4 ჩვევა, რომელბიც გამდიდრებაში ხელს გიშლით

4 ჩვევა, რომელბიც გამდიდრებაში ხელს გიშლით

ჩვენ ყველას სრულიად განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს სიღარიბეზე: ერთი თვლის საკუთარ თავს ღარიბად, რადგან რამოდენიმე წელია გაცვეთილი ფეხსაცმლით დადის და ვალებიდან ვერ ამოძვრა, მეორე თვლის იმიტომ, რომ მის საათში ბრილიანტები არც ისე დიდი ზომისაა, როგორც მას სურდა. ე.ი. «სიმდიდრე-სიღარიბის» პრობლემა ჩვენშია, გარესამყაროში როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს.

სწორედ ამის გამო, ზოგიერთი ადამიანი, და ისინი ბევრნი არიან, გაცნობიერებულად ზღუდავენ საკუთარ თავს, რამდენადაც ქვეცნობერის დონეზე არც კი უშვებენ იმის გაფიქრებას, რომ უკეთესად ცხოვრება შეუძლიათ. სანამ ისინი არ „ჩააბარებენ აღსარებას“ სიღარიბის ფსიქოლოგიაზე, აპრიორი ვერ შეძლებენ გამდიდრებას.

რაში მდგომარეობს სიღარიბის ფსიქოლოგიის აზრი?
არსებობს 4 ჩვევა, 4 ხარისხი, რომლებიც ადამიანს ხელს უშლიან გამდიდრებაში, მათ შორის არამარტო ფინანსურად, არამედ სულიერადაც. მაშ ასე…

1. ალბათ თქვენთვის ცნობილია ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილოები არიან – სხვათა შორის ასეთები ბევრია. უკმაყოფილება მათთვის არის ჩვევაზე მეტი, ეს უფრო მათი აზროვნების გამოხატულებაა. ისინი უკმაყოფილონი არიან ბედით, რადგან არასწორ ქვეყანაში, არასწორს ქალაქში და არასწორ მშობლებთან დაიბადნენ. ისინი უკმაყოფილონი არიან სამსახურით, სადაც ხელფასს იღებენ, რომლითაც ასევე უკმაყოფილონი არიან. ისინი ფიქრობენ, რომ იმ უბედურებების დიდი ნაწილი, რომელიც მათ თან სდევთ, დამოკიდებულია სწორედ გარე ფაქტორებზე, ანუ ვიღაც ადამიანებზე, რომლებიც «იგონებენ ცუდ კანონებს».

ეს მათი ყველაზე დიდი შეცდომაა. გაცილებით ადვილია დამნაშავე გარშემო ეძებო, ვიდრე საკუთარ თავში. ჩაიხედეთ საკუთარ თავში და გააცნობიერეთ, რომ ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ გაბრაზდეთ რამდენიც გინდათ, ან «მსხვერპლად» გაასაღოთ თავი, მაგრამ იცოდეთ, რომ ამით არაფერი შეიცვლება.

საკმარისია განცდები და წუწუნი – სჯობს კარიერით დაკავდეთ და საკუთარი ცხოვრებაზე პასუხისმგებელი გახდეთ.

აქდან გამომდინარეობს მეორე პუნქტი:
2.
უმოქმედობა – მეორე «ჩვევა», რომელიც განასხვავებს ღარიბს მდიდრისგან. დაკვირვებული ხართ, რომ ის ადამიანები, რომლებიც სულ წუწუნებენ, სხვებს ლანძღავენ და ყველაფრით უკმაყოფილონი არიან, როგორც წესი, სრულიად პასიურები და უმოქმედონი არიან იმაში, რაც პირად ცხოვრებას ეხება. მათ მხოლოდ სიტყვების დონეზე «ყველაფერი კარგად იციან», როგორ უნდა მართონ ქვეყანა, რომელი მინისტრი გადააყენონ და რომელი არა, როგორ დააგონ გზები, როგორ განკურნონ ადამიანები, როგორ შეაჩერონ ინფლაცია, აი საკუთარ ცხოვრებაში რატომღაც ამ ცოდნას არ იყენებენ. ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ არის სხვისი პრობლემების განხილვა დახლთან ან მოსაწევში, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ ეხებიან საკუთარს.

მდიდარი ადამიანების მთავარი წესი კი ასე ჟღერს: თუ დღეს იქნები აქტიური და თამამი – ხვალ გახდები მდიდარი. ჩვენთან რა ხდება? ზარმაცების «დევიზი» – გააკეთე ზეგ, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება. სიზარმაცე და ზარმაცი ადამიანი არ ითვლება რაიმე განსაკუთრებულად – ჩვეულებრივი მოვლენაა. ამასთან, თუ სიზარმაცეს წარმოვიდგენთ როგორც დედას, მაშინ მისი შვილები იქნებიან შიმშილი და ქურდობა. რასაც ვამჩნევთ კიდეც ზარმაც ადამიანებს.

მაშინ როგორ უნდა გავმდიდრდეთ? ცხოვრება მთლად ზღპარი არ არის და მხარ-თეძოზე წამოწოლილი ნაკლებად მიაღწევ რამეს. ზღაპრებშიც კი მთავარი გმირები გამოირჩევიან გონიერებით, გამჭრიახობით და ინტუიციით.

