განმარტოების ხელოვნება

განმარტოების ხელოვნება

ადამიანთა უმეტესობას არ უყვარს მარტო ყოფნა. თანამედროვე სამყაროში, რომელშიც, თითქმის, შეუძლებელია თავი აარიდო საზოგადოებასთან ურთიერთობას, ჩვენ დავივიწყეთ განმარტოების ხელოვნება, უფრო მეტიც, ჩვენ მას მარტოსულობასთან ვაიგივებთ, მარტო მყოფი ადამიანი გვეცოდება, ვთვლით რომ იგი მარტოსულია. სინამდვილეში განმარტოება იმაზე ჯანსაღი ქცევაა, ვიდრე წარმოგვედგინა. სოციუმის გარეთ პოზიციონირება – ეს ის გზაა, რომელსაც ყველა წარმატებული ადამიანი გადის.

ვისაუბროთ, თუ რა დადებითი მხარეები აქვს განმარტოებას:

განმარტოება ახდენს ტვინის გადატვირთვას. ყოველ წამს რამის კეთებით, ვინმესთან საუბრით, სხვებზე დაკვირვებით, მოსმენით, ცნობიერებასა და ტვინს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ დაძაბულობა მოიხსნას, დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია და დაალაგოს იგი. საკუთარ თავთან მარტო ყოფნით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ტვინმა გაფილტროს უსარგებლო ინფორმაცია და გაერკვეს მნიშვნელოვანში. ყოველივე ეს ასუფთავებს ჩვენს ცნობიერებას, ახდენს მსოფლმხედველობის ფორმულირებას და გვაძლევთ სამყაროს ახლებურად ხედვის საშუალებას.

მარტო ყოფნისას ვეცნობით საკუთარ თავს, უკეთ გვესმის შინაგანი ხმა. მეგობრების ან ნაცნობების კამპანიაში ყოფნისას, ვერ შევძლებთ მის აღქმას. ეს „ხმა“ ავლენს ჩვენს პიროვნებას, ვიწყებთ ფიქრს უფრო ღრმად და ვხდებით მეტად მგრძნობიარე.

ზოგჯერ იმდენად დიდ ენერგიას ვხარჯავთ ადამიანებთან ურთიერთობით, რომ საკუთარი შინაგანი სამყაროსთვის დრო აღარ გვრჩება. სამყაროში ყველაფერი წონასწორობისკენ მიისწრაფვის, ამას ჰომეოსტაზი ეწოდება. თუ ადამიანი კარგავს მხედველობას, მას უუმჯობესდება სმენა ან ყნოსვა. თუ ცოტა ხნით უარს ვიტყვით ხმაურიან და გადატვირთულ ურთიერთობებზე და დროს საკუთარ თავთან გავატარებთ სამყაროზე დაკვირვებით და ფიქრით, ვიგრნობთ რომ, ჩვენი ცნობიერება წარმოუდგენლად შეიცვალა, გავიგებთ იმაზე მეტს, ვიდრე გვესმით და დავინახავთ მეტს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

განმარტოება გვეხმარება პრობლემების გადაჭრაში. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ გადასაჭრელი მნიშვნელოვანი საკითხი: პირველ ვარიანტში დროს ატარებთ სამსახურში, მეგობრებთან, მაღაზიებში, პარალელურად ფიქრობთ გადასაჭრელ საკითხზე, ხოლო საღამოს იღებთ გადაწყვეტილებას მათ საფუძველზე.

მეორე ვარიანტში თქვენ განმარტოვდით 2 საათით საკუთარ ოთახში და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა რაკურსით განიხილეთ თქვენი პრობლემა, გაიაზრეთ ყველა შესაძლო ვარიანტი და ის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თითოეულს. მოუსმინეთ ინტუიციას, გულს, გონებას და საბოლოოდ მშვიდად მიხვალთ იდეალურ ვარიანტამდე. რომელ შემთხვევაში იქნება თქვენი გადაწყვეტილება უფრო ეფექტური? რა თქმა უნდა მეორეში.

