გამდიდრებისთვის საჭიროა შემდეგი მარტივი წესების დაცვა
1371 Views

გამდიდრებისთვის საჭიროა შემდეგი მარტივი წესების დაცვა

ყველა თქვენი პრობლემა უნდა გვარდებოდეს უმოკლეს ვადებში, რის დახმარებითაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ. იყავით გადაწყვეტილების მიმღები! ნაკლები იფიქრეთ და მეტი გააკეთეთ!

1. ნაკლები იმუშავეთ სხვაზე. რაც უფრო მეტს შრომობთ, მით უფრო ცუდად ცხოვრობთ! მუშაობა – წარმოებულია სიტყვისგან „მუშა“!

2. თუ გინდათ, რომ ფული გქონდეთ, ბაზარზე უნდა შეიტანოთ რაიმე ღირებული და ადამიანები სიამოვნებით გადაიხდიან მასში ფულს. ფულის რაოდენობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად დამაჯერებლად გაწერთ ამ ფასეულობის სარგებლიანობას!

3. იმუშავეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესის გამო. დაივიწყეთ კორპორატიული კულტურისა და ფირმისადმი ლოიალობის შესახებ მოწოდებები. ფირმა ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ არავინ გამუშავებდათ.

4. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოიმუშაოთ თვეში მინიმუმ 50000$. შესაძებელია მეტი, მაგრამ ნაკლებზე არც იფიქროთ!
ფული თქვენამდე სხვა ადამიანების გავლით მოდის. იქონიეთ ურთიერთობა! ჩაკეტილი ადამიანები იშვიათად მდიდრდებიან.

5. ღარიბი გარემოცვა გითრევთ სიღარიბეში. მდიდრებსაც ჰყავთ ასეთ ახლობლები და ნათესავები, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ მათთვის პროფესიონალურად თავის არიდებას, სიმდიდრესაც მალე დაემშვიდობებით. სანამ ღარიბი ხართ არავის აინტერესებთ და უყვარხართ, ეს დამოკიდებულება გამძაფრდება, თუ თქვენ გამდიდრდებით. ურთიერთობა უნდა გქონდეთ მხოლოდ გამარჯვებულებთან და ოპტიმისტებთან!

6. სიღარიბე დგება მაშინ, როცა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას აქვს ადგილი!

7. თუ ცოტა ფული გაქვთ, საჭიროა ბიზნესის კეთება. თუ ფული საერთოდ არ გაქვთ, საჭიროა ბიზნესის სასწრაფოდ დაწყება, ახლავე! მოძებნეთ პრობლემები და მოიფიქრეთ მათი გადაწყვეტის გზები. ყველაზე კარგი გადაწყვეტილებები გააფორმეთ ბიზნეს-პორექტების სახით და შესთავაზეთ ინვესტორებს.

8. სიმდიდრისკენ გზა გადის მხოლოდ პასიურ შემოსავალზე! შემოსავალზე, რომელიც გაქვთ ძალისხმევის მიუხედავად. შექმენით პასიური შემოსავლის წყარო და ისიამოვნეთ ცხოვრებით!

9. მომგებიანი ინვესტიციის მხოლოდ ორი წესი არსებობს. პირველი – გაუფრთხილდით ფულს! მეორე – გარისკვა თუ გადაწყვიტეთ, გაიხსენეთ პირველი წესი.

10. შემოსავალი ყოველთვის უნდა აჭარბებდეს გასავალს.
შეისწავლეთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიები და ნააზრევი.

11. უპასუხეთ შეკითხვებს: «ვინ ვარ მე? რაში მდგომარეობს ჩემი უნიკალურობა? რა არის ჩემი ცხოვრების აზრი? რას გავაკეთებდი ბევრი ფული რომ მქონდეს?». ოღონდ გულახდილად! საკუთარი ცხოვრების აზრის გაცნობიერების ძალა და ენერგია ყოვლისშემძლეა!

12. ოცნებები – ეს მთავარია თქვენს ცხოვრებაში! ოცნება და იმის რწმენა, რომ ოცნებები ასრულდება! ადამიანი იწყებს კვდომას, როცა ოცნებას წყვეტს.

13. დაეხმარეთ ადამიანებს! უანგაროდ! მაგრამ, მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისი დახმარებაც თავად გსურთ. აუცილებელი არ არის ისინი ნათესავები და ახლობლები იყვნენ.

14. თქვით კომპლიმენტები! უბრალოდ შეაქეთ ადამიანები. ეს თქვენი თვითშეფასების დონესაც საკმაოდ ამაღლებს!

15. აწარმოეთ თქვენი გამარჯვებების ყოველდღიური ჩანაწერები! წყენა და ამრცხი გაცილებით დიდხანს ამახსოვრდება ადამიანს. თუ სულიერად დაეცით – გადაიკითხეთ ეს ჩანაწერები!

16. ნებისმიერ მტერთან, სიღარიბესთან განსაკუთრებით, რადგან ის ადამიანის ყველაზე დიდი მტერია – საჭიროა ბოლომდე ბრძოლა, დაუნდობლად მისი და საკუთარი თავის მიმართ!

17. და ბოლო რჩევა – არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!!!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like