაკეც მაგიდას. მე არ მაქვს DVD, ხოლო წიგნების მიმდინარე კოლექცია შეადგენს პირველადის 10%-ს.

მე გრძელი გზა გამოვიარე 90-იანების ბოლოდან, როცა წარმატებული ინტერნეტ-სტარტაპი შემომიტრიალდა მომგებიანად და ფულის შოვნის წყარო გახდა. ამის შემდეგ, მე ვიყიდე დიდი სახლი და გავავსე ნივთებით, ელექტრონიკით, საოჯახო ტექნიკით, გაჯეტებით, დავაორგანიზე საკუთარი ავტოპარკი.

მაგრამ როგორღაც ყველაფერმა ამან დაიკავა ჩემი პირადი ცხოვრება, უფრო სწორედ მისი დიდი ნაწილი. ნივთები, რომლებსაც მე ვიყენებდი და ვშთანთქავდი, საბოლოოდ ჩემი შთანთქმის მიზეზი გახდა. მართალია მე არ მაქვს ყველაზე გავრცელებული ცხოვრებისეული სცენარი, რადგან ცოტა ვინმე თუ მდიდრდება 30 წლის ასაკში, მაგრამ ჩემი ნივთებთან ურთიერთქმედების სცენარი – ყველაზე ჩვეულებრივია.

ჩვენ ვცხოვრობთ საქონლის ნაკლებობის პირობებში, ჰიპერმარკეტების, უდიდესი სავაჭრო ცენტრების და სადღეღამისო მაღაზიების სამყაროში. ადამიანებს, პრაქტიკულად ნებისმიერი სოციალური ფენიდან შუძლიათ უზრუნველყონ საკუთარი თავი ნივთებით.

არ არსებობს რაიმე დღესასწაული, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ნივთები გვაბედნიერებს. ფაქტიურად მე საპირისპირო სურათი მაქვს.

მე დამჭირდა 15 წელი იმისათვის, რომ გავთავისუფლებულიყავი ყველა ნივთისგან, რომელბსაც წლების მანძილზე ვაგროვებდი და დამეწყო ფართედ ცხოვრება, უფრო თავისუფლად, უკეთსად და მქონოდა ნაკლები ნივთები.

ყველაფერი დაიწყო 1998 წელს. მე და ჩემმა პარტნიორმა გავყიდეთ ჩვენი კონსალტინგური კომპანია ისეთ ფასად, რომელსაც როგორც მე მეჩვენებოდა მთლი ცხოვრების მანძლზე ვერ გამოვიმუშავებდი.

ასეთი თანხის მიღების შემდეგ მე ვიყიდე 4 სათრთულიანი სახლი, რომელიც მოხმარებისთვის ღია საშუალება იყო, მე ვიყიდე ახალი სექციური დივანი, რამოდენიმე წყვილი სათვალე $300 დოლარად, ტონობით გაჯეტები და 5 ცალი აუდიოფილური CD-ფლეერი. და რა თქმა უნდა შავი Volvo, რომელიც აღჭურვილი იყო ძრავის მუშა მდგომარეობაში დისტანციურად მოყვანის საშუალებით.

მე დავიწყე ახალ კომპანიაზე აქტიური მუშაობა და სახლისთვის დრო საერთოდ არ მრჩებოდა. ამიტომ, მე დავიქირავე ახალგაზრდა ბიჭი, სახელად სევენი, რომელიც როგორც თავად მითხრა კორტნი ლავის ასისტენტად მუშაობდა. ის გახდა ჩემი ასისტენტი ნივთების შეძენის საკითხში. მისი მოვალეობა იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრონიკის და ფურნიტურის მაღაზიებში ფოტოაპარატით სიარული. ის ფოტოებს უღებდა ნივთებს, რომლებიც მისი აზრით გამომადგებოდა, რის შემდეგაც მე ვათვალიერებდი ფოტოებს და ვირჩევდი რომელიმეს შესაძენად.