განმარტოება აუმჯობესებს ჩვენს სოციალურ ცხოვრებას. რაც მეტად ვართ განმარტოებით, მით უკეთ გვესმით საკუთარი თავის, უკეთ ვერკვევით საკუთარ მოთხოვნილებებში, მიზნებში და ა.შ. შესაბამისად, თუ კარგად გვესმით საკუთარი სურვილების, შევძლებთ უკეთ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი და საჭირო გარემო.

მეხსიერება და ნეიროგენეზი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ განმარტოებისა და ბუნებაში გასეირნების კომბინაცია ახდენს ტვინში ჰიპოთალამუსის სფეროს სტიმულირებას, რომელიც მეხსიერებაზეც არის პასუხისმგებელი. ნეიროგენეზის პროცესი არის ახალი ნეორნების დაბადების პროცესი ტვინში, ისინი უფრო ეფექტურად ირთვებიან მედიტაციის ან უბრალოდ განმარტოებისას.

ევრიკას ეფექტი. როგორ იბადება გენიალური იდეები? ყოველდღიურად ჩვენ ვიღებთ მილიონ ტერაბაიტ ინფორმაციას და ეს ყველაფერი იფილტრება ჩვენს ცნობიერში. ამ ინფორმაციებში უკვე არსებობს გენიალური იდეების პოტენციალი. საქმე იმაშია, თუ როდის გადაამუშავებს მას ტვინი. ევრიკას ეფექტი არის იმის გააზრება, რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია და თითქოს ნათელიც. იდეა, ჩვენს ცნობიერებაში მოხვედრისას, იმყოფება ინკუბაციურ მდგომარეობაში მანამ, სანამ ტვინი არ გადაწყვეტს მის დამუშავებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს უამრავი იდეა და გენიალური გადაწყვეტილება, უბრალოდ ისინი საკუთარ დროს ელოდებიან.

ემოციური განწმენდა. ჩვენი ორგანიზმი განუწყვეტლივ იწმინდება. სუფთავდება ტვინიც უსარგებლო ინფორმაციის მოშორებით. ემოციური განწმენდა კი არის წარსული მოვლენების გააზრებას, რათა გავიწმინდოთ ნეგატიური ემოციური ბლოკებისგან, ამას უზრუნველყოფს წყენის, შიშების, კომპლექსების გააზრება. მთელი ეს ნეგატივი იმალება ღრმად ჩაფლულ განცდებში. გაიაზრეთ და მიიღეთ ისინი. როგორც წესი ამ „რიტუალს“ თან ახლავს კათარზისი, რის შემდეგაც პრობლემა ქრება. მეტი დრო გაატარეთ განმარტოებით, და ეს პროცესი ავტომატურად ჩაეშვება.

და ბოლოს, ვისაუბროთ იმაზე, თუ სად და როგორ გავატაროთ დრო განმარტოებით.

საუკეთესო მეთოდია ბუნებაში გასეირნება. იგი თავისთავად სასარგებლოა, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ მეგობრების კამპანიის გარეშე, იგი გადაიზრდება ჩვევაში, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობას. ისეირნეთ ცხოველებთან ერთად. ცხოველები თავს უკეთ გრძნობენ ბუნებაში, ამიტომ ამით დიდ სარგებელს მოუტანთ როგორც თქვენს ოთხფეხა მეგობარს, ასევე საკუთარ თავსაც.

ხატეთ. ხატვა – ეს რაღაცის შექმნის პროცესია, თუ ერთხელ ცდით, შეიძლება საათობით ხატოთ. საუკეთესო გადაწყვეტილებაა ხატვა ბუნებაში.

იმუშავეთ მიწასთან. მცენარეების დარგვა და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად.

მედიტაცია. მედიტაცია თავისთავად გასაგებია. შესაძლოა უბრალოდ და დასხდეთ, დაწვეთ, ან იაროთ. მთავარია ამ დროის განმავლობაში იზრუნოთ ცნობიერებისა და ტვინის განტვირთვაზე.

საბოლოოდ, მსგავსი ტიპის „თერაპია“ მიგიყვანთ იმ შედეგთან, რომ შეძლებთ სამყაროს სხვანაირად აღქმას, უკეთ გააანალიზებთ მოვლენებს და შეიცნობთ საკუთარ თავს… ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, განმარტოვდით და იაზროვნეთ პოზიტიურად!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