ღირს თუ არა დაეხმაროთ კოლეგებს სამსახურში?
806 Views

ღირს თუ არა დაეხმაროთ კოლეგებს სამსახურში?

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს უანგაროდ გაწეულ დახმარებას დღევანდელ კორპორატიულ რეალობაში?

დადებითი მხარეები:
№1 – ფსიქოთერაპევტული ეფექტი, ან თანამონაწილეობით მიღებული სიხარული. კოლეგისთვის დახმარების ხელის გაწვას, რომელიც მიმართულია საერთო საქმის შესრულებისკენ ნამდვილად აქვს ფსიქოთერაპიული ეფექტი. ის ვინც დახმარების ხელს აწვდის, განიცდის თავის საჭიროებას და მნიშვნელობას – რის გარეშეც დიდხანს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ძლებს. ის, ვინც დახმარებას იღებს, თავისუფლდება მარტოობის გრძნობისგან და განიცდის სიხარულს, გრძნობს მზრუნველობას, გულთბილ დამოკიდებულებას.

№2 – ადამიანისთვის დროული და ქმედითი დახმარების გაწევა თქვენ წარმოგაჩენთ, როგორც ნიჭიერ სპეციალიტს და აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს, ხელს შეუწყობს სამსახურში თქვენს დაწინაურებას.

№3 – მნიშვნელობა არ აქვს გაწეული დახმარებისათვის დაგაჯილდოვებენ თუ არა, ამით თქვენ ისედაც კარგ საქმეს აკეთებთ, უნდა იფიქროთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებისას თქვენც გაიგებთ ბევრ ახალ საკითხს, გაერკვევით და გამოცდილებას შეიძენთ, რომელიც შეიძლება ძალიან გამოგადგეთ მომავალში. ამიტომ ნუ დაგზარდებათ მსგავსი დახმარების გაწევა – თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი თავისთვის ზრუნავთ.

უარყოფითი მხარეები:

1. თქვენ გამოსადეგი ხართ მთელი კომპანიისთვი, მაგრამ არის კი ეს გამოადეგი თქვენთვის? უნდა გაიგოთ, რომ ყველა ხელმძღვანელს სჭირდება მცოდნე და გამოცდილი თანამშრომელი, რომელბსაც შეუძლიათ ოპერატიულად და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ სხვადასხვა პრობლემები. მაგრმ ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ყველაფრისთვის ზედმეტი ანაზღაურების გაღება არავის არ აწყობს.

ამიტომ, ორი სიტუაციიდან, როცა თქვენი ხელმძღვანელობა აღნიშნავს თქვენს ალტრუიზმს, ცოდნას და გამოცდილებას და როცა ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა იყოს, თვლიან, რომ თქვენი სამსახურში აყვანითაც ძალიან ბევრი გაგიკეთეს, სწორედ ბოლო ვარიანტი ყველაზე ხშირად გავრცელებულია და თქვენ გმართებთ ასეთ სიტუაციაში დიპლომატიურად მიუდგეთ საკითხს და აგრძნობინოთ ხელმძღვანელობას, რომ საკუთარი თავის ფასი იცით და ის რამდენადმე მაღალია იმაზე, როგორც მათ შეგაფასეს – რა თქმა უნდა თუ ეს გაღელვებთ… თუ არადა გააგრძელეთ გამოუცდელი კოლეგების დახმარება და ნუ დაელოდებით დამატებით კომპენსაციებს, დაწინაურებას და ა.შ.

2. უმადურობა – ადამიანის მეორე ნატურა. გავრცელებულია ისეთი სიტუაციები, როცა კოლეგები, რომლებსაც თქვენ სრულიად უანგაროდ ეხმარებით, უკვე მესამე ჯერზე იწყებენ ფიქრს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, რომ თქვენ კი არ ეხმარებით მათ, არამედ ეს თქვენი მოვალეობაა და რაც ყველაზე ცუდია, შეიძლება თქვენით მანიპულირება დაიწყონ. ასეთებს პირადპირ უნდა გააგებინოთ, რომ მათი დახმარება თქვენი მოვალეობა კი არა, თქვენი ალტრუიზმია.

და კიდევ რამოდენიმე რჩევა:
საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოიჩინეთ კოლეგიალობა და დაეხმარეთ სხვებს, მაგრამ ეს ისე გააკეთეთ, რომ ადამიანებს აგრძნობინოთ – ეს თქვენი მოვალეობა არ არის. ნუ მისცემთ ვინმეს საშუალებას თქვენით იმანიპულირონ.

გახსოვდეთ, რომ ყოველი გაწეული დახმარება ეს არის სიკეთე, რომელსაც თქვენ აკეთებთ და წყალში ყრით – ნურასოდეს გექნებათ მოლოდინი, რომ თქვენც ასე დაგეხმარებიან.

ზუსტად იცოდეთ რატომ ეხმარებით კოლეგებს – იმისათვის, რომ ხელმძღვანელობამ შეგამჩნიოთ და დაგაწინაუროთ, თუ უბრალოდ, როგორც ადამიანი ადამიანს?

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like