გამდიდრების 17 ძირითადი წესი

გამდიდრების 17 ძირითადი წესი

იმისათვის, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოთ საკმარისი არ არის უბრალოდ «რამე აკეთოთ» ან «სადმე იმუშაოთ». ეს სწორედ რომ სიღარიბისკენ მიმავალი გზაა!

რომ გამდიდრდეთ, საჭიროა შეასრულოთ შემდეგი მარტივი წესები:
ყოველი თქვენი პრობლემა უნდა მოგვარდეს უმოკლეს ვადებში, ასეთ დროს ნაკლებ დროსთან ერთად ნაკლები ძალისხმევაც იხარჯება. იყავით მტკიცე გადაწყვეტილების მიღებაში! ნაკლებად იყოყმანეთ და მეტი გააკეთეთ!

1. ნაკლები იმუშავეთ სხვაზე. რაც მეტს მუშაობ, მით უფრო ცუდად ცხოვრობ! მუშაობა – მოდის სიტყვიდან მუშა!

2. თუ გინდათ, რომ ფული გქონდეთ, ბაზარზე უნდა გაიტანოთ რაიმე ფასეული და ადამიანები თავად მოგიტანენ ფულს. აი ფულის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დამაჯერებლად ჩამოაყალიბებთ და გაწერთ ამ ფასეულობის სარგებლიანობას!

3. იმუშავეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის. დაივიწყეთ კორპორატიული კულტურისა და ფირმისადმი ლოიალობის მოწოდებები. ფირმა ყოველთვის თქვენით ცოცხლობს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ არ იმუშავებდით.

4. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოიმუშაოთ მინიმუმ 50000$ თვეში, ან მეტი!
ფული თქვენამდე სხვა ადამიანების გავლით მოდის. იქონიეთ ურთიერთობა! უკარება და ჩაკეტილი ადამიანები ძალიან იშვიათად ხდებიან მდიდრები.

5. ღარიბი გარემოცვა ფაქტიურად სიღარიბისკენ გექაჩებათ. ურთიერთობა იქონიეთ გამარჯვებულებთან და ოპტიმისტებთან. გახსოვდეთ ეს წესი!

6. სიღარიბე ჩნდება, როცა ადამიანი თავს არიდებს პასუხისმგებლობას!

7. თუ ცოტა ფული გაქვთ, უნდა გააკეთოთ ბიზნესი. თუ ფული საერთოდ არ გაქვთ – ბიზნესი უნდა გააკეთოთ სასწრაფოდ, ახლავე! გაარკვიეთ რა პრობლემები გაქვთ და მოუძებნეთ მათ გადაჭრა მაშინვე. ყველაზე კარგი გადაწყვეტილებები გააფორმეთ, როგორც ბიზნეს-პროექტები და შესთავაზეთ ინვესტორებს.

8. სიმდიდრისკენ გზა გადის მხოლოდ პასიურ შემოსავალზე! შემოსავალზე, რომელიც თქვენთან უშუალოდ თქვენი ძალისხმევით მოდის. შექმენით პასიური შემოსავლის წყარო და ისიამოვნეთ ცხოვრებით!

9. არსებობს სწორი ინვესტირების ორი წესი. პირველი – გაუფრთხილდით ფულს! მეორე – თუ გარისკვა გადაწყვიტე, გაიხსენე პირველი წესი.
10. შემოსავალმა ყოველთვის უნდა გადააჭარბოს ხარჯებს. შეისწავლეთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიები.

11. უპასუხეთ შეკითხვას – «ვინ ვარ მე? რაში მდგომარეობს ჩემი ცხოვრების წესი? რას გავაკეთებდი ბევრი ფული რომ მქონოდა?». ოღონდ გულახდილად! ძალა, ენერგია, ვნება, ყველაფერი მოდის ამ პასუხებიდან, საკუთარი ცხოვრების აზრის გაგებიდან!

12. ოცნებები – ეს უმთავრესია თქვენს ცხოვრებაში! ოცნება და იმის რწმენა, რომ ოცნებები ასრულდება უმნიშვნელოვანესია! ადამიანი კვდომას იწყებს მაშინ, როცა წყვეტს ოცნებას.

13. დაეხმარეთ ადამიანებს! დაეხმარეთ უანგაროდ! ოღონდ იმ ადამიანებს, რომლებსაც გინდათ, რომ დაეხმაროთ. აუცილებელი არ არის ისინი ნათესავები ან ნაცნობები იყვნენ.

14. უთხარით ადამიანებს კომპლიმენტები! უბრალოდ შეაქეთ ქუჩაში შემხვედრი ქალი ლამაზი ვარცხნილობის გამო, მამაკაცი ლამაზი, სპორტული ფიგურის გამო – მიზეზს რა გამოლევს, თქვენ ოღონდ გაიმეტეთ კომპლიმენტი! ეს ამაღლებს როგორც სხვის, ისე თქვენს თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას.

15. აწარმოეთ ყოველდღიური ჟურნალი, სადაც თქვენს გამარჯვებებს ჩაწერთ! წყენა და მარცხი გამარჯვებაზე და სიხარულზე 7-12-ჯერ მეტად ამახსოვრდება ადამიანს. თუ სულიერად დაეცემით – წაიკითხეთ ეს ჟურნალი!

16. სიღარიბე – ნებისმიერი ადამიანის მტერია, საჭიროა ბოლომდე იბრძლოთ, დაუნდობლად მტრის მიმართ და საკთარი თავის შეცოდების გარეშე!

17. და ბოლო რჩევა – არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!!!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