ღირსეული ადამიანები ამას არასოდეს აკეთებენ!

ღირსეული ადამიანები ამას არასოდეს აკეთებენ!

ბევრმა ჩვენგანმა გააცნობიერა, რომ გარდატეხების ამ უდიდეს პერიოდში ჩვენ კარდინალურად უნდა შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება. ეს მოითხოვს სიმამაცეს, გულახდილობასა და გამჭვირვალობას იმისათვის, რომ შევძლოთ ტრანსფორმირება ჩვენს უმაღლეს „მე“-ში. თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ და პატივს სცემთ საკუთარ თავს, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდენ ქვემოთ მოყვანილ არცერთ ტოქსიკურ ქცევას:

1. სხვების დაკმაყოფილება
თქვენ უბრალოდ უნდა აკეთოთ ის, რაც გაბედნიერებთ და იცხოვროთ საკუთარი შეგრძნებებით. დაივიწყეთ სხვების დარწმუნების მცდელობები. ეს ყველაფერი მხოლოდ დიდ დროს წაგართმევთ და ათასობით მიზეზს გაგიჩენთ იმისათვის, რომ საკუთარი გულისცემას არ მიყვეთ. თქვენ უნდა ამაღლდეთ სხვების აზრებზე და გააკეთოთ ის, რაც გინდათ. ნებისმიერი ღირსეული ადამიანი საკუთარ აზრს სხვების აზრზე მეტად აფასებს».

2. ნეგატიური შეხედულება
თუ გინდათ, რომ თქვენი რეალობა უფრო პოზიტიური და ენერგიული იყოს, მაშინ თქვენი ფიქრები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს სურვილებს. თუ საკუთარ თავზე ნეგატიური წარმოდგენა გაქვთ, სამყაროც ნაცრისფერი და დამთრგუნველი იქნება. თუკი პოზიტიურად ხართ განწყობილი საკუთარი თავის მიმართ, თქვენ დაინახავთ უსასრულო შესაძლებლობებს და ნეტარებას ყველგან, საითაც გაიხედავთ. ღირსეულ ადამიანებს საკუთარი თავი უყვართ და კვებავენ პოზიტიური აზრებით, ურთიერთბებით, კარიერით და მიზნებით.

3. პაუზა განვითარებისას
«კომფორტის ზონა — მშვენიერი ადგილია, მაგრამ იქ არასოდეს არაფერი იზრდება…»
თუ გარშემო მიმოიხედავთ, სამყარო საკმაოდ საშიშ ადგილად გამოიყურება და ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას დარჩეს საკუთარი უსაფრთხოების ქსელში რაც შეიძლება დიდხანს იმისათვის, რომ თავი აარიდონ უსიამოვნებებს. თუმცა, თქვენ პიროვნულად ვერ გაიზრდებით, თუ სიახლეებს არ გამოცდით. ადამიანებს, ვინც პატივს სცემს საკუთარ თავს, უყვართ საზღვრების გაფართოვება იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ, რომ მაქსიმალურად შეძლონ პიროვნულად განვითარება.

4. დამორჩილება
და ისევ, თქვენ განვითარდებით და გაიზრდებით პიროვნულად, თუ ფარას მიყვებით. იმისათვის, რომ ცხოვრებაში რეალურად მიაღწიოთ წინსვლას და წარმატებას, უნდა მიყვეთ თქვენ გზას და სხვების დაღლილი აზრების ნაცვლად ისწავლოთ საკუთარი ინსტინქტების ნდობა! ისწავლეთ კომფორტულად თავის გრძნობა საკუთარ კანში, რეალურად ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მალევე ნახავთ, რომ თქვენთვის ახალი სამყარო გაიხსნება.

5. აუტანელ სამსახურში ყოფნა
სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ასრულებს ისეთ საქმიანობას, რომელსაც ვერ იტანს და იმიტომ, რომ შეძლოს საკუთარი ფინანსური ვალდებულებების დაფარვა. თუმცა არ შეიძლება ამის გამო დაითრგუნოთ, აუცილებლად უნდა მოძებნოთ სხვა საქმიანობა, რომელიც თქვენ შინაგან მოთხოვნებთან და მოწოდებასთან უფრო ახლოს არის. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ, უფრო ღრმად შედიან საკუთარ სურვილებში იმისათვის, რომ მიიღნ ისეთი საქმე, რომლის კეთებაც უნდათ, შემდეგ კი მიყვებიან მას.

მართალია ზოგჯერ მთელი ძალ-ღონით უნდა მოინდომოთ, მაგრამ თავმოყვარე ადამიანი საბოლოოდ მაინც დატოვებს აუტანელ სამსახურს, რომელიც არანაირად არ შეეფერება მის ფსიქიკურ და ემოციურ განწყობებს და მოძებნის მისთვის მისაღებ საქმიანობას.

6. ჯანმრთელობის იგნორი
ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი ჯანმრთელობას პირველ ადგილზე აყენებს, რადგან მათ იციან, რომ ამის გარეშე ვერ შეძლებენ ცხოვრებით სრულყოფილ ტკბობას და თავისი საუკეთესო „მე“-ს პოვნას.

7. ურთიერთობების მართვა
თუ თქვენ გყავთ მეგობრები ან პარტნიორი, რომელიც ცდილობს გიკარნახოთ ცხოვრების ყველა ასპექტი, ამან აუცილებლად უნდა გამოიწვიოს თქვენი შეშფოთება და განგაშის სიგნალი აგიმუშაოთ თავში. თქვენ არასოდეს არ უნდა მოითმინოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვისაც სურს აკონტროლოს და მანიპულაცია მოახდინოს თქვენი ურთიერთობებით.

თქვენ იმსახურებთ მეგობრულ და ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას, შინაგან განწყობას და გაიძულებთ გაიზარდოთ და განვითარდეთ პიროვნულად.

მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ვინმე ცხოვრებაში უფრო მეტად იმედს გიცრუებთ, ვიდრე სტიმულს გაძლევთ, მოიშორეთ თავიდან. თავმოყვარე ადამიანები არავის მისცემენ საკთარი ცხოვრების გაკონტროლების უფლებას.

ამავდროულად, ნუ იქნებით ზედმეტად თავმოყვარე, პატივი ეცით სხვა ადამიანის აზრს, მაგრამ გააკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like