გჯეროდეს შენი მითების,ოცნებების და ზღაპრების

გჯეროდეს შენი მითების,ოცნებების და ზღაპრების

დარწმუნებული ვარ დღევანდელი ჩემი სტატია ძალიან საინტერესო იქნება შენთვის.ყველა მნიშვნელოვან საქმეს დროებით გვერდზე გადადებ,გაიმზადებ ფინჯან ყავას და სტატიის კითხვას როდესაც დაასრულებ დაუყონებლივ გააზიარებ მას სოციალურ ქსელში.

ადრეც დავწერე,ძალიან მიყვარს ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება – ეს პროცესი უამრავ იდეას ბადებს ჩემში და მრავალჯერ მეწვევა კიდეც შთაგონება.დღევანდელი სტატიის თემა კი ყველა იმ ადამიანს ეხება,რომლებიც საყვარელ საქმეს ემსახურებიან,უყვართ ის რასაც აკეთებენ, მაგრამ ვერ გრძნობენ  გარშემომყოფების მხარდაჭერას.

სხვები ფიქრობენ რომ  ჩვენი საქმიანობა  უმნიშვნელო და სასაცილოა,ნუ გაებმები მათ მიერ დაგებულ იმედგაცურების მახეში.გახსოვდეს საქმე,რომელსაც სიყვარულით ემსახურები არის შენი წარმატების  გარანტია! გააგრძელე მუშაობა! იყავი შემართებით და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას!

სამწუხაროდ ადამიანებს გვიჭირს გარშემომყოფებში ნიჭის და წარმატების შემჩნევა. ძალიან რთულია  გაიზიარო სხვისი წარმატება, როდესაც თავად არ გაქვს არანაირი პრესპექტივა.არ გაქვს საყვარელი საქმე და მიზანი. შენ თვალებს ხუჭავ იმ წარმატების გამო,რომელსაც შენმა მეგობარმა მიაღწია და ხშირად დასცინი კიდეც მას   ოცნებების გამო.

გახსოვდეს ნიჭი და უნარი,საქმე და ცოდნა,რომელიც ნაპერწკალივით კიაფობს შენს გულში და ხელებში არის შენი სულის ნაწილი.შენ ვალდებული ხარ გააღვივო ის და აიხდინო ოცნებები. ოცნებების რეალიზება კი მხოლოდ საკუთარ თავს მიანდე.შენი ნიჭი არის  განძი,რომელიც გულით დაგაქვს,რომელიც გავსებს ბედნიერებით და მოტივაციით.ამას გულით გრძნობ,ამიტომ ნუ დაავალდებულებ სხვებს გაიზიარონ შენი შესაძლებლობების   და ოცნებების ძალა.

იბრძოლე და ეს ნაპერწკლები აქციე ალმასებად.ვალდებული ხარ ასე მოიქცე,რადგან საკუთარი თავის ძალას მხოლოდ შენ გრძნობ.გარშემომყოფები ამას მხოლოდ მას შემდეგ დააფასებენ,როდესაც საბოლოოდ გაიკვალავ გზას და წარმატების მწვერვალზე ახვალ!

ასე რომ გჯეროდეს საკუთარი თავის. შენი მითების და ოცნებების! გჯეროდეს საკუთარი ზღაპრების,რადგან ნაპერწკლებს,რომლებიც ჩვენი წარმატების გარანტიად უნდა იქცეს მხოლოდ ჩვენ ვგრნობთ.ეს ის ნაპერწკლებია,რომლებსაც ბავშვობიდან ვუფრთხილდებით, და თუ ძალა შეგვწევს, ოცნებებს ვასხამთ ფრთებს და ვაღწევთ წარმატებას!

გისურვებთ წარმატებებს

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სასიცოცხლო ძალების მომცემი 25 რჩევა სტივენ კინგისგან

სტივენ კინგი — არამარტო ცოცხალი ლეგენდაა, არამედ ის არის ადამიანი, რომელმაც შეძლო მავნე ჩვევების დაძლევა და ფსკერიდან ზედაპირზე ამოსვლა. აქედან გამომდინარე, მისი ნდობა შეიძლება, მითუმეტეს მაშინ, როცა ის მთელი ცხოვრება იკვლევდა

10 მცნება რკინის დისციპლინისთვის

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სრული წარმატებისთვის უმაღლესი განათლება, კარგი კონტაქტები ან საბანკო ანგარიშზე თანხა არ გყოფნით, იცოდეთ, რომ ცდებით! თქვენ არ გყოფნით დისციპლინა. თუ თქვენ გინდათ, რომ განვითარებაში კვანტური ნახტომი

12 უნივერსალური ჭეშმარიტება, რომლებიც შეცვლიან თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ

1. ყველაფერი – აბსოლიტურად ყველაფერი – რისი მიღწევაც გსურთ, იწეყება ერთი აზრისგან… გამოყავით საკუთარი თავისთვის დრო, მიეცით უფლება საკუთარ თავს იოცნებოთ, რაიმე წარმოიდგინოთ. გვერდით გადადეთ რეალობის შეგრძნება და პრაგმატული ფიქრები

12 მიზეზეი იმისა, თუ რატომ არ უნდა დავნებდეთ არასოდეს!

გააკარით კედელზე და გადახედეთ ყოველთვის, როცა მოტივაცია დაგჭირდებათ. 1. სანამ ცოცხალი ხართ ყველაფერი შესაძლებელია ერთად-ერთი გასამართლებელი მიზეზი, რის გამოც თქვენ შეიძლება დანებდეთ, ეს არის სიკვდილი. მანამ, სანმ ცოცხალი, ჯანმრთელი და

თუ გსურთ, რომ მამაკაცი პატივს გცემდეთ, მოიქეცით ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ 9 მაგალითშია მითითებული

ბევრს წერენ მამაკაცებზე, რომლებიც არ აფასებენ თავაიანთ მეორე ნახევრებს და სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგმა კაცმა მართლა არ იცის პატივისცემის გამოხატვა ქალის მიმართ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია თავაზიანი ქცევის

როგორ ვაქციოთ ქმარი მილიონერად: 5 ძირითადი წესი

1. გჯეროდეთ ქმრის გჯეროდეთ ქმრის გულწრფელად და მთელი სულით. დაივიწყეთ წყენა. მართალია, ზოგჯერ რთულია საკუთარ თავს გადააბიჯო, რადგან ქორწინების მანძილზე წყენა გროვდება, მაგრამ მაინც… ქმრისადმი უპირობო სიყვარული და რწმენა –