გამოაფხიზლე შენი  წარმატება

გამოაფხიზლე შენი წარმატება

ამ დროში შესაძლებლობა უფრო მეტია, ვიდრე ადრე. როგორია ადამიანი შიგნიდან? რა არის მისი მიზნები? მისი ფასეულობები? ეს გაიგება იმით, რასაც ისინი ლაპარაკობენ ან წერენ? არა, არამედ იმით, თუ რას აკეთებენ ისინი. თქვენი ქმედებები მეტყველებენ თქვენზე და ის, რომ დღეს აქ მოხვედით ამის მომსასმენად, არის ნიშანი იმისა, რომ გაქვთ პოტენციალი , იყოთ წარმატებული. თავისთავად არაფერი შეგეძინება.

ზოგი ფიქრობს, რომ მათ ცხოვრებაზე გავლენა აქვს გარე ფაქტორებს, მაგრამ ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებთ თქვენ და იმაზეც თუ რას არ აკეთებთ. ხანდახან გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმას, რასაც არ აკეთებთ, ვიდრე იმას, რასაც აკეთებთ. ადამიანს იმაზე მეტი ნიჭი და შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ამას იყენებს იგი. ჩვენი პოტენციალის 10% რომ ვიყენებდეთ დიდ წარმატებას მივაღწევდით, მაგრამ ვიყენებთ მხოლოდ 2 %.

აზროვნებას და ფიქრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, იდეები არის სიტყვების კომბინაცია, თუ კარგი იდეები გაქვთ, იქნებით წარმატებული. ერთმა იდეამ შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ააფეთქე აზროვნება, ნუ გეშინია! პირველი რაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენაა- არ გეშინია და არ გცხვენია, პრობლემა გვაქვს თვითშეფასებაში. სახარებაში წერია გიყვარდეს შენი თავი, რას ნიშნავს ეს? ანუ ტალანტები უხვად გაქვს და მოგეცა, მთავრია ისინი აღმოაჩინოო და გამოიყენო და არ დამარხო მიწაში, არგამოყენებული ნიჭი შეიძლება უამრავი გქონდეს. თუ რამე არ გამოგივა, ნუ გეშინია მარცხის, მარცხის შიშის გამო უარს ვამბობთ ახლის მიღებაზე, ახალ ურთიერთობებზე, გვიჭირს საკუთარის არსებულის და მორგებულის სტერეოტიპული ზონიდან გამოსვლა.

დღევანდელი დღის მნიშვნელოვანი მოვლენა რა არის? – მიიღო გადაწყვეტილება, გააკეთო რაიმე მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში. გააკეთე-საშუალო წარმატების მქონე ადამიანი კი ასე ამბობს, ხოო მოვიფიქრებ, გადადებს მომავალში, არ სჯერა რომ გამოუვა, რომ ცხადი იქნება რაც სურს, რაზეც ოცნებოს, არადა წარმატებულმა ადამიანებმა დაიჯერეს თავის წარმატების. წარმატებულმა შეიძლება უამრავი შეცდომა დაუშვას, იგი ხელებს არ ჩამოუშვებს, სხვანაირად იქცევა, სწავლობს და ცვლის სტრატეგიას, მართალია ქარის მიმართულებას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ იალქნების მომართვა შენზეა.

წარმატებული იმას ფიქრობს, რა უნდა და როგორ მიაღწიოს იმას, რაც უნდა. მთავარი პრობლემა რა არის : არ იციან რა უნდათ. რაც გინდა ის გაბედნიერებთ, გაძლევს ენერგიას, ხდები პოზიტიური ანუ აჭერთ გაზის პედალს თქვენს ქვეცნობიერს. აირჩიე რა გინდა, მიიღე გადაწყვეტილება რა გინდა, ბევრ შუა ხნის ადამიანს შეუცვლია პროფესი, რაც მათ ანიჭებდა სიამოვნებას. როცა დაგეზარება, შემომიტევს მაჯლაჯუნა, გეუბნება არა უშავს დაისვენე, ხვალ გააკეთე, მაგრამ მას უნდა უპასუხო: მე მინდა ვიყო კარგი იმაში რაც ვარ, კარგი მიმტანი, კარგი დამლაგებელი, კარგი მასწავლებელი და ა.შ. დანარჩენ შემთხვევაში ვიქნებით უკმაყოფილო. ვერ განვითარდები. არასდროს არის გვიანი, ასაკს მნიშვნელობა არა აქვს, უთხრა შენ თავს რა პროფესიის გინდა იყო, არიან მომუშავე ხალხი, მაგრამ პროფესიის გარეშე. ცოცხალი მკვდრები არ უნდა ვიყოთ და ვალდებულების გამო არ უნდა იმუშავოო მარტო, უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ.

