გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან – დაიწყეთ სახლის დალაგებით

გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან – დაიწყეთ სახლის დალაგებით

უსარგებლო ნივთების სიყვარული — დიდი მინიშნებაა იმისა, რომ მიჯაჭვული ხართ წარსულზე და მომავლის გზაზე შეფერხებები გაქვთ.
ჩვენი სახლი — ჩვენი განსახიერებაა. თუ ცვლილებები გინდათ – პირველ რიგში საკუთარი საცხოვრებილით დაიწყეთ. როცა სახლი სუფთა და მოწესრიგებულია, გონებაც დალაგებულია და საკითხებიც ლაგდება.
ძველ ფეხსაცმელებს თუ გადაარჩევთ, შემდეგ შეიძლება ვარცხნილობის შეცვლა, სამსახურის ან საცხოვრებლის შეცვლა, ან თუნდაც რეალობაზე სხვაგვარად შეხედვა.

საერთო პრინციპები

სახლში წესრიგის და სისუფთავის დაცვისთვის საჭიროა გადაწყვეტილების მიღება და იმის ზუსტად გაცნობიერება, რისთვის აკეთებთ ამას. თავში მუდმივად იქონიეთ შემდეგი:
1. მანამ, სანამ რაიმე ახალს იყიდით, გათავისუფლდით რაიმე ძველისგან.
2.თუ ნივთი ვერ გამოიყენეთ ერთი-ორი წლის მანძილზე, ის აღარასოდეს იქნება გამოსადეგარი.
3. საკუთარ თავს ჰკითხეთ: რომელიმე ნივთს იმიტომ ტოვებთ, რომ ბედნიერებას განიჭებთ, თუ იმიტომ, რომ ის უბრალოდ უნდა დატოვოთ? თუ პასუხი ბოლოა, მაშინ დროა ნივთი სანაგვეზე გაიტანოთ.
4.თქვენი მოგონებები — ეს არ არის ფიზიკური ობიექტები. ძველი, ბებიასდროინდელი გაბზარული ლარნაკისგან გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ დაივიწყოთ მოგონება იმაზე, თუ რა კარგი ბებია გყავდათ.
5. თუ ვერ გაგიგიათ ღირს თუ არა რომელიმე ნივთის გადაგდება, გადამალეთ ასეთი ნივთები ერთი თვით. რაც ამ დროის მანძილზე დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დატოვოთ, დანარჩენი – ნაგვის ყუთში.
6.საჭირო არ არის ყველაფრის ნაგავსაყრელზე გატანა. ალბათ სრულიად ახალი ნივთებიც გაქვთ, რომლებიც არც კი გამოგიყენებიათ. გაეცით ისინი, აჩუქეთ ვინმეს ან მოაწყვეთ მინი ბაზრობა.

გარდერობი

დაიწყეთ ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ყოველი შემთხვევისთვის ძველი ნივთების დატოვებით თქვენ ახდენთ ამ დღის დადგომის გარეალურებას და მოგიწევთ გაცვეთილი სამოსით ან ფეხსაცმლით სიარული. ამ გზით ინვითარებთ სიღარიბის ფილოსოფიას და ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ ახალი ნივთების ყიდვას.
გაცვეთილი, გახეული, დალაქული — სასწრაფოდ ნაგავში. ყოველი ძველი ნივთი — არსობრივად განუხორციელებელი ოცნება და გეგმაა.
რაც უფრო ნაკლებ ნივთებს დატოვებთ, მით უფრო მალე შეივსება გარდერობი ახლით.
საჭიროა გარდერობში მართლაც საყვარელი ნივთები იქონიოთ. საყვარელი ნივთები საკუთარ თავში დამაჯერებლობას გმატებთ. ისინი თითქოს უფრო ლამაზად მორგებული გაქვთ და თავსაც განსაკუთრებულად გრძნობთ.
ნივთები, რომელთა ტარების დროს დისკომფორტს განიცდით ან უსიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ დაუფიქრებლად უნდა მოიცილოთ თავიდან.
მთლიანობაში გარდერობი დალაგებული უნდა იყოს: დაკიდეთ ტანსაცმელი ფერის ან სტილის მიხედვით, არ დატოვოთ სკამის საზურგეზე გადაკიდებული არაფერი, გასარეცხი თავის დროზე გაიტანეთ და გარეცხეთ.

