როგორ შეიძლება 2017 წელს დაეხმაროს თქვენს ბიზნესს Google-ის გამოცდილებამ
1041 Views

როგორ შეიძლება 2017 წელს დაეხმაროს თქვენს ბიზნესს Google-ის გამოცდილებამ

რატომ არის Google-ი ლეგენდა პროდუქტიულობასა და კრეატიულობაში? მაგია არაფერ შუაშია! Google-ის “ევანგელისტი” გოპი კალაილი ასახელებს კომპანიის ინოვაციის ცხრა ძირითად პრინციპს:

1. ინოვაცია იბადება ყველგან
ის შეიძლება სწრაფად გაჩნდეს, ნებისმიერ ადგილას და დროს წარმოიშვას ან იქედან და იმ დროს მოვიდეს, როცა ყველაზე ნაკლებად ელით. მაგალითად, Google-ის ერთ-ერთი ექიმი მოითხოვდა იმ ადამიანების მორალური პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, რომლებსაც ინფორმაციის სახით სისტემაში შემდეგი მოთხოვნა შეჰყავდათ: «როგორ ჩავიდინოთ თვითმკვლელობა». ექიმმა კომპანიას შესთავაზა, რომ თუ სისტემა მსგავს საძიებო მოთხოვნას მიიღებდა, მომხმარებელს ძიების შედეგში თვითმკვლელობების აღმკვეთი სპეციალური სამსახურის ცხელი ხაზის ნომერი მაინც დაენახა. ამ ფუნქციის სისტემაში შეყვანის შემდეგ ცხელ ხაზზე ზარების განხორციელების რაოდენობა გაიზარდა 9%-ით და ეს გადაწყვეტილება ბევრ სხვა ქვეყანაში გავრცელდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინოვაციური გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სოციალური პასუხისმგებლობის ფონეზე.

2. მომხმარებელი უპირველეს ყოვლისა
პირველ რიგში მომართული უნდა იყოთ მომხმარებლის დაკმაყოფილებაზე და არა ფულის გამომუშავებაზე. კომპანია Google-მა შეიმუშავა პრედიქტიული ძიება, ანუ მინიშნებები საძიებო წინადადებისთვის: შედეგები ჩნდება ჯერ კიდევ მაშინ, როცა მომხმარებელს სისტემაში სიტყვათა ნაწილი აქვს შეყვანილი წინადადებიდან. Google-ის გაყიდვების მენეჯერები განიცდიდნენ, რომ ამის გამო მომხმარებლები ნაკლებ სარეკლამო ინფორმაციას დაინახავდნენ, მაგრამ კომპანიამ მაინც რისკზე წასვლა გადაწყვიტა. რა მიიღეს შედეგად? ამ ოპციის წყალობით Google-ი კაცობრიობას წელიწადში დაახლოებით 5 ათას წელს უზოგავს. «შეუქმენით უნიკალური შესაძლებლობები მომხმარებლებს და ფული თავად გიპოვით» – აცხადებს კალაილი. Google-ის შემთხვევაში ინოვაციამ ძიება გახადა უფრო მოხერხებული და შესაბამისად უფრო მოთხოვნადიც.

3. გახდით ათჯერ უკეთესი
თუ ინოვაციურ პროექტს იმ იდეით უდგებით, რომ რაიმე საკითხი გამოასწოროთ 10%-ით, მაშინ ცვლილებებსაც ასეთივე უმნიშვნელოს მიიღებთ. მაგრამ თუ რადიკალური ცვლილებები გსურთ, «დაუმიზნეთ» 10-ჯერ უფრო გამოსწორებას. 2004 წელს, კომპანია Google-მა დაიწყო პროექტი სახელწოდებით – Books, რომლის მიზანი იყო კაცობრიობის ისტორიის მანძილზე გამოცემული ყველა წიგნის გაელექტრონულება. Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა გამოიგონა სკანერი, რომლითაც წიგნების სკანირება საკმაოდ შრომატევადი იყო და ადამიანის აქტიურ ჩარევას მოითხოვდა – გვერდებს გადაბრუნება სჭირდებოდა იმ რითმის მიხედვით, რომელსაც ქმნიდა მეტრონომი. დღეისათვის Google-ს უკვე 30 მლნ წიგნი აქვს დასკანერებული. მსოფლიოს ბიბლიოთეკები მზად არიან მიაწოდონ წიგნები Google-ს და ეს პროექტი რეალურად გლობალური გახდა.

