განწყობით აზროვნება

განწყობით აზროვნება

„ყველა სიამოვნებას შორის, რომლითაც ტკბობა შეუძლია ადამიანს, ყველაზე ტკბილი და დახვეწილი – აზროვნებაა.“

მისაღებია ზემოთ ხსენებული ფრაზის არსი თუმცა საყურადღებოა აგრეთვე განწყობაც, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებაში , არსობრივი თვალსაზრისით.

ერთია როდესაც პირი აზროვნებს , არის ყველანაირად ინფორმირებული განურჩევლად საკითხის ,მაგრამ ამის პარალელურად გაცილებით სხვაგვარად დგება საკითხი, როდესაც ეხება განწყობით მოაზროვნეს იგი ამ ორი სიტყვის შერწყმა თავისთავად გულისხმობს რაღაც სხვას: კრეატიულს, პოზიტივს, წინსვლას…

აღსანიშნავია აუცილებლად , რომ პიროვნება , რომელიც იწოდება მოაზროვნედ არის თავისებურად სხვა მიზნების, შინაგანის ემოციისა და შემართების მატარებელი.

მინდა მოგახსენოთ რომ ჩემს ნაშრომში არ არის წარმოდგენილი ანალიზი დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიის“ შესახებ.

დიმიტრი უზნაძემ შეუფასებელი განძი დატოვა ამ სამყაროში „განწყობის თეორიის“ სახით.
მე ჩემი მოხსენებული ნაშრომით მინდა წარმოგიდგინოთ თუ გლობალურად როგორი მნიშვნელოვანია ყველა სფეროსა თუ ასპექტში განწყობით აზროვნება და განსაკუთრებით ყურადღება მინდა გავამახვილო პოზიტიურ განწყობით აზროვნებაზე.

ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა მამამ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ სფეროს განვითარებაში , ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა , პუბლიცისტმა დეილ კარნეგმა თავის თეორიაში, უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების შესახებ დეტალურად და ნათლად ჩამოაყალიბა , რომ ადამიანის პოზიტიური აზროვნება არის მომავალში განუზომელი ბედნიერების და წარმატების გარანტია.

ამ ფაქტს განამტკიცებს თუნდაც მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაშრომი: „როგორ გამოვიდეთ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციებიდან“ ,სადაც მოცემულია მაგალითები ფსიქოლოგიური , პრაქტიკული თუ თეორიული თვალსაზრისით რამდენად ამართლებს სწორი მიდგომა პირის მხრიდან და აგრეთვე პირთან მიმართებაში სწორი დამოკიდებულება , პოზიტიური ურთიერთობების შექმნა .

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს , რომ დადებითისკენ და ყოველივე კარგისკენ სწრაფვა არის ადამიანური მახასიათებლები. სწორედ ამიტომ მსოფლიო საზოგადოება კონცენტრირებულია უფრო მეტ პროგრესისკენ , პოზიტიური აქტივობებისა და წარმატებისკენ .

ავტორი: დიანა ხატიაშვილი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

წარმატება და მოტივაცია

ტოპ 20 რჩევა მსოფლიოს უდიდესი ადამიანებისგან

წარმატების მიღწევა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი? მაშინ, ეს 20 რჩევა, მხოლოდ თქვეთვისაა. კრიტიკულად წაიკითხეთ თითოეული მათგანი და მხოლოდ ის აირჩიეთ თქვენი ცხოვრების დევიზათ, რომელიც თქვენს ღირებულებებთან სრულ თანხვედრაში იქნება. 1. ”მძიმე

ვიდეო

სოფი ლორენის ახალი როლი DOLCE&GABBANA-თვის

ახალ კომერციული «მოკლემეტრაჟიან» ფილმ-რეკლამაში სოფი ლორენი ითამაშებს დიდი სიცილიური ოჯახის დედის როლს. ხუთ ულამაზეს ვაჟთან ერთად ის აღადგენს Valguarnera-ს ოჯახურ მამულს. ვიდეო-რგოლში მსახიობი ხერხავს ხმელ ტოტებს, ლესავს, ხელმძღვანელობს სახურავის შეკეთების

პოზიტივი და ნეგატივი

პოზიტიური ფსიქოლოგია: 4 იდეა, რომ იყოთ ბედნიერი

ადამიანები ფიქრობენ, რომ იქნებოდნენ ბევრად უფრო ბედნიერები მეტი ნივთის ან ფულის ქონის შემთხვევაში. რასაკვირველია, კარგი სახლი, ავტომანქანა და ანგარიშზე სოლიდური თანხა ბევრად გაალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ კონკრეტულად მხოლოდ ფულის არსებობა