გინდა, რომ ყოველთვის გაგიმართლოს?
1368 Views

გინდა, რომ ყოველთვის გაგიმართლოს?

1 წარმატების ფაქტორი: მკაფიოობა
მკაფიოობა აღნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად იცით რა გინდათ. ის არის წარმატების– 80% და გამართლების უმთავრესი ფაქტორი. ყველა წარმატებულ ადამიანს მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი რა უნდათ და რისი გაკეთება არის საჭირო სასურველის მისაღებად.
წარუმატებელ, უმიზნო ადამიანს, როგორც წესი, წარმოდგენაც კი არ აქვს რა უნდა ცხოვრებაში.

2 წარმატების ფაქტორი: საქმიანობა

საქმიანობა ვლინდება საქმის რაოდენობით, რომლებსაც თქვენ ცხოვრებაში ანხორციელებთ. როცა ბევრ საქმეს აკეთებთ, იზრდება იმის ალბათობა, რომ ზოგ რამეს სწორად გააკეთებთ, სწორ დროს, სწორი მიმართულებით.
მაგალითად, თუ თქვენ ისვრით ბურთს კალათში ბევრჯერ, იზრდება იმის შანსი, რომ რომელიმე სროლაზე აუცილებლად ჩააგდებთ.

3 წარმატების ფაქტორი: ენერგეტიკა
ენერგია წარმატების გასაღებია. როცა ხედავ, რამდენი რამის კეთებას ასწრებენ წარმატებული ადამიანები, გეჩვენება, რომ მათ უფრო მეტი ენერგია აქვთ, ვიდრე სხვებს. ისინი უფრო მეტხანს მუშაობენ, საღამოს საათებშიც კი. გარდა ამისა, მათ რჩებათ ენერგია სწავლისთვისაც. ისინი ახდენენ დროის ინვესტირებას საკუთარ განვითარებაში, ბიზნესისა და კარიერის განვითარებაში.
ექიმ ტომას სტენლის გამოკვლევლის მიხედვით, რომლის დროს მოხდა 2500 მილიონერის გამოკითხვა, აღმოჩნდა, რომ მათი 84% ფინანსურად დამოუკიდებელი გახდა დიდი შრომისა და დისციპლინის წყალობით. ასევე მილიონერებმა აღნიშნეს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ისინი მზად იყვნენ ემუშავათ უფრო მეტი, ვიდრე მათ გარშემო არსებულ ადამიანებს.

4 წარმატების ფაქტორი: პიროვნება
ადამიანის პიროვნებას ასევე ასახელებენ წარმატების უმთავრეს ფაქტორთა შორის. ყველა წარმატებულ ადამიანს ერთი საერთო ნიშანი აქვს. ისინი, როგორც წესი, პოზიტიურები და ოპტიმისტები არიან. მათ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა სხვა ადამიანებთან. მათ ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ სვადასხვა სფეროებში.

5 წარმატების ფაქტორი: კეთილსინდისიერება
კეთილსინდისიერება და პატიოსნება წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნად და პატივსაცემ თვისებებს ბიზნესში. ჩვენ ყველას გვინდა ვიმეგობროთ და ბიზნესით დავკავდეთ ისეთ ადამიანებთან, ვისაც ვენდობით.

6 წარმატების ფაქტორი: შეუპოვრობა
შეუპოვრობა – ეს არის თვისება, რომელიც გამოარჩევს წარმატებულ ადამიანს ყველა დანარჩენისგან. როცა შეუპოვარი ხართ, მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ მიზნებს მიაღწიოთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like