წარუმატებელთა ფიქრები: არ იციან რა უნდათ, და ეძებენ ვინ ან რა დაადანაშაულონ თავიანთ წარუმატებლობაში. ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა მოდის აქედან, რომ სულ ვიღაცას ვადანაშაულებთ, ვბრაზობთ ვიღაცაზე წარსულში, რომ რაღაცა ცუდი გაგვიკეთა, ვერ პატიობ 30 წელი, ამით ფეხს აჭერ ტორმუზზე.

წესები:
1. წარმატებულებმა იციან რა უნდათ და როგორ მიიღონ
2. წარუმატებლებმა არ იციან რა უნდათ და ეძებენ, ვის გადააბრალონ
3. იფიქრე წარმატებაზე და ეს ფიქრი იყოს თქვენი ჩვევა.
მცნებების შესრულება მარტივია და შესაძლებელია, იმიტომ რომ მას ტყვილა არ დაგვიწრედნენ, მაგრამ რატომ არის ის ჩვენთვის ძნელი? იმიტომ რომ ჩვენ ჩვევაში არ გვაქვს მათით ცხოვრება. რა უფრო მარტივია? მოიპარო თუ არ მოიპარო? რა უფრო მარტივია იყო ფხიზელი თუ ილოთო? მეზობელთან იყო მშვიდობიანად თუ სულ ჩხუბობდე? მოიშორეთ ცუდი ჩვევები. ვნებები გადასული ჩვევაში არის ცოდვები. სათნოებები გადასული ჩვევაში სიკეთის მომტანი.

თქვენს ცნობიერში დევს მექანიზმი იყო კარგად ან ცუდათ. ამ მექანიზმს როგორ აამუშავებ, ესაა შენზე დამოკიდებული. ოპტიმისტი უნდა იყო. სამსახურიდან გამოგიშვეს? ძაან კარგი, გავაკეთებ იმას, რაც აქამდე მინდოდა გულით. ოპტიმიზმი შენი ხასითი არაა, ესაა შენი გადაწყვეტილება, შენი არჩევანი. ნებისმიერი პრობლემიდან მიიღე ფასეული გაკვეთილი. პრობლემების დროს ხელები არ ჩამოუშვა, არ დაკარგო იმედი.

სავარჯიშო: 30 წამში დაწერეთ თქვენი 3 მიზანი, ყველა წერს ოჯახი, ფინანსები, ჯანმრთელობა. 24 სთ იფიქრეთ ამ 3 მიზანზე და ილაპარაკეთ და ერთადერთი კითხვა დასვით, როგორ მიაღწიოთ ამას? რა გვაკეთო თუნდაც ეხლა, ცოლი ნაწყენია, დაურეკეთ , დაპატიჯეთ რესტორანში, ბავშვებს თქვენთან ყოფნა ენატრებათ? გაისეირნეთ მათთან ერთად, სამსახურში საქმე ვერ გააკეთეთ კარგად, გამოასწორე და ა.შ. ჯანმრტელობის პრობლემა გაქვს, გამოიკვლიე მიზეზი და მიხედე, ნუ უყრუებ. 21 დღე თუ იფიქრებთ ამ მიზანზე, შეცვლით ცხოვრებას.

შეეკითხე შენს თავს: ცხადად განსაზღვრე შენი მიზნები და თუ სიცხადე არ არის, შედეგიც ბუნდოვანია. სამკუთხედის დახაზვა, გეომეტრიის მყარი ფიგურაა. ფოკუსირება მოახდინე -რა გინდა, მინდა ვიყო გამხდარი და ჭამ ცომს და ტკბილს-ნეტა შენ. მინდა ვიყო განათლებული-მაგრამ წიგნებს არ ვკითხულობ, მინდა ვიყო მდიდარი, მაგრამ შრომა მეზარება.

