გაბედე თქვა ”არა”

გაბედე თქვა ”არა”

უარის თქმა ძალიან ბევრი ადამიანისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ხშირად გვთხოვენ დახმარებას, კინოში წასვლას, გასეირნებას ან უბრალოდ საუბარს და ამის გაკეთება ჩქვენთვის სულაც არ წარმოადგენს სირთულეს, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, თუ რაში გჭირდებათ ყოველივე ეს? ან ნამდვილად სჭირდება თუ არა ეს მას, ვინც გთხოვთ? ძალიან ხშირად, ამ კითხვაზე პასუხია – არა!

საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს გაუაზრებლად ვაკეთებთ. საბოლოოდ, ბევრი ადამიანი ხვდება, რომ წლები დაკარგა იმის კეთებით, რისი მნიშვნელობაც ნულის ტოლია, ხოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამის ხარჯზე მიუვიწყებია. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: თუ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელად უნდა გავაკეთოთ.

რატომ და როგორ ვთქვათ უარი?!

უარი, ზოგჯერ, დახმარებაზე მეტად სასარგებლოა. ჩვენს ცნობიერებაში ჩაბეჭდილია სხვისი დახმარების სურვილი, მაგრამ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ დახმარებით შესაძლოა საპირისპირო შედეგი მივიღოთ. მათ, ვისაც უარის თქმა არ შეუძლია, ჰგონიათ, რომ მათი დახმარების გარეშე ადამიანს უარეს მდგომარეობაში ჩააგდებენ, თუმცა ცდებიან. მაგალითად: თუ ბავშვს ერთხელ დაეხმარებით დავალების შესრულებაში, იგი მადლობას გეტყვით, თუ სამჯერ – ის დაინახავს კანონზომიერებას და ჩათვლის, რომ ვალდებული ხართ მეოთხედაც დაეხმაროთ, ამით თქვენ არ აძლევთ მას საშუალებას თავად ისწავლონ „ფრენა“. ზოგჯერ, უარის თქმით, ადამიანს ვაძლევთ საშუალებას წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

დაადგინეთ პირადი საზღვრები. როცა უარის თქმისას საპატიო მიზეზი არ გავქვს, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით. ხოლო თუ მნიშვნელოვანიი საქმე გვაქვს, უარი არანაირ ნეგატიურ ემოციას არ იწვევს. პირადი საზღვრების დადგენა, ნიშნავს განსაზღვროთ საკუთარი პრიორიტეტები. როცა მკაფიოდ გაქვთ განსაზღვრული თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, მარტივად ფილტრავთ ყველა უმნიშვნელო მოვლენას. მაგალითად: თუ ალკოჰოლთან ნეიტრალური დამოკიდებულება გაქვთ, ადვილი იქნება თქვენი მიტყუება ხმაურიან მსმელთა კამპანიაში. მაგრამ, თუ არ სვამთ, თქვენი დათანხმება შეუძლებელი იქნება და, დიდი ალბათობით, დაკავდებით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმით.

იმისათვის, რომ შეძლოთ უარის თქმა სხვისთვის, ამის გაკეთება საკუთარ თავთან უნდა შეგეძლოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ უარის თქმა სხვისთვის უფრო რთულია, ვიდრე საკუთარი თავისთვის. წონაში დაკლება, მაგალითად, ძალიან მარტივია – საკმარისია უარი თქვა ტკბილ ფუნთუშაზე ძილის წინ. უბრალოდ თქვით და გააკეთეთ. უარი თქვით იმაზე, რაც უმნიშვნელოა და ჩაანაცვლეთ იგი სასარგებლოთი.

წარმატება. უარის თქმის ცოდნა ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია გახდე წარმატებული. წარმატებულმა ადამიანმა იცის დროის ფასი, შეუძლია მისი სწორად გადანაწილება და არ ხარჯავს მას ფუჭად. თუ მას სასეირნოდ წასვლაზე დაითანხმებთ, ეს მისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მან ზუსტად იცის რისთვის აკეთებს ამას. სწორედ იმიტომ არიან ისინი წარმატებულები, რომ შეუძლიათ უარის თქმა. მათ აქვთ ძლიერი ნებისყოფა.

დარწმუნების უნარი. არა – ნიშნავს არას! ყველაზე ცუდი მომენტია, როცა ბევრი უარის მიუხედავათ თქვენი თანამოსაუბრე მაინც ცდილობს თქვენს დაყოლიებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ვერ დაარწმუნეთ. ზოგ სიტუაციაში უარი ფლირტს ჰგავს. უნდა ისწავლოთ საკუთარი პრიორიტეტების მკაფიოდ გადმოცემა, რათა თქვენი თანამოსაუბრე დარწმუნდეს, რომ აზრს არ შეიცვლით.

პატივისცემა. უარს არ ამბობს მხოლოდ ის, ვისაც არ შეუძლია რამით დაკავდეს. იპოვეთ საკუთარი საქმე და ნახავთ, რომ სხვისი საქმის და ახირებების შესასრულებლად დრო აღარ დაგრჩებათ. აჩვენეთ მათ, რომ თქვენთვის საკუთარი საქმე უფრო მნიშვნელოვანია და ისინიც დააფასებენ თქვენს დროს. დახმარებას კი გთხოვენ მხოლოდ აუცილებელ და გადაუდებელ სიტუაციებში.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ თქვათ უარი ისე, რომ არ აწყენინოთ.

თქვით, რომ დაფიქრდებით. ასეთ დროს თქვენი თანამოსაუბრეც იწყებს ფიქრს, ნამდვილად არის თუ არა ეს საქმე მნიშვნელოვანი. საბოლოოდ უფრო რბილად შეძლებთ უარის თქმას.

გადაუხადეთ მადლობა ნდობისთვის და მოუხადეთ ბოდიში. თავაზიანობა ყოველთვის დიდი პლიუსია. ასე შეძლებთ უარის თქმას ნეგატივის გარეშე.

არასდროს ინანოთ, რომ უარი თქვით. ის, ვინც თქვენს დროსა და ენერგიას პატივს სცემს, ყოველთვის გაგიგებთ, ხოლო „პარაზიტები“ ჩამოგშორდებიან, რაც დიდი პლიუსია (შეეცადეთ ერთმანეთისგან კარგად განასხვაოთ „პარაზიტი“ და უბრალოდ სასოწარკვეთილი ადამიანი).

ყოველივე ზემოთ ხსენებული არ ნიშნავს, ყოველთვის და ყველასთვის უარის თქმას. უბრალოდ უნდა ისწავლოთ, როდის მისცეთ თავს იმის უფლება, რომ საკუთარი დრო სხვას მოახმაროთ და როდის თქვათ ამაზე უარი.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