განთავისუფლება არ ნიშნავს თავისუფლებას!

განთავისუფლება არ ნიშნავს თავისუფლებას!

თავისუფლება წარმოადგენს მთავარ მიზანს და უმაღლეს ფასეულობას ეს ფაქტია, რომლის უარყოფა არავის შეუძლია. თავისუფლება არის თემა მრავალი მეცნიერული კვლევისა. ეს სიტყვა განუყრელია ყველა პოლიტიკოსის ლექსიკონში. სიტყვა თავისუფლება იმდენად ხშირად გამოიყენება, რამდენადაც სიტყვა სიყვარული.

  ყველა ადამიანი ერთი რამისკენ მიისწრაფის: ქონდეს შესაძლებლობა, აისრულოს ოცნებები და სურვილები. ღარიბსაც კი აქვს ოცნება და სურს თავისუფლება მის მისაღწევად. ბევრი უწოდებს თავისუფლებას იმას, რაც არის მათი გაუკუღმართებული გაგება, რომ იცხოვრონ ყველა კანონის უგულებელყოფით, რომ პასუხისმგებლობა არ ჰქონდეთ თავიაანთ საქციელზე.  თავისუფლებისთვის იბრძვიან პიროვნებები, ერები და დღესაც მრავალ ქვეყანაში ომები თავისუფლების სახელით ხდება..
რატომ არის ასეთი ძნელი თავისუფლება? რატომ ვხვდებით ტყვეები ჩვენივე სურვილების? თავისუფლება უფრო ძნელია ვიდრე მონობა, რადგან ადამიანებს უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს. არ არის უფრო დიდი და მეტი უღელი, ვიდრე თავისუფლებაა.
თავისუფლებას განსაზღვრავენ სამ სახედ: 
  1. პირადი თავისუფლება, რომელიც აძლებს ადამიანს, რომ არაფერი აკავებს და აიძულებს თავის საქციელს.
  2. სუვერენული თავისუფლება. ის აღნიშნავს ძალაუფლების არსებობას, რომელიც უფლებას გაძლევს მოიქცე ისე, როგორც მოგწონს, სხვების სურვილის მიუხედავად.
  3. სამოქალაქო თავისუფლება. რომელიც მოზარდ მოქალაქეებს აძლევს უფლებას მონაწილეობა მიიღონ მის ცხოვრებაში და მმართველობაში.

ბუნებრივი თავისუფლება მდგომარეობს თვითონ ადამიანის ბუნებაში, რომელიც ღმერთისგან აქვს მიცემული შექმნისას როგორც უფლება და პასუხისმგებლობა. დაბ1:26″..და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელ ქვეყანაზე და ქვეწარმავალზე რომელიც იძვრის მიწაში” რას ნიშნავს თავისუფლება? – უფლებას იბატონო მიწაზე შენი ნიჭით და ტალანტით იმ მიზნისთვის რისთვისაც ღმერთმა მოგავლინა ამ მიწაზე. თავისუფლება არის უფლება ემსახურო სხვებს ღმერთის ნების შესასრულებლად, ისე რომ არ გააკონტროლო და შეზღუდო სხვა ადამიანი, რადგან ადამიანზე ბატონობის უფლება არ მიგვიღია.

“როცა თრგუნვა გონების მდგომარეობაა, ფიზიკური თავისუფლება საკმარისი არ არის” ყველაზე საშინელი ადამიანის ფსიქიკის მორღვევაა. ამაშია მონობის ტრაგედია, როგორც ფიზიკური ისე სულიერი. როცა ზეწოლა, თრგუნვა ხდება გამუდმებული გონებრივი მდგომარეობა, მაშინ ფიზიკური თავისუფლება საკმარისი არ არის.

იგავი სოლომონის ამბობს23:7 “რა ფიქრებიც არის ადამიანის გულში ისეთია თვითონ.” თავისუფალი ვერ გახდები სანამ შენი გონება არ განთავისუფლდება. თავისუფლება ჯერ მშვინვიერი მდგომარეობაა და მერე ფიზიკური. თუ ადამიანი მისი ფიქრებია, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი ვერ გახდება სანამ თავისუფლად არ იაზროვნებს. ესეიგი შეიძლება იყო განთავისუფლებული, მაგრამ არა თავისუფალი.

გათავისუფლება არის მოშორება ფიზიკური შეზღუდვისაგან, დათრგუნულს დამთრგუნველისგან რომ გამოიყვან. გათავისუფლება არ არის თავისუფლება, ის მხოლოდ გამზადებს თავისუფლებისათვის.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფლება არ ნიშნავს კანონის უქონლობას, არამედ შეგნებას საკუთარი პასუხისმგებლობის.

თავისუფლება უღელია რომელიც მოწიფულ ადამიანს შეუძლია ატაროს. ის მოდის მაშინ, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ წინ წავიდეთ და უფლებას ვაძლევთ ჩვენ დათრგუნულ აზროვნებას შეიცვალოს.

ის ვინც უარყოფს წინსვლას, უდაბნოში დაეხეტება და მის ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება, სანამ აზროვნებას არ შეიცვლის.

ერთ მეცნიერულ ჟურნალში იყო სტატია “პირობითი რეფლექსის ძალა”. ცდა იყო ჩატარებული ძაღლზე, რომელიც ძელზე იყო მიბმული. საჭმელს უფრო შორს უდებდნენ ვიდრე მისვლა შეეძლო, როცა საჭმლისკენ მიდიოდა ტკივილს განიცდიდა ბაწრისგან… მეოთხე კვირას აღარც კი ცდილობდა საჭმლისკენ წასვლას. ახსნეს მაგრამ ახლოსაც არ მიდიოდა , რადგან საჭმლისკენ წასვლა ტკივილს ახსენებდა. ძაღლი რამის მოკვდა..
განთავისუფლებული იყო მაგრამ არა თავისუფალი..

წარსული მწარე გამოცდილება, გაჭირვება, სიღარიბე, მარტოობა, ხშირად ბორკილებს გვადებს და როდესაც აღარ არსებობს პრობლემა, მაინც შებოჭილები ვრჩებით. ეს მსგავსია ხოლმე ციხისა, სადაც ყველა კარი ღიაა და არ გადიხარ.. რატომ? იმიტომ რომ ციხეში სამჯერადი კვებაა, ტელევიზორი და გგონია რომ ქვეყნიერება შენს გარშემო ტრიალებს. ბევრმა არ იცის ციხის გარეთ ცხოვრება და მალევე ბრუნდება უკან, რადგან ციხეში იცის თავისი ადგილი, გარეთ კი არა.

ბევრი ჩვენთაგანის აზრები განაგრძობს მონობაში ყოფნას. სოციალური, ეკონომიური და რელიგიური პირობები მიბმულს გვხდის ძელზე და საკანში პატიმრად.

სარეცხი მანქანა თუ გაქვს, ხელით ნუღარ რეცხავ.. “ო, მე ვერ შევიცვლები”.. – ეს არის ციხის საკვები! “ვერ განვიკურნები” “ვერასოდეს გავთავისუფლდები” ისე ეჩვევიან ამ აზროვნებას რომ როცა თავისუფლდებიან, ეჭვი ეპარებათ.. თვითონ ღმერთიც კი ვერ შეცვლის შენს აზროვნებას თუ შენ არ მოინდომე შეცვლა. ერთადერთი ვინც შენ შეგცვლის შენ ხარ თვითონ. არაფერი შეიცვლება სანამ შენ მშვინვას, შენს გონებას არ შეცვლი. რითიც კვებავ შენს მშვინვას, ის განსაზღვრავს შენს მომავალს და თავისუფლებას. შენზეა დამოკიდებული ძელზე მიბმული და ღია საკანში მჯდომარე იქნები თუ თავისუფალი.

ბევრი ამბობს: რაღაც უნდა შევცვალო! იცვლიან სამსახურს, სახლს, მეუღლეს და ხვდებიან რომ არაფერი იცვლება. რატომ? იმიტომ რომ შენ გონებას ადგილმდებარეობა არ ცვლის.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

რუბრიკები

10 ხერხი საკუთარი იმიჯის ამაღლებისთვის

მანამ, სანამ რამეს იტყვით, კარგად შეარჩიეთ სიტყვები. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რომელიც უფრო ჭკვიანურად ჟღერს. მაგალითად ამერიკულ ლექსიკონში ეს სიტყვებია: epitome, finagle, gregarious, panacea and perfunctory… საქმე მხოლოდ სიტყვებში როდია, ასევე

რუბრიკები

წარმატებაზე მამოტივირებელი 5 წიგნი

1. აინ რენდი «Atlas Shrugged“  აინ რენდი (1905-1982) – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამერიკელი მწერალი. ოთხი რომანი-ბესტსელერის და უამრავი სტატიის ავტორი. ფილოსოფიური კონცეფციის შემქმნელი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნების თავისუფლება, რაციონალურობის უმთავრესობა

რუბრიკები

კრეატივის განსავითარებელი 5 სავარჯიშო

1. ორი შემთხვევითობა აიღეთ განმარტებითი ლექსიკონი და შემთხვევით შეარჩიეთ ორი გაგება. უბრალოდ თითი დაადეთ რომელიმე გვერდზე. შეადარეთ ისინი და შეეცადეთ მოძებნოთ რაიმე საერთო მათ შორის. მოიგონეთ გიჟური ისტორია, სადაც ჩადებთ