გახდით უკეთესი 100 დღეში

გახდით უკეთესი 100 დღეში

1. აირჩიეთ რთული წიგნი, რომლის წაკითხვასაც აქამდე ვერ წყვეტდით, მაგრამ გინდოდათ. წაიკითხეთ ის 100 დღეში საფუძვლიანად.

2. გაიგეთ რამე ახალი ყოველ დღე. მაგალითად, ყვავილის დასახელება, რომელიმე ქვეყნის ქალაქის სახელი და ა.შ. საღამოს გადაიმეორეთ ყველა სიახლე ან ლექსიკონი აიღეთ და რამოდენიმე ახალი უცხო სიტყვა ისწავლეთ.

3. ბოლოს და ბოლოს მიჰყევით იმ რჩევას, რომელსაც მთელი მსოფლიოს ფსიქოლოგები იძლევიან — ფურცელზე ჩამოწერეთ 5-დან 10-მდე საკითხი, რის გამოც ამ ცხოვრების მადლიერი ხართ.

4. არ იწუწუნოთ მომდევნო 100 დღე. ნეგატიურ აზრებს ნეგატიური შედეგები მოაქვთ. ყოველთვის, როცა წუწუნი მოგინდებათ, შეეცადეთ ეს არ გააკეთოთ.

5. მომდევნო 100 დღე აწარმოეთ «დილის დღიური» — დილის ნააზრევი ჩაიწერეთ სპეციალურად გამოყოფილ რვეულში. ეს უნდა იყოს პირველი, რასაც გაღვიძების შემდეგ გააკეთბთ.

6. 100 დღის მანძილზე 1 სთ მაინც დაუთმეთ დამატებითი შემოსავლის წყაროს ძებნას.

7. რეგულარულად დაკავდით სპორტით.

8. მომდევნო 100 დღე შეეცადეთ მთელი ყურადღება დაუთმოთ იმ აზრებს, სიტყვებს და წარმოსახვას, თუ ვინ გინდათ იყოთ და რას გინდათ მიაღწიოთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like