თუმცა სამომხმარებლო ნარკოტიკმა ძალიან მალე შეწყვიტა ეიფორიის გამოწვევა. მე გავცივდი ყველაფრის მიმართ. ახალი არ მაკმაყოფილებდა და არ იწვევდა ჩემს ინტერესს. მე დავიწყე იმაზე ფიქრი თუ რატომ ხდებოდა ისე, რომ ცხოვრებისეული სიკეთე, რომელსაც სინამდვილეში უნდა გავებედნიერებინე, არ მშველოდა და თავში მხოლოდ განგაშის ზარს სცემდა.

ცხოვრება გართულდა. რამდენი რამეა, რასაც თვალყური უნდა ადევნო. გაზონი, დასუფთავება, ავტომობილი, დაზღვევა, მომსახურება. სევენს ბევრი სამუშაო ჰქონდა და მე მყავდა პერსონალური ასისტენტი ნივთების შეძენის საკითხში? ვის დავემსგავსე?! ჩემი სახლი და ჩემი ნივთები გახდნენ ჩემი ახალი დამსაქმებლები მაშინ, როცა მე არ მქონდა მათთან დასაქმების სურვილი.

ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. მე სამსახური გამოვიცვალე და გადავედი ნიუ-იორკში, დავიქირავე დიდი სახლი, რაც ჩემი, როგორც IT-მეწარმის დადებითი წარმოჩენა იყო. სახლის ნივთებით შევსება იყო საჭირო, რასაც თავის მხრივ ძალისხმევა და დრო სჭირდებოდა. ამასთან ერთად მე მქონდა საკუთარი სახლი სიეტლში. ახლა მე უნდა მეფიქრა ორ სახლზე. როცა მე გადავწყვიტე ნიუ-იორკში დარჩენა, კოლოსალური ძალისხმევა და უამრავი გადაფრენა-გადმოფრენა დამჭირდა იმისათვის, რომ ძველი სახლის საკითხი მომეგვარებინა და გავთავისუფლებულიყავი ყველა იმ ნივთისგან, რომელიც სახლში იყო.

ნათელია, რომ ფულთან დაკავშირებით გამიმართლა, მაგრამ მსგავსი პრობლემები ბევრს აწუხებს.

კვლევა «სახლში ცხოვრება 21-ე საუკუნეში», რომელიც გამოქვეყნდა გასულ წელს, ახდენს 32 საშუალო კლასის ოჯახის ცხოვრების დემონსტრირებას. საკუთარ ქონებაზე ზრუნვის აუცილებლობა გარანტირებულად იწვევს სტრესის ჰორმონის წარმოქმნას. კვლევის თანახმად ოჯახების 75% ვერ ახერხებდა ავტოფარეხში მანქანის დაყენებას, რადგან ის გამოტენილი იყო სხვა ნივთებით.

ნივთების სიყვარული ეხება ჩვენი ცხოვრების ფაქტიურად ყველა ასპექტს. იზრდება სახლების ზომები, მცირდება მაცხოვრებელთა საშუალო რაოდენობა სახლში. 60 წლის მანძილზე ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი სივრცე გაიზარდა 3-ჯერ. საინტერესოა რისთვის? ნუთუ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ნივთები შეინახონ იქ?

რას ვინახავთ ყუთებში, რომელბსაც ბინის გამოცვლისას დავატარებთ? ჩვენ ეს არ ვიცით მანამ, სანამ ამ ყუთებს არ გავხსნით.

საინტერესო ტენდენციაა, თუმცა ის ეხება აშშ-ს. ცნობილია, რომ The Natural Resources Defense Council-ის მონაცემებით საკვების 40%, რომელსაც ამერიკელი ყიდულობს, საბოლოოდ ნაგვის ყუთში იყრება.

