გაიხსენეთ ეს, როცა მოგეჩვენებათ, რომ არაფერი არ გამოგდით!
2580 Views

გაიხსენეთ ეს, როცა მოგეჩვენებათ, რომ არაფერი არ გამოგდით!

1. ბეთჰოვენის სიყრუე ოცდაექვსი წლის ასაკიდან სულ უფრო და უფრო პროგრესირებდა, მას ნაწარმოებების შექმნა არ შეუწყვიტავს.

2. როცა დარვინმა მედიცინა დატოვა, მამა ეუბნებოდა: «შენ არაფერი გაინტერესებს ძაღლებისა და ვირთხების დაჭერის მეტი!»

3. უოლტ დისნეი გაზეთიდან გაათავისუფლეს იდეების არქონის მიზეზით.

4. ედისონის მასწავლებელი ამბობდა, რომ ის სულელია და არაფრის სწავლა არ შეუძლია.

5. ეინშტეინი არ საუბრობდა 4 წლამდე. მისი მასწავლებელი ახასიათებდა მას, როგორც გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს.

6. უდიდესი სკულპტორის – როდენის მამა ამბობდა: «ჩემი შვილი – იდიოტია. მან სამჯერ ვერ მოახერხა ხელოვნების სკოლაში ჩაბარება».

7. მოცარტს, ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ კომპოზიტორს, იმპერატორმა ფერდინანდმა უთხრა, რომ მის «ფიგაროს ქორწინებაში» «ძალიან ცოტა ხმაური და ძალიან ბევრი ნოტებია».

8. მენდელეევს ქიმიაში სამიანი ჰყავდა.

9. როცა ჩვენ ვუყურებთ ავტომობილ «ფორდს», ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი შემქმნელი ჰენრი ფორდი ყოველთვის მდიდარი და წარმატებული ბიზნესმენი იყო. ჩვენ ვხედავთ ამ უდიდეს იმპერიას, რომელიც უკვე ას წელზე მეტია ცოცხლობს და ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ სანამ ფინანსურ წარმატებას მიაღწევდა, ფორდმა რამოდენიმეჯერ გამოაცხადა თავი ბანკროტად– ეს დაემართა ადამიანს, რომელმაც შეცვალა ისტორიის მსვლელობა და მთელი მსოფლიო ბორბლებზე დააყენა.

10. როცა მარკონიმ გამოიგონა რადიო და უყვებოდა მეგობრებს, რომ ამ გამოგონებით სიტყვების გადაცემა შეიძლებოდა გარკვეულ მანძილზე ჰაერში, მათ ჩათვალეს, რომ გაგიჟდა და ფსიქიატრთან მიიყვანეს. რამოდენიმე თვეში კი მისმა რადიომ უამრავი მეზღვაურის სიცოცხლე გადაარჩინა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like