გაეცი სიყვარული

გაეცი სიყვარული

სიძულვილი, შური და შეურაცხყოფა უნდა ჩათვალო საჩუქრად, რომელსაც არ მიიღებ! თუ საჩუქარს არ იღებ ის რჩება თავის პატრონთან!

ნებისმიერი ჩვენთაგანი შეხვედრია უხეშ ადამიანებს, თუმცა მხოლოდ მცირედს შეუძლია ბოროტებაზე სწორი რეაგირების მოხდენა. წონასწორობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, უნდა ვისწავლოთ მსგავსი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოსვლა, მაშინაც კი როდესაც ემოციები ზღვარს სცდება.

გახსოვდეს, რომ ის ვინც სხვას შეურაცხყოფას აყენებს თვითონ ძალიან ცუდათ არის და უბედურია. ერთადერთი მიზეზი, თუ ვინმეს შეიძლება სძულდე, არის ის რომ მას სადღაც სურს შენნაირი იყოს. ამიტომ აზრი არ აქვს გააკეთო იგივე ან გაბრაზდე მასზე. ძალიან რთულია ემოციების მართვა, მაგრამ უნდა აპატიო ყველას და ყველაფერი, რადგან პატიებას ალტერნატივა არ აქვს!

მსგავს ადამიანებს სიყვარული, ზრუნვა, სითბო და მოფერება აკლიათ. განა ძაღლი, რომელიც სიყვარულში და ფერებაში იზრდება შეიძლება იკბინებოდეს?

დილიდანვე ჩაეხუტეთ და მოეფერეთ ერთმანეთს, აკოცეთ, იზრუნეთ, უთხარით კომპლიმენტები ყველას, გადაუხადეთ მადლობა, მოიხადეთ ბოდიში- მართლა არ “ტეხავს”! აღზარდეთ შვილები სიყვარულში და ისინი არასდროს არავის დაჩაგრავენ! ხშირად გაუღიმეთ ერთმანეთს, თქვენმა ღიმილმა შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვის! გიყვარდეთ ყველა ვინც სწორად გექცევათ და დაივიწყეთ სხვა ვინც ამას არ აკეთებს და იცოდეთ, რომ ყველაფერი ცხოვრებაში რაღაც მიზეზით ხდება. თუ გეძლევა შანსი აიღე და თუ ეს შანსი ცვლის მთელს შენს ცხოვრებას, მაშინ მიეცი უფლება ეს მოხდეს!

აჩუქე სიყვარული! 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები

10 ადგილი იტალიაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო 2017 წელს

N1:. რომი თუ თქვენ პირველად მოგზაურობთ იტალიაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ რომი. საუცხოო ტაძრებს, ულამაზეს შადრევნებს და რენესანსს განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. რომი არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი ისურვებდა დაკარგვას.

ცხოვრებისეული

აბრაამ ლონკოლნის წერილი მასწავლებელს

ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს. “ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას.ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე.ყოველი თავგადასავალი თავისთავში

კომუნიკაცია და მოლაპარაკება

ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი: როგორ მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი და დაკავებული ადამიანის კეთილგანწყობა

ფსიქოლოგმა მეგ ჯეინმა დაწერა წიგნი «მნიშვნელოვანი წლები. რატომ არ ღირს ცხოვრების ხვალისთვის გადადება» — წიგნი ეძღვნება 20-30 წლის ადამიანებს, რომელბიც ვერაფრით იგებენ, რა მოუხერხონ საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ ვაქვეყნებთ ფრაგმენტს წიგნიდან,