განმარტოვების ხელოვნება

განმარტოვების ხელოვნება

ადამიანთა უმეტესობას არ უყვარს მარტო ყოფნა. თანამედროვე სამყაროში, რომელშიც, თითქმის, შეუძლებელია თავი აარიდო საზოგადოებასთან ურთიერთობას, ჩვენ დავივიწყეთ განმარტოვების ხელოვნება, უფრო მეტიც, ჩვენ მას მარტოსულობასთან ვაიგივებთ, მარტო მყოფი ადამიანი გვეცოდება, ვთვლით რომ იგი მარტოსულია. სინამდვილეში განმარტოვება იმაზე ჯანსაღი ქცევაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. სოციუმის გარეთ პოზიციონირება – ეს ის გზაა, რომელსაც ყველა წარმატებული ადამიანი გადის.

განმარტოვება ახდენს ტვინის გადატვირთვას. ყოველ წამს რამის კეთებით, ვინმესთან საუბრით, სხვებზე დაკვირვებით, მოსმენით, ცნობიერებასა და ტვინს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ დაძაბულობა მოიხსნას, დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია და დაალაგოს იგი. საკუთარ თავთან მარტო ყოფნით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ტვინმა გაფილტროს უსარგებლო ინფორმაცია და გაერკვეს მნიშვნელოვანში. ყოველივე ეს ასუფთავებს ჩვენს ცნობიერებას, ახდენს მსოფლმხედველობის ფორმულირებას და გვაძლევთ სამყაროს ახლებურად ხედვის საშუალებას.

მარტო ყოფნისას ვეცნობით საკუთარ თავს, უკეთ გვესმის შინაგანი ხმა. მეგობრების ან ნაცნობების გარემოცვაში ყოფნისას, ვერ შევძლებთ მის აღქმას. ეს „ხმა“ ავლენს ჩვენს პიროვნებას, ვიწყებთ ფიქრს უფრო ღრმად და ვხდებით მეტად მგრძნობიარე.

ზოგჯერ იმდენად დიდ ენერგიას ვხარჯავთ ადამიანებთან ურთიერთობით, რომ საკუთარი შინაგანი სამყაროსთვის დრო აღარ გვრჩება. სამყაროში ყველაფერი წონასწორობისკენ მიისწრაფვის, ამას ჰომეოსტაზი ეწოდება. თუ ადამიანი კარგავს მხედველობას, მას უუმჯობესდება სმენა ან ყნოსვა. თუ ცოტა ხნით უარს ვიტყვით ხმაურიან და გადატვირთულ ურთიერთობებზე და დროს საკუთარ თავთან გავატარებთ სამყაროზე დაკვირვებით და ფიქრით, ვიგრნობთ რომ, ჩვენი ცნობიერება წარმოუდგენლად შეიცვალა, გავიგებთ იმაზე მეტს, ვიდრე გვესმით და დავინახავთ მეტს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

განმარტოვება გვეხმარება პრობლემების გადაჭრაში. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ გადასაჭრელი მნიშვნელოვანი საკითხი: პირველ ვარიანტში დროს ატარებთ სამსახურში, მეგობრებთან, მაღაზიებში, პარალელურად ფიქრობთ გადასაჭრელ საკითხზე, ხოლო საღამოს იღებთ გადაწყვეტილებას მათ საფუძველზე.

მეორე ვარიანტში თქვენ განმარტოვდით 2 საათით საკუთარ ოთახში და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა რაკურსით განიხილეთ თქვენი პრობლემა, გაიაზრეთ ყველა შესაძლო ვარიანტი და ის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თითოეულს. მოუსმინეთ ინტუიციას, გულს, გონებას და საბოლოოდ მშვიდად მიხვალთ იდეალურ ვარიანტამდე. რომელ შემთხვევაში იქნება თქვენი გადაწყვეტილება უფრო ეფექტური? რა თქმა უნდა მეორეში.

განმარტოვება აუმჯობესებს ჩვენს სოციალურ ცხოვრებას. რაც მეტად ვართ განმარტოვებით, მით უკეთ ვერკვევით საკუთარ მოთხოვნილებებში, მიზნებში და ა.შ. შესაბამისად, თუ კარგად გვესმით საკუთარი სურვილების, შევძლებთ უკეთ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი და საჭირო გარემო.

მეხსიერება და ნეიროგენეზი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ განმარტოებისა და ბუნებაში გასეირნების კომბინაცია ახდენს ტვინში ჰიპოთალამუსის სფეროს სტიმულირებას, რომელიც მეხსიერებაზეც არის პასუხისმგებელი. ნეიროგენეზის პროცესი არის ახალი ნეირონების დაბადების პროცესი ტვინში, ისინი უფრო ეფექტურად ირთვებიან მედიტაციის ან უბრალოდ განმარტოებისას.

ევრიკას ეფექტი. როგორ იბადება გენიალური იდეები? ყოველდღიურად ჩვენ ვიღებთ მილიონ ტერაბაიტ ინფორმაციას და ეს ყველაფერი იფილტრება ჩვენს ცნობიერში. ამ ინფორმაციებში უკვე არსებობს გენიალური იდეების პოტენციალი. საქმე იმაშია, თუ როდის გადაამუშავებს მას ტვინი. ევრიკას ეფექტი არის იმის გააზრება, რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია და თითქოს ნათელიც. იდეა, ჩვენს ცნობიერებაში მოხვედრისას, იმყოფება ინკუბაციურ მდგომარეობაში მანამ, სანამ ტვინი არ გადაწყვეტს მის დამუშავებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს უამრავი იდეა და გენიალური გადაწყვეტილება, უბრალოდ ისინი საკუთარ დროს ელოდებიან.

