გასაუბრება, ანუ 9 გულახდილი პასუხი

გასაუბრება, ანუ 9 გულახდილი პასუხი

1. რატომ აირჩიეთ ჩვენი კომპანია?
თქვენ იდიოტი ხართ? მე ათეულობით ადგილას გავაგზავნე რეზუმე. სადაც უფრო სწრაფად და ხელსაყრელად მოვეწყობი, სწორედ იქ იქნება კარგი.

2. როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა აგირჩიოთ მაინცადამაინც თქვენ?
თქვენ თანამშრომლები საერთოდ გჭირდებათ? ჰოდა აგერ ვარ. სწორედ ჩემი არჩევა ღირს იმიტომ, რომ მე აშკარად მათზე ჭკვიანი ვარ, ვინც ეს შეკითხვები შეადგინა და თქვენზე ჭკვიანიც სხვათა შორის, რადგან ასეთ სულელურ შეკითხვებს მე არასოდეს არ დავსვამდი.

3. თქვენი სასურველი ხელფასი?
2,5 მლნ. $ წელიწადში, როგორც აშშ-ს პრეზიდენტს აქვს. რა შეკითხვაა ეს? რასაკვირველია მე მინდა იმდენად მაღალი ხელფასის მიღება, რამდენის გადახდაც თქვენ შეგიძლიათ. საჭირო არ არის თავის წარმოჩენა, რადგან თქვენზეა შეთავაზება, ხოლო ჩემზე არჩევანი – დაგთანხმდებით თუ არა ამ შემოთავაზებაზე.

4. რა მიზეზით დატოვეთ წინა სამსახური?
ჩავთვალოთ რომ გულახდილად გპასუხობთ: დაბალი ხელფასი ან კარიერული ზრდის არ არსებობა, უპერსპექტივობა, კოლექტივთან შეუთავსებლობა, ან ხელმძღვანელის ძაღლს არ მოვეწონე – და რა? თქვენ ხომ არ იცით შევეწყობი თუ არა თქვენს ხელმძღვანელს, კოლექტივს და ხელმძღვანელის ძაღლს? და ვერც გაიგებთ, სანამ არ ცდით.

5. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ჩვენს კომპანიაში 5 წლის შემდეგ?
შეკითხვას შემოგიბრუნებთ: რა გეგმები აქვს თქვენს კომპანიას უახლოესი 5 წლის მანძლზე? არ არსებობს ასეთი რამ? მაშინ თუ თქვენ თავად არ იცით რა სიტუაცია გექნებათ 20 წლის შემდეგ, იარსებებს თუ არა კომპანია საერთოდ და რა ნიშის დაკავება უნდა მას, მე საიდან უნდა ვიცოდე?

6. რა მიღწევები გქონდათ წინა სამსახურში?
რეზუმე საკმარისი არ არის? კარგი. მე შესანიშნავად ვმუშაობდი და ვართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას. აი ეს არის მიღწევა! იმედი უნდა გაგიცრუოთ: სწორი ხელმძღვანელობისა და კარგი მუშაობის დროს არანაირი მიღწევები არ უნდა იყოს! საჭიროა მუშაობა და არა რაღაც სისულელით გართობა და მიღწევები!

7. როგორი უფროსი გინდათ რომ გყავდეთ?
ჩემთვის სულ ერთია როგორ გამოიყურება ის. მთავარია, რომ იყოს ხელმძღვანელი: ის, ვისაც შეუძლია ნორმალურად და გასაგებად მოახდინოს ამოცანების ფორმულირება. დანარჩენს რაც შეეხება, როგორც უნდა ისე მოიქცეს ოფისში.

8. რა ღირსებები გაქვთ?
თუ თქვენ გჭირდებათ ჩემი კვალიფიკაცია, ის რეზუმეშია მოცემული. თუ კიდევ რამე გაინტერესებთ, მაშინ მკითხეთ ის, რაც კონკრეტულად გაინტერესებთ. თუ თქვენ თავად არ იცით რა გინდათ და რა გჭირდებათ, მაშინ უკაცრავად, მე ვერ დაგეხმარებით. ფარული და გაუგებარი სურვილების ფორმულირებისას ფსიქიატრი გესაჭიროებათ.

9. რა ნაკლოვანებები გაქვთ?
კარგი ტენორი ვარ, მეზობლები კი მსაყვედურობენ, კონსერვატორიაში მითხრეს, რომ ტალანტი მაქვს. და კიდევ: როცა წვნიანს მივირთმევ, კოვზი პირისკენ მიმაქვს და არა პირიქით!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მეწარმეობის პრინციპი

თუ არაფერს არ ვაწარმოებთ, ბუნებრივია, ხალხს ვერ დავაპურებთ, ვერ ჩავაცმევთ და საცხოვრებელით ვერ ვუზრუნველყოფთ. სავსებით ცხადია, რომ ყველაზე უპირველესი და უმნიშვნელოვანესი პირობა ხალხის მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად არის პროდუქციის წარმოება. რაც

Print Friendly, PDF & Email

მიზეზები, რომლებიც ახდენენ ჩვენს მოტივაციას წინსვლისთვის

1. სანამ ვცოცხლობთ –შეუძლებელი არაფერია ცხოვრება გვაძლევს მოქმედების და შესაძლებლობების სრულ თავისუფლებას, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა საშუალებით, რომ მივაღწიოთ წარმატებას. შესაძლებლობა არ იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენც აღარ ვიქნებით.

Print Friendly, PDF & Email

10 ისტორია, რომლებიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში

1. ბებია მოზეზს არასოდეს უსწავლია სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი გახდა. ის პატარა ფერმაში ცხოვრობდა, ბავშვობიდან ბევრს მუშაობდა. ხატვა კი მაშინ დიწყო, როცა 76 წლის

Print Friendly, PDF & Email

ბობ პარსონსი – ცხოვრებისა და ბიზნესის 16 წესი

1. გამოდით თქვენი კომპფორტის ზონიდან და თავი შორს დაიჭირეთ მისგან როცა ჩვენ ვიმყოფებით საკუთარი კომფორტის ზონაში, არაფერი არ ხდება მნიშვნელოვანი. ადამიანები ხშირად ამბობენ: «ჩემთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა». ამაზე პასუხია: «სტაბილურობა მიცვალებულებისთვის

Print Friendly, PDF & Email

შემდგარი მილიონერის 7 რჩევა

1. შეწყვიტეთ ფულის უაზრო ხარჯვა მაგალითვისთვის რობერტ ფლეტჩერის გამოცდილება: „როცა მე ჩამოვედი უკრაინაში, ვიყიდე 50 დოლარიანი მობილური ტელეფონი, აქ მე ვხედავ, რომ 18 წლის გოგოსაც კი 200 ან 500 დოლარიანი

Print Friendly, PDF & Email

7 სასარგებლო რჩევა, დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად

1. შეადგინეთ საკითხების სია. აიღეთ საწერი კალამი და ფურცელი, გახსენით სპეციალური პროგრამა კომპიუტერში და ახლავე შეადგინეთ ყველა იმ საკითხის სია, რომლებიც შესასრულებელი გაქვთ. 10 წუთით გადაიტანეთ ყურადღება, მოდუნდით, რადგან თქვენ

Print Friendly, PDF & Email