როგორი დამოკიდებულება გვაქვს პრობლემებთან? პრობლემები იქნება, მაგრამ მათთან გამკლავებაც წარმატების გასაღებია, უნარი, თუ როგორ აგვარებ შენ პრობლემებს ესაა მთავარი. ზოგი აანალიზებს პრობლემას და ეძებს, თუ ვინ უნდა დაადანაშაულოს-ეს არასწორია. წარმატებული ადამიანი არასოდეს ხარჯავს ნერვებს იმაზე, რისი შეცვლაც არ შეიძლება, რაც წარსულშია უკვე, იმასაც ვერ გამოასწორებ, თუ რამე ცუდი მოხდა და ის ხდება, დაივიწყეთ, ამაზე ფიქრით ნუ დაჩრდილავ შენს ცნობიერს, კონცენტრირდი იმ კონკრეტულ მოქმედებაზე, რომ გადაჭრა ეს პრობლემა. მაგრამ თუ ბრაზობთ, ემოციებს უშვებთ წინ, თქვენ ჩრდილავთ ცნობიერს და ის წყვეტს ასეთ პირობებში მუშაობას, ამიტომ პრობლემების დროს იყავით მშვიდი, წარმატებული ადამიანი კითხულობს: რა შეიძლება აქ გაკეთდეს? და მისდევენ იმ პროცესს, რომელზეც მე მოგიყვებით. 1. ისინი მკაფიოდ ჩამოაყალიბებენ პრობლემის არსს. რაშია პრობლემა? რა მოხდა, ხანდახან რაც ხდება შეიძლება პრობლემაც არ იყოს. ხშირად ინფორმაციის სიმცირის გამო თქვენ პრობლემად მიიღეთ და აღიქვით ის, რაც არ არის პრობლემა. პრობლემის სხვანაირი კლასიფიკაცია შეიზლება, რაც ხშირად ახდენ პარაფრაზირებას, მით უკეთესი.

მაგ: ერთ-ერთი კომპანია ამბობდა, რომ მაღალი გაყიდვები არა აქვს,ამიტომ უნდა გამოასწორო ეს, რითი? გაზარდო რეკლამა, დაუწიო ფასებს, მეტი გამყიდველი დაიქირავო და ა.ს. მათი პრობლემა იყო იმაში,რ ომ მათი კონკურენტების გაყიდვები იყო მაღალი, უნდა იკითხო, რას აკეთებს ჩემო კონკურენტი, რომ მართმევს კლიენტებს? რაში უნდა მოუგო კონკურენცია. პრობლემის გადაჭრის 4

გზა: 1 გააკეთო უფრო მეტი. 2. გააკეთო რაღაცა ნაკლები. 3. ახალი გააკეტო, რაც ადრე არ გიკეთებია და 4. გაჩერდი, არაფერი გააკეთო. ამ ოთხიდან რომელი იქნება ოპტიმალური თქვენ უნდა შეარჩიოთ. გახდი პროფესიონალი პრობლემის გადაჭრისას. შეჩერდი, განსაზღვრე რაშია პრობლემა, რატომ გაჩნდა? წყაროს შეეხე. ნებისმიერი ლიდერი მაშინ გახდა ლიდერი, როცა დაიწყო პრობლემის გადაჭრა თავის დონეზე, თავისი სტატუსის შესაბამისად, ამის მერე მოდის მეტი უფლებები და მეტი პასუხისმგებლობები. გამოიყნეთ გონებრივი იერიში პრობლემის გადასაჭრელად.
სავარჯიშო

წარმოიდგინეთ თქვენ გაიცანიტ ვიღაცა და გეკითხებათ: რას აკეთებთ? რას მოღვაწეობ? ამ დროს უნდა შესთავაზო შენი მომსახურება, შენი პროდუქტი. მაგ; რატომ უნდა მოვიდეს შენს კლინიკაში? რას სთავაზობ, რაც მას უნდა ? ფასეული და სასარგებლო უნდა იყოს შენი პროდუქტი.

მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობები-ბალანსისი დაცვა ოჯახში და სამსახურში. ადამიანი თოკზე რომ გადის, იგი წონასწორობას როდის იცავს? ყოველ წუთს. იყავით მადლიერი, აღფრთოვანდით სხვისი მიღწევებით, იყავით ყურადღებიანი, მოუსმინეთ სხვებს, სამსახურებში იმუშავეთ, 100% დაიხარჯეთ, დროს ნუ დაკარგავთ ლაქლაქში და ყავა ბრეიქში, ოჯახში კი როცა ხართ 100% იყავით ოჯახში, ნუ მუშაობთ სახლში სამსახურის საქმეებს.

21 ს. ლიდერის 7 წესი:
1. თქვენი ცხოვრება უკეთესია თუ თავად ხართ უკეთესი, სამყაროს შეცვლა დაიწყეთ თქვენში
2. არა აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ, არამედ საით მიდიხართ.
3. ის, რისი კეთებაც ფასეულია, ღირს იმად, რომ თავიდან ბევრი შეცდომა დაუშვათ
4. იმდენად ხარ თავისუფალი, რამდენადაც გაქვს განვითარებული თქვენი ჩვევები
5. ყველა პრობლემაში არის სასარგებლო, საჭიროა დაინახოთ.
6. ყველაფერს ისწავლით, რასაც მიზნად დაისახავთ
7. ერთადერთი შეზღუდვა-შიში და ეჭვია, რაც გვიშლის მოძრაობას და ეს ჩვენი ბრალია.
ფინანსები-ბევრი ჩვენთაგანი მუშაობს, რათა გადარჩეს, მთელი ცხოვრება ვირივით უნდა იშრომო, თუმცა აყველას უნდა რომ საკმარისი ფული ჰქონდეს, რათა 8 სთ. არ იმუშავოს. წესი პირველი-იმაზე ნაკლები დახარჯე, ვიდრე გამოიმუშავებ, ჩვენ იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე შემოსავალი გვაქვს. სულ უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ, მომავლის მოდელირება უნდა გააკეთო. მიზანსა და სურვილს შორის რა სხვაობაა? სურვილი არის ცარიელი ფიქრები, ოცნებეი, მიზანი, რაც კონკრეტულად გინდა და აკონკროტებ მოქმედებას მის მისაღწევად.