4. დაეყრდენით შინაგან შესაძლებლობებს
ყველა კომპანიაში არსებობს შიდა შესაძლებლობები, რომლებზე ფსონის დადებით კომპანიამ შესაძლოა წარმატებას მიაღწიოს. Google-ის ინჟინრები, რომლებიც ავტო-ინჟინრები სულაც არ არიან, დაფიქრდნენ მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომანქანის შექმნაზე მას შემდეგ, რაც განსაზღვრეს ადამიანური ფაქტორის მნიშვნელობა ავარიებში. ახალი პროექტი კომპანიაში შემუშავებულ ისეთ პროექტებს ეყრდნობოდა, როგორიცა Google Maps, Google Earth და Street View. საკუთარ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, Google-ის ინჟინრებმა შექმნეს ინოვაციურ-ექსპერიმენტალური მოდელი, რომელმაც გამოცდა უკვე გაიარა და დაეხმარება უსინათლო ადამიანებს უფრო მობილური გახდნენ.

5. ყოველთვის განაახლეთ პროდუქტი
ყოველთვის მზად იყავით პროდუქტის განახლებისთვის და არასოდეს გაჩერდეთ მიღწეულზე. როცა 2008-ში Google-ს ბაზარზე Chrome ბრაუზერი გამოჰქონდა, ის ახდენდა პროდუქტის განახლებასა და გაუმჯობესებას ექვს თვეში ერთხელ. შედეგად Chrome ახლა წარმოადგენს №1 ბრაუზერს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. «თავიდან თქვენი პროდუქტი შეიძლება არასრულფასოვანი იყოს, მაგრამ თუ მომხმარებლებს დაუჯერებთ, ისინი დაგეხმარებიან ინოვაციის დახვეწაში», – აცხადებს კალაილი.

6. დროის 20% მიეცით თანამშრომლებს
Google-ი თავის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს სამუშაო დროის დაახლოებით 20% საკუთარ ინოვაციურ პროექტებზე დახარჯონ, მაშინაც კი, თუ ამ პროექტებს საერთო არაფერი აქვთ Google-ის მთავარ მიმართულებებთან. კვირაში ერთხელ, Google-ის ინჟინრებს და მენეჯერებს საშუალება აქვთ დრო დაუთმონ საკუთარ პროექტებს. ერთ-ერთი ინოვატორი, რომელიც ესპანეთში დასასვენებლად წასვლას გეგმავდა, წუხდა იმაზე, რომ ვერ შეძლო იმ სასტუმროს ფოტოს მიღება, რომელშიც აპირებდა გაჩერებას, მხოლოდ იმის გამო, რომ შენობა ძალიან ვიწრო ქუჩაზე მდებარეობდა, სადაც მანქანა ვერ გაივლიდა. გამომგონებელმა თავისი თავისუფალი დრო დახარჯა ისეთი კამერის შექმნაზე, რომლის მიმაგრება შესაძლებელი იქნებოდა სპეციალურ სამთვლიან ველოსიპედზე, რომელიც ისეთ ვიწრო ქუჩებში გაივლიდა, სადაც მანქანები ვერ დადიან.

7. სამუშაო პროცესი უნდა იყოს ღია
სამუშაო პროცესი ღია უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის. კოლექტიური ენერგია შესანიშნავი ინოვაციური იდეების წარმოქმნის კარგი საშუალებაა. როცა Google-ი ამუშავებდა Android-ის პლატფორმას, კომპანიას არ დაუქირავებია მსოფლიოს საუკეთესო გამომგონებლები, მან უბრალოდ გახსნა პლატფორმა და პროგრამისტებს საშუალება მისცა ეკეთებინათ თავიანთი  აპლიკაციები. შედეგად, ამ პლატფორმის სერვისით 1 მლრდ-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

8. ნუ შეგეშინდებათ წარუმატებლობის
წარუმატებლობის გამო დასჯა არ შეიძლება. თუ რამე არ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარის ძალისხმევას არ დებთ საქმეში. ჩვეულებრივ, წარუმატებლობის შემთხვევაში Google-ი არ შლის სერვისს, ის ყოფს მას შემადგენელ ნაწილებად და ახდენს მათ ინტეგრირებას სხვა პროდუქტებში.

9. მოახდინეთ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი მიზნების ფორმულირება
«ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. Google-ის თანამშრომლებს აქვთ საერთო მისიის ღრმა გაგება. ჩვენ გვჯერა, რომ  მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ» – აცხადებს კალაილი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like