ოთახი და ავეჯი

ნუ გაოცდებით თუ გეგმებს ვერ ახორციელებთ, მიმოიხედეთ ოთახში რამდენი უსარგებლო ნივთია თქვენს გარშემო. სახლი სავსე უნდა იყოს საყვარელი და საჭირო ნივთებით, ისინი ენერგიით გავსებთ. სხვა შემთხვევაში უსარგებლო ნივთები ნეგატიურ გავლენას ახდენენ.
პირველ რიგში უნდა გადაყაროთ გაბზარული ან დაზიანებული ჭურჭელი და სარკეები.
გატეხილი ელექტრომოწყობილობები — შეაკეთეთ ან გადაყარეთ.
ასევე თავიდან უნდა მოიცილოთ წიგნები, რომელბიც შემთხვევით იყიდეთ და არასოდეს გამოგიყენებიათ. დაიტოვეთ ისეთი წიგნები, რომლებიც გამოგადგებათ და სადაც წერია ის, რაც თქვენი დღევანდელობისა და ხვალინდელი სასურველი დღის ამსახველია.
ყოველთვის ჩნდება სურვილი გადაინახოთ შესაკეთებელი ნივთები. ეს იმას ჰგავს, რომ ბედნიერება და ჰარმონია გადადოთ გაურკვეველი ვადით.
საწოლის ან დივანის ექსპლუატაციის მაქსიმალური პერიოდია (ასევე ლეიბის) — 10 წელი, ბალიშის — 3 წელი.
სახლში შეუდარებელი სისუფთავე იქონიეთ. მზურნველობით მოამზადეთ ყველაზე მარტივი კერძიც კი და სუფრა გაშალეთ ისე ლამაზად, რამდენადაც შეგიძლიათ.
ახალი ნივთის შეძენის გრძნობა გავლენას ახდენს შინაგან მდგომარეობაზე, თუ ეს სიხარულის და ბედნიერების გრძნობაა, ის თქვენს სახლშიც დაისადგურებს.
იყიდეთ მხოლოდ ის, რაც იდეალურია და არამარტო სიმპატიური.
აუცილებელია სახლში მუდმივად შეცვალოთ რაღაც, გადააადგილოთ ავეჯი, მოაცილოთ მტვერი. ნივთებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ახსოვთ.
ნუ დახამდებით: უთავბოლოდ ყველაფრის ყიდვის შემდეგ, იმდენი რამ დაგროვდება, რომ სახლში შეიძლება სუნთქვაც კი გაგიჭირდეთ. ნუ იქნებით ნივთებზე დამოკიდებული! თუ ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები გინდათ – გაათავისუფლეთ ადგილი მათთვის!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მარკ ცუკერბერგის შესანიშნავი წერილი, რომელიც მან თავის ახალშობილ გოგონას დაუწერა

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მილოცვებს იღებს: ცოტა ხნის წინ მას გოგონა შეეძინა, რომელსაც მეუღლე პრისცილა ჩანთან ერთად შეურჩია სახელი მაქსი. ბავშვის დაბადება ბევრს აიძულებს ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოს

Print Friendly, PDF & Email

13 სასარგებლო რჩევა

1. ჩვევა – ისწავლა-გამოიყენა თქვენს ანგარიშზე ალბათ საკმაო რაოდენობით წაკითხული წიგნებია, შეიძლება ათეულობითაც კი. მაგრამ რა გაიგეთ მათი წაკითხვით, რას იყენებთ ცხოვრებაში? ცოდნა და კეთება – ეს ორი სხვადასხვა რამ

Print Friendly, PDF & Email

მაკულატურის მოშორების დროა! ახალი წელი მოვიდა!

რაც უფრო ადრე გადაყრი ნაგავს, მით უფრო ადრე შემოვა რაღაც ახალი შენში. მაშ ასე, ის რაც ახლავე უნდა მოიშორო: 1. უარყოფითი ფიქრები – ბოლოს და ბოლოს მიხვდი, რომ ცუდათ ხარ

Print Friendly, PDF & Email

როგორ გადავიდა მთელი ქალაქი მზის ენერგიაზე და უარი თქვა ბენზინზე

იაპონიაში ააშენეს ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში. იქ არსებული ყველა სახლი იყენებს მზის ენერგიას, წყლის ხარჯი შემცირებულია 30%-ით, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტად იყენებენ ელექტრომობილებს და ველოსიპედებს. ცოტა ხნის წინ შედგა «ჭკვიანი ქალაქის»

Print Friendly, PDF & Email

არჩევანის სიმარტივის ილუზია

ფეხმძიმე ქალს რომ შეხვედროდით, რომელსაც უკვე 8 შვილი ჰყავს, აქედან 3 ყრუ, 2 უსინათლო, ერთი გონებრივად ჩამორჩენილი, თავად კი სიფილისით არის დაავადებული – ურჩევდით მას აბორტის გაკეთებას? მანამ, სანამ ამ

Print Friendly, PDF & Email

რატომ უნდა დავგეგმოთ 2018 წელი უკვე დღეს

იმისათვის, რომ რამოდენიმე ხნის შემდეგ საოცნებო ცხოვრებით იცხოვროთ, საჭიროა გეგმების შედეგენა და მათთან შესაბამისობაში ცხოვრება უკვე დღეიდან. საკუთარი გადაწყვეტილებების დაცვა რა თქმა უნდა სამყარო სწრაფად იცვლება და ყელაფერს წინასწარ ვერ

Print Friendly, PDF & Email