სავარჯიშო: ახლანდელ დროსი ვწერთ მიზნებს:

მე ვცხოვრობ საკუთარ სახლში და არ მე ვიცხოვრებ
მე ვატარებ მანქანას
მე ვიწონი ამდენ კლოს
მე არ ვეწევი
მე გამოვიმუშავებ 4000 ლარს თვეში
მე მეოჯახე ვარ
მე განათლებული ვარ და ჭკვიანი
მე ქველმოქმედი ვარ დაა.შ.
დაგეგმე რა უნდა გააკეთო ამ ჩამოთვლილთაგან მისაღწევად. ყოველ დღე აკეთებ რაღაცას ამისთვის. ფიქრობ ამაზე და მოგდის იდეები, ამით აწრთობ ჩვევას. მთავრია იყო ლიდერი იმასი, რასაც აკეთებ,არა აქვს მნიშვნელობა დიდი კომპანიის მეპატროენ ხარ თუ ამ კომპანიის დამლაგებელი, მთავრია რას აკეთებ კარგად , რაც არის ფასეული სამყაროსთვის? რასაც სხვა ისე კარგად ვერ გააკეთებდა?

როგორ ვიშოვოთ ფული?
ცხადად განსაზღვრეთ რამდენი უნდა იშოვოთ 1 სთ-ში? ის, რასაც ეხლა მე ვაკეთებ, მომიტანს კი საჭირო შემოსავალს ერთ საათში? და მთავრი კითხვა- გადავუხდიდი კი მე სხვას იმის გაკეთებაში, რასაც ეხლა ვაკეთებ მე? და,თუ შენ არ გადაიხდი ამაში, მაშინ შეწყვიტე ეს საქმე-შრომა, რომელსაც დებთ საქმეში-ეს არის მიზეზი, შემოსავალი- კი შედეგია ამ საქმის. ბიბლიასი წერია: რასაც დათესავ , იმას მოიმკი. ანუ ჩამოწერე 3 მიზეზი, რაც მოგიტანთ შედეგს. წარმატებულ ადამიანს აქვს სია, რაც აუცილებელია, რომ ყოველ დღე აკეთოს და ის გადადებს მხოლოდ არამნიშვნელოვანს და წვრილმანს. არაწარმატებული კი გადადებს მნიშვნელოვანს და რთულად რაც მიაჩნია. თუ კი რამის გადადება გინდათ გადადეთ თქვენი შემოსავლის 10 %, ეს გარკვეული დროის მერე მოგიტანთ შედეგს. ამას სჭირდება თვითკონტროლი და თვით დისციპლინა, თუ თავიდან გაგვიჭირდება, დავიწყოთ 1 % გადადება, და ისწავლე 99% ცხოვრება, თუ ამას ვერ ისწავლი, გაგიჭირდება ფინანსური წარმატების მიღწევა. თქვენ უნდა გამოიმუშავოთ ჩვევა-გადადოთ და არასდროს მოხსნათ ის ანგარიშიდან. ეს უმტკივნეულო პროცესი, მოგინდათ რამის ყიდვა? გადადეთ ერთი თვით და აღარ მოგინდებათ ის.

მემ მაქვს ერთი ბიზნეს შემოთავაზება: გადავდოთ ყველამ ჩვენი შემოსავლიდან: 1%-10 % და რისთვის? ერთად ავაშენოთ მონასტერი, გარკვეული დროის მერე ვიყიდოთ მიწა, მერე ავაშენოთ ეკლესია, ეს შესაძლებელია, არა აქვს მნიშვნელობა დროს, თუნდაც 20, 30 წლის შემდეგ, მაგრამ მიზანმიმართულად.

Print Friendly, PDF & Email

About author

მაკა წკრიალაშვილი
მაკა წკრიალაშვილი 1 posts

<p>მასწავლებელი, ლექტორი, ხარისხის მართვის სპეციალისტი.</p>

View all posts by this author →

You might also like