კოტეჯი  „გარემო „  შთაგონების ადგილი გაზაფხულზე

კოტეჯი „გარემო „ შთაგონების ადგილი გაზაფხულზე

დაახლოებით რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც სასტუმროგარემოს ეისბუქ ფეიჯი  დავალაიქე  და მას შემდეგ გამიჩნდა  სურვილი ჩავსულიყავი რაჭაში და საკუთარი თვალით დამეთვალიერებინა  საქართველოს ეს ულამაზესი ადგილი.

  ზამთარში ვერ მოვახერხე,თუმცა გაზაფხულზე რამდენიმე დღით  შვებულება ავიღე  და  მათ შესახებ მორიგი სტატიის დასაწერად  რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში სასტუმრო „გარემოს“ ვესტუმრე.

გზა ხანგრძლივი თუმცა მშვენიერი აღმოჩნდა. აყვავებული ბუნება და ყვავილებით მოფენილი გზა შთაგონების წყაროდ იქცა ჩემთვის. და შორიდან როდესაც  მწვანეში ჩაფლული ხის ულამაზესი კოტეჯი შევნიშნე   ბედნიერებით ავივსე,  როგორც იქნა შევასხი ფრთები ჩემს ოცნებას.მანქანა ეზოში დავაყენე,ჩემოდანი გადმოვიღე და სასტუმროს ადმინისტრაციას გულთბილ ღიმილს მეც მოკრძალებით ვუპასუხე.

 დარწმუნებული ვარ რეპორტაჟი საინტერესო გამოვა.

   დავბინავდი ჩემს ნომერში, რომელიც ჩემს საყვარელ ფერებში დამხვდა გაკეთებული. ზუსტად ისთივე  გემოვნებით არის  ყველაფერი მოწყობილი აქ ,როგორც ფილმებში გვინახავს. ზღაპრული ხის კოტეჯი გველოდება ბუნების უკეთ შესაცნობად და  ლამაზი წუთების   გასატარებლად აქ. მეც ლამაზი ემოციებით ავივსე,ხოლო როდესაც აივნის კარი გამოვაღე სიმწვანე და აყვავებულმა ატმის და ტყემლის ყვავილებმა სუნთქვაც კი შემიკრ.
გაგიჟება შეიძლება გავიფიქრე. აივანზე მაგიდაზე წიგნები,ბლოკნოტი და ლარნაკში ლურჯი ყვავილები წერის სურვილს იწვევს ჩემში. მაშინათვე გადავწყვიტე დამეწერა,მაგრამ გარემოს დიასახლისმა ყავაზე მიმიწვია.მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ვაშლის უგემრიელს პეროგთან ერთად სასიამოვნოდ ვისაუბრე მასპინძელთან.

 

როგორც საუბრინდა შევიტყვე გაზაფხულზე ძალიან ბევრი  ვიზიტორი ეწვია კოტეჯს და  შესაბამისად მომსახურეობის სერვისი შეივსო.იგეგმება კოტეჯის ჩამატება ეზოში და  სხვა სიახლეებიც იგეგმება.

დასასვენებლად,მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად გარემო მართლაც იდეალური ადგილია,თუმცა მე  სამუშაოდ ჩამოვედი  და სილამაზემ რომელიც აქ დამხვდა  ამავსო  კიდევაც  აგონებით.

 
 მხარზე პლედს ვიფარებ და ეზოში ავდივარ.ბუნება მართლაც ულამაზესია. გარშემო მთები და გორაკები, მინდორს შეფენილი ფერადი ყვავილები გულის რიტმს მოჩქარებს.აქ ნამდვილად სამოთხეა.

საღამოს ბუხრის პირას ვვახშმობ, ვახშმად წითელი ღვინო,(ხვანჭჯარა ) ლორი, ლობიანები უგემრიელესია, თითებს ჩაიკვნეტთ რომ იტყვიან.

  საღამოს კვლავ ვსეირნობ და მენეჯერთან მომდევნო დღის ტურს ვგეგმავ.ვაპირებ მოვინახულო უძირო ტბა, შოდა კედელა , მრავალძალი და  შქმერი. შემდეგ სასტუმროში ვბრუნდები და  მუშაობას ვიწყებ.მთელი ღამე ვმუშაობ.თერმოსიდან ყავას ვიმატებ და დაძინებას არ ვაპირებ.მინდა დილით განთიადს შევეგებოდილის 6 საათიდან იწყებენ  ჩიტუნები  ჭიკჭიკ. გამოვაღე აივნის კარი და ბედნიერებით ავივსე.

 თუ გადაწყვეტ ერთფეროვნებას მოსწყდე და ჯადოსნური თავგადასავალი შეჰმატო შენს ცხოვრებას  ესტუმრე „გარემოს“ და დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთესად დაწერ  შენს  შთაბეჭდილებებს. სასტუმროში დაგხვედება  შენი გარემო და გულთბილი მასპინძლები .

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 51 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