გენიალური წერილი დედისგან
1475 Views

გენიალური წერილი დედისგან

«ჩემო ბიჭო!
თუ ახლა ამ ფურცელს კითხულობ, ეს ნიშნავს, რომ შენ როგორც იქნა ინტერნეტი აღარ გაქვს. არ გაბედო პროვაიდერთან დარეკვა ან ბრაუზერის ხელსაწყოებში ქექვა.
შენ შემდეგი რამ უნდა გააკეთო:

გადი კუთხის აფთიაქში და ბაბუას წამალი უყიდე — რეცეპტი შემოსასვლელში დევს, სარკის ქვეშ კარადაზე. გარდა ამისა, შეიარე სუპერმარკეტში – იყიდე 2 ც 1,5%-იანი რძე, დაჭრილი პური და ერთი კოლოფი ჩაი. ხილ-ბოსტნეულში, რომელიც იქვეა, რამოდენიმე კილოგრამი კარტოფილი, ნახევარი კილოგრამი ხახვი და ერთი თავი კომბოსტოც იყიდე. ყველა ჩეკი შეინახე.

მობილური დამრჩა. დაურეკე სამსახურში მამას, უთხარი, რომ ფოტოები დღესაც არ იქნება მზად. გადაეცი, რომ მე მას სამრეცხაოდან თეთრეულის წამორება ვთხოვე, როცა სახლში დაბრუნდებოდა. ზარის განხორციელებამდე ჩართე ტელეფონის გამოსახულების მქონე პროგრამა (დესკტოპზეა, მარჯვენა ზედა კუთხეში) და ჩაიწერე მამაშენის პასუხი *.wav გაფართოვების ფაილში.

იმეცადინე — ის, რომ მარტო მათემატიკა გაქვს დასაწერი , საკმარისი საბაბი არ არის დავალების გვიან ღამისთვის გადასადებად. წიგნის გვერდებია — 116, 121 და 118. გაითვალისწინე, რომ მესამე დავალებაში საჭიროა გამრავლება და არა წიგნის ბოლოში არსებული პასუხის ნახვა. დანარჩენ საკითხებს პასუხები არ აქვთ.

ამის შემდეგ, დაალაგე საკუთარი ოთახი. როცა ყველაფერს დაალაგებ, შემდეგ გადათვალე კონსტრუქტორის ყველა დეტალი, თაროზე შემოდებული ფირფიტები და სათამაშოები, ასევე რამდენი მანქანა გაქვს ყუთში. ამის შემდეგ შეგიძლია გახსნა ბრაუზერი და საძიებო ველში ჩაწერო http:// წერტილებით გამოყოფილი ციფრები.

შენს წინაშე გაიხსნება ჩვენი ოჯახური ქსელის მართვის ანგარიში. წვდომისათვის და მის შესაცვლელად შეიყვანე პაროლის ფანჯარაში მეორე, მესამე და პირველი დავალების პასუხები. მარცხენა სვეტში მოძებნე ჩვენი IP და აკურატულად გვერდით ფანჯარაში შეიყვანე დაკვირვებით (სადაც გადახდის მეთოდია — ბარათი) მაღაზიის ჩეკების ბოლო ორი ციფრი (იმ კოდიდან, რომელიც ჩეკის ბოლოშია). დარჩენილი სივრცე შეავსე ნულებით და დააჭირე ღილაკს «Enter».

ამის შემდეგ შეგიძლია ინტერნეტის გამოყენება. თუ ბრაზიანი ძია დარეკავს და გეტყვის, რომ ის «სისტემური ადმინისტრატორია» და ჩხუბს დაიწყებს ტელეფონის ყურმილში, ჩაურთე მამაშენის პასუხი, რომელიც ფაილში ჩაიწერე.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგივა. მე საღამოს მოვალ და ზღაპარს მოგიყვები იმის შესახებ თუ როგორ ტეხავდა ერთი პატარა ჰაკერი გოგო თავის მეგობრების ჯგუფთან ერთად მაიკროსოფტის და არაბი ტერორისტების სერვერებს.
გკოცნი! შენი დედიკო.»

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like