გაბედე, იფიქრე, იოცნებე და იმოქმედე მასშტაბურად…!

გაბედე, იფიქრე, იოცნებე და იმოქმედე მასშტაბურად…!

როცა კომფორტის ზონიდან გადიხარ და მოქმედებ, შენს თავსაც ეხმარები და სხვებსაც. საკუთარ თავს თავად უხსნი გზებს, რომელიც შენი ოცნებებისკენ მიდის. შენს თავს თავად ხდი იღბლიანს, ბედნიერს, რეალიზებულს, თავდაჯერებულს, სავსეს, თავისუფალს, ძლიერს, შენს თავს თავად ჩუქნი სასწაულებს და მერე უკვე სამყარო სარკესავით მოგყვება, რადგან შენი ცხოვრება – შენი დღევანდელი რეალობა, შენი შინაგანი სამყაროს ანარეკლი და გაგრძელებაა. დიახ, აქ შეცდომები არ არსებობს.

ორი კვირის უკან გამოვაქვეყნე ინფორმაცია, რომ ჩემი მიზანი თებერვლის ბოლომდე 20 ადამიანთან მუშაობა იყო ბაირონ ქეითის ‘’სამუშაო’’ ინსტრუმენტით და ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ იდეამ გაამართლა. წამოვიდა შეტყობინებების კორიანტელი და პირველივე წუთებიდანვე ვგრძნობდი, რომ სწორი გზით მივდიოდი…..!!!
სურვილმა, ვყოფილიყავი ადამიანებისთვის სასარგებლო, მიაღწია არა მხოლოდ საქართველოს სხვა და ხვა კუთხეებში, არამედ გასცდა საზღვრებს და მწერდა ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი, განსაკუთრებით ამერიკიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან  ჩვენი საამაყო