ასე რომ, შეიძლება ვამტკიცოთ – პასიური დამოკიდებულება წარმოადგენს სიღარიბის პირდაპირ შედეგს. რა თქმა უნდა ღარიბი ზარმაცისთვის უკეთესია დივანზე წამოგორდეს ლუდის ბოთლით, ვიდრე გაზეთი გადაშალოს და ვაკანსიებს გადახედოს ან უკეთესი სამსახური ნახოს, ვიდრე აქვს. ის ფიქრობს: «მართალია დაბალანაზღაურებადი სამსახური მაქვს, მაგრამ სტაბილური, რა უნდა შევცვალო? ასეც მშვენიერია».

ეს «ზარმაცები» რატომღაც თვლიან, რომ გარშემო ყველა მათი მოვალეა, კარგი სამსახურიც უნდა მისცენ, კარგი ხელფასიც, რომ ყველაფერზე ეყოთ. ფიქრობენ, რომ მათი განათლების დონე ხშირად არ შეესაბამება მათი ხელფასის დონეს.

ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით მკაცრად არის – ანუ ყველა თავის თავისთვის. თუ თქვენი ნებით დათანხმდით შემოთავაზებულ ხელფასს, მაშინ აღარ არის საჭირო «ტირილი» და მთელი თქვენი უბედურების დაბრალება «ძუნწი-ხელმძღვანელისთვის».

როცა ასეთ ზარმაცს კარგ სამსახურს და ანაზღაურებას შესთავაზებ, ის აუცილებლად მოძებნის უამრავ მიზეზს, რომ უარი თქვას, რადგან დიდი ფულისა და პასუხისმგებლობის შიში «გადაწონის» და ყველაფერს ისე დატოვებს, როგორც არის.

3. ღარიბებს თავიანთი ეკონომიკური ფსიქოლოგია აქვთ. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მდიდრებს როცა ფული არ ჰყოფნით, იღებენ უფრო მეტის გამომუშავების გადაწყვეტილებას, ხოლო ღარიბები – ნაკლებად ხარჯვისას. საქმე იმაშია, რომ მათთვის ასე უფრო მარტივია ეკონომიურები რომ იყვნენ. ეს ამოსავალი აზრის ფორმაა, რომელიც ადამიანს აღარიბებს.

იქ, სადაც მდიდარი ფიქრობს, როგორ გაზარდოს თავისი შემოსავალი, ღარიბი ფიქრობს, რაზე დაზოგოს. იქ, სადაც მდიდარი მთელ თავის ძალებს შემოსავლის გაზრდაში დებს, ღარიბი იგივე დროს და ძალებს ხარჯავს იმაში, რომ გაარკვიოს სად იყიდის უფრო იაფად. ასევე ღარიბის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანს არ ეზარება სხვადასხვა ინსტანციებში სიარული, რომ მიიღოს შეღავათები მაგალითად კომუნალურ გადასახადებზე, რაც მაღაზიაში ერთხელ ჩასვლისთვის ეყოფა, არადა ამ დროის გამოყენება შეეძლო დამატებითი სამსახურის ძიებისთვის (როგორც ვარიანტი).

თუ შევაჯამებთ რაც ზემოთ ითქვა, გამოდის, რომ მდიდრები ცდილობენ სახსრების მოზიდვას, ხოლო ღარიბები მათ შენარჩუნებას.

4. სიღარიბის თანმდევი ერთ-ერთი ჩვევა არის ძუნწობა. ანდაზა, რომლის მიხედვითაც ძუნწი ორმაგად იხდის, ღარიბებს არ აშინებთ. ისინი ისევ იქ იკრიბებიან, სადაც მსხვილი ასოებით აწერია «ლიკვიდაცია» ან «ფასდაკლება». არ იფიქროთ, რომ ასეთი ტოტალური ეკონომია გონივრულობის ნიშანია. ეს მხოლოდ იმის ინდიკატორია, რომ თქვენ სახეზე გაქვთ შემოსავლებისა და ხარჯების დისბალანსი, თან ამ პრობლემის გადასაჭრელად არასწორი მიდგომა აირჩიეთ.

სინამდვილეში გაცილებით მეტი ჩვევა უშლის ხელს წარმატების მიღწევას. ეს არის დაბალი თვითშეფასებაც და საკუთარი თავის მიმართ სიბრალულიც. ის ფაქტიც, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება შრომობს ისეთ სამსახურში, რომელსაც ვერ იტანს და ადამიანები სიმდიდრეს განსაზღვრავენ საფულის სისქის მიხედვით ისე, რომ მორალს და სულიერებას საერთოდ არ ითვალისწინებენ.

და ბოლოს, გვინდა გაიგოთ რამდენად დამამცირებელია სიღარიბე – ეს არის ტოტალური უქონლობის დონე, სრული ცხოვრებისეული კრახის დონე. ამიტომ, თუ თქვენ ოთხიდან რომელიმე ჩვევა აღმოაჩინეთ საკუთარ თავში – სასწრაფოდ მოიშორეთ.

გახსოვდეთ – თქვენი კეთილდღეობა, და არამარტო ფინანსური, თქვენს ხელშია.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like