ეს გაუმაძღრობა ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ველური მოხმარება შესაძლოა გამოწვეულია ჭარბი წარმოებით, რაც თავის მხრივ აბინძურებს და ანგრევს ჩვენს ეკოსისტემას. ის iPhone-ი, რომელსაც აწარმოებს კომპანია Foxconn-ი — წარმოადგენს მიზეზს, იმ ეკოლოგიური კატასტროფისა, რომელიც ჩინეთის გარკვეულ რაიონებშია. იაფი წარმოება ცუდი შედეგების მომტანია. ნუთი ეს ყველაფერი თქვენ გაბედნიერებთ?

არის კიდევ ერთი მომენტი — სოციალურ-ფსიქოლოგიური. ეს არის ჰალენ ბოდენჰაუზენის დაკვირვებები. ის ილინოისის ჩრდილო-დასავლეთით უნივერსიტეტში ფსიქოლოგად მუშაობს. მისი მოსაზრებით ანომალიური, ანტისაზოგადოებრივი ქცევა პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო მოთხოვნებთან. ტვინის სამომხმარებლო წყობა ერთი და იგივე დონეზე ნეგატიურია ადამიანისთვის, მიუხედავად მისი შემოსავლების რაოდენობისა.

ცხოვრების მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა ოლგასთან შეხვედრის შემდეგ. მასთან ერთად მე საცხოვრებლად გადავედი ბარსელონაში. მის ვიზას ვადა გაუვიდა, ჩვენ ვცხოვრობდით პატარა, მოკრძალებულ ბინაში და ბედნიერები ვიყავით. შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ ესპანეთში აღარაფერი დაგვრჩენია. ჩავალაგეთ ცოტა ტანსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, ნოუთბუქები და გავემგზავრეთ ბანკონში, ბუენოს-აირესში, ტორონტოსა და მსოფლიოს კიდევ ბევრ ადგილას. მე ვაგრძელებდი მუშაობას, მაგრამ ჩემი ოფისი უკვე ნელ-ნელა ჩემს ზურგჩანთაში ეტეოდა. მე თავს ვგრძნობდი თავისუფალ ადამიანად და არ ვდარდობდი მანქანაზე, გაჯეტებზე, რომელბიც სახლში დავტოვე.

ოლგასთან ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. მასში ნაკლები ნივთებია, მე მარტივად ვმოგზაურობ. მე მეტი თავისუფალი დრო და ფული მაქვს.

ინტუიტიურად ჩვენ ვხვდებით, რომ ცხოვრებაში საუკეთესო „ნივთები“ არის ურთიერთობები, გამოცდილება და მიზნების მიღწევა. ისინი არიან ბედნიერი ცხოვრების პროდუქტები.

მე მომწონს მატერიალური ობიექტები. მე ვსწავლობდი დიზაინს, მიყვარს გაჯეტები, ტანსაცმელი და მსგავსი ნივთები. მაგრამ ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ განსაზღვრული მომენტიდან მატერიალური ობიექტების ჩანაცვლება ხდება ემოციური მოთხოვნებით, რომელბსაც თეორიულად ეს ნივთები უნდა აჩენდნენ.

მე ძველებურად მეწარმე ვარ და ახლა დაკავებული ვარ გათვლილი კომპაქტური სახლების შემუშავებით. ეს სახლები იქმნება ისე, რომ ხელი შეუწყონ ჩვენს ცხოვრებას და არა პირიქით. იმ 39 მ2-ის თანახმად, რომელშიც მე ვცხოვრობ, ეს სახლები არ საჭიროებენ ბევრ მასალებს მშენებლობისთვის, დიდ ხარჯებს მათი შენახვა-მომსახურებისთვის და პატრონს საშუალებას აძლევენ იცხოვროს ეკონომიურად.

მე კარგად მძინავს, რადგან ვიცი, რომ არ ვხარჯავ იმაზე მეტ რესურს, ვიდრე მჭირდება. მე ნაკლები ნივთები მაქვს, მაგრამ მეტ სიამოვნებას ვიღებ, რადგან ნაკლები ადგილი მაქვს და მეტი ცხოვრება.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