5 რჩევა იმისათვის, რომ შესძლოთ თქვენს გადაწყვეტილებაში დარწმუნება

5 რჩევა იმისათვის, რომ შესძლოთ თქვენს გადაწყვეტილებაში დარწმუნება

ზიგ ზიგლარის მთვარი წესები გადაწყვეტილების მიღებისას

ადვილია თქვენთვის გადაწყვეტილების მიღება? ფიქრობთ, რომ თქვენი არჩევანი სწორია და მოგვიანებით არ უარყოფთ? ენდობით საკუთარ თავს სწრაფი ან დროული გადაწყვეტილების მიღებისას? კარგით, ბევრი ადამიანი წუხს საკუთარი შესაძლებლობის გამო გადაწყვეტილების მიღებისას, მე დაგენიძლავებით, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენ ხართ.

ყველას აქვს საკუთარი ჩვევა გადაწყვეტილების მიღებაში. თქვენ უბრალოდ არ აღიარებთ მას, შესაძლოა თქვენ არ მოგწონთ ეს პროცესი. გადაწყვეტილება მიიღება როგორც წესი რაღაცის საფუძველზე, მაგრამ თუ დაუფიქრედებით, მაშინ აღმოაჩენთ, რომ ის მოითხოვს უფრო თავდაჯერებულ მიდგომას, ნაკლები სინანულის გრძნობით.

გინდათ ექსპერტისგან რჩევა? თუ შეეკითხებოდით ავტორ ზიგ ზიგლარს, თუ რას აკეთებს ის სწორი გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინ ის გეტყოდათ თქვენ, რომ ის იცავს რამოდენიმე ძირითად წესს.

აი რას გააკეთებდა ის?

  1. გამოიძინეთ. მე თუ ნამდვილად ვარ დაღლილი, მაშინ არ მივიღებ გადაწყვეტილებას (გარდა საგანგებო სიტუაციებისა), მანამდე სანამ დაღლილი ვარ მე არ მივიღებ ახალ გადაწყვეტილებას.
  2. გამოყავით დრო. თუ ვიღაც მაძალებს, რომ მე ვარ ვალდებული გადაწყვეტილება მივიღო ზუსტად ახლა და ეს გადაწყვეტილება არის კრიტიკული, მაშინ მე ვეტყოდი მას: ,,არჩევანი რომ მქონდეს, მე თქვენ გეტყოდით ,,არა’’-ს’’, შემდეგ ცოტას ამოვისუნთქავდი და გადავხედავდი ფაქტებს, იქნებ არის რაიმე საშუალება, რომ დავეთანხმო და ვუთხრა ,,დიახ’’. ბოლოს მე დავუბრუნებდი ბურთს უკან და შევეკითხებოდი: ,, თქვენ გინდათ გაიგოთ ახლავე , თუ რა გადავწყვიტე მე, თუ დაიცდით?
  3. აწონ-დაწონეთ ყველაფერი. განსაზღვრეთ მაქსიმალური მოგება. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა წყდება თქვენს სასარგებლოდ? შეაჯამეთ თქვენი ვარაუდები, რას ელოდებით? როგორია თქვენი მაქსიმალური მოგების მოცულობა? რას დაკარგავთ?
  4. მიიღეთ რჩევა. იმისათვის რომ მიიღოთ გადაწყვეტილება აუცილებელია გაითვალისწინოთ მრჩეველებისგან აზრი. მრჩეველები როგორც წესი წარმატებულები არიან საკუთარ საქმიანობასა და პროფესიაში, მათ აქვთ კარგი ცოდნა, გამოცდილება, სიბრძნე, რაც ეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თქვენ უნდა მიღოთ მათგან რჩევა-დარიგება, გაითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კარგი შედეგით დასრულდება. თუ ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოა და არ ღირს მრჩეველების ჩარევა, მაგრამ მაინც გსურთ რჩევის მიღება, მაშინ შეკრიფეთ თქვენი ოჯახი და მათთან ერთად გააანალიზეთ ამ გადაწყვეტილების პლიუსები და მინუსები.
  5. დაუფიქრდით. ილოცეთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. თუ თქვენ აპირებთ მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილება, მაშინ საერთოდ არ გააკეთოთ ამგვარ გადაწყვეტილებაზე არჩევანი, რადგან გამომდინარე აქედან თქვენ უხერხულად იგრძნობთ თავს; ეს გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში, ეს იქნება პირადი, ოჯახი, კარიერა, ფინანსური, ფიზიკური, გონებრივი თუ სულიერი. იფიქრეთ, თუ რას მიიღებთ ამით.

ეს არის 5 რჩევა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ხაფანგს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ფსიქოლოგია

ქცევის 12 ტიპი, რაც ხელს კრავს გარშემო მყოფთ

ქცევის საშინელი ტიპები, რომლებიც წამლავენ თქვენს ცხოვრებას და თქვენთან ურთიერთობის სურვილს უკარგავს ადამიანებს ქცევა – არის ის, რაც ხშირად არ ჩანს, მაგრამ შეუძლია სრულად შეცვალოს თქვნი ცხოვრება. მაშ ასე, ამ

ზოგადი ფსიქოლოგია

7 ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმი

ნებისმიერი ადამიანის შინაგანი კონფლიქტის მიზეზი, ძირითადად, სექსუალური და აგრესიული იმპულსები და დაძაბულობაა. ჩვეულებრივ ეს კონფლიქტები მცირე დროში თავისთავად გვარდება ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ასე არ ხდება. ჩვენი შინაგანი (ინტერნალური) კონფლიქტები შეიძლება,

ფსიქოლოგია

10 საშუალება იმისათვის, რომ გარშემომყოფებს მოეწონოთ

1. ქარიზმა ნუ იფიქრებთ, რომ ეს თანდაყოლილი თვისებაა. ქარიზმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი თვისება შესაძლებელია გამოიმუშაოთ. ღიმილიანი სახე და იუმორის გრძნობა, ანთებული თვალები, საკუთარი თავის რწმენა – ამ თვისებებს ჯერ