ემოციური განწმენდა. ჩვენი ორგანიზმი განუწყვეტლივ იწმინდება. სუფთავდება ტვინიც უსარგებლო ინფორმაციის მოშორებით. ემოციური განწმენდა არის წარსული მოვლენების გააზრება, რათა გავიწმინდოთ ნეგატიური ემოციური ბლოკებისგან. ამას უზრუნველყოფს წყენის, შიშების, კომპლექსების გააზრება. მთელი ეს ნეგატივი იმალება ღრმად ჩაფლულ განცდებში. გაიაზრეთ და მიიღეთ ისინი. როგორც წესი ამ „რიტუალს“ თან ახლავს კათარზისი, რის შემდეგაც პრობლემა ქრება. მეტი დრო გაატარეთ განმარტოებით, და ეს პროცესი ავტომატურად ჩაეშვება.

…და ბოლოს, სად და როგორ გავატაროთ დრო განმარტოებით.

საუკეთესო მეთოდია ბუნებაში გასეირნება. იგი თავისთავად სასარგებლოა, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ მეგობრების გარეშე, იგი გადაიზრდება ჩვევაში, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობას. ისეირნეთ ცხოველებთან ერთად. ცხოველები თავს უკეთ გრძნობენ ბუნებაში, ამიტომ ამით დიდ სარგებელს მოუტანთ როგორც თქვენს ოთხფეხა მეგობარს, ასევე საკუთარ თავსაც.

ხატეთ. ხატვა – ეს რაღაცის შექმნის პროცესია, თუ ერთხელ ცდით, შეიძლება საათობით ხატოთ. საუკეთესო გადაწყვეტილებაა ხატვა ბუნებაში.

იმუშავეთ მიწასთან. მცენარეების დარგვა და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად.

მედიტაცია. მედიტაცია თავისთავად გასაგებია. შესაძლოა უბრალოდ დასხდეთ, დაწვეთ, ან იაროთ. მთავარია ამ დროის განმავლობაში იზრუნოთ ცნობიერებისა და ტვინის განტვირთვაზე.

საბოლოოდ, მსგავსი ტიპის „თერაპია“ მიგიყვანთ იმ შედეგთან, რომ შეძლებთ სამყაროს სხვანაირად აღქმას, უკეთ გააანალიზებთ მოვლენებს და შეიცნობთ საკუთარ თავს… ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, განმარტოვდით და იაზროვნეთ პოზიტიურად!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ის, რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!

შესაძლოა მამამ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი წესი უკვე გასწავლათ, მაგრამ თუ ამას ცოტა დრო დაუთმო, მაშინ ეს ბრძნული რჩევები, რომლებიც ყველა მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს, თქვენც გამოგადგებათ: შეეცადეთ შეხვდეთ ისეთ გოგოებს, რომლებიც

Print Friendly, PDF & Email

ციტატები, რომელიც საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ

თქვენ არ უნდა იყოთ დიდებული რომ დაიწყოთ, მაგრამ უნდა დაიწყოთ რომ იყოთ დიდებული. ზიგ ციგლარი (Zig Ziglar) სხვების აზრი თქვენს შესახებ არ უნდა იქცეს თქვენ რეალობად. ლეს ბრაუნი (Les Brown)

Print Friendly, PDF & Email

ნორვეგიაში ხეების მოჭრა სრულად აიკრძალა!

მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის უმრავლესობა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ტროპიკული ტყეების განადგურებასთან — ეს ეხება ხისგან დამზადებულ ნივთებს, პალმის ზეთით დამზადებულ საკვებ პროდუქტებს და ა.შ. განსაკუთრებით ზიანდება არგენტინის, ბოლივიის, ბრაზილიის, პარაგვაის,

Print Friendly, PDF & Email

10 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომლებიც ყველა მეწარმეს გამოადგება

1. მოძებნეთ კარგი მასწავლებლები ჯობსი შესაძლოა მარკეტინგის თვითნაბადი გენიოსი იყო, მაგრამ მას ეყო გონიერება იმისათვის, რომ მოეძებნა ისეთი ადამიანები, ვისგანაც რაიმეს ისწავლიდა. გაკვეთილი: მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგად ხართ საკუთარ

Print Friendly, PDF & Email

10 გადაწყვეტილება, რომელთა გამო ინანებთ 10 წლის შემდეგ

1. ნიღბის ტარება სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად თუ თქვენ სახეზე ნიღაბი გაქვთ და ასე ურთიერთობთ ადამიანებთან, დიდი შანსია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ნიღბის უკან აღარაფერი იყოს. როცა დიდ დროს ატარებთ

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავერკვეთ ადამიანებში?

ამისათვის დაგჭირდებათ: 1. გამოცდილება იმისათვის, რომ ადამიანებში კარგად ერკვეოდეთ, პირველ რიგში აუცილებელია სიმწიფე. ეს არ გულისხმობს მხოლოდ განსაზღვრული ასაკის მიღწევას, ეს ნიშნავს გამოცდილების მდიდარ მარაგს ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობაში, ყველაზე განსხვავებულ

Print Friendly, PDF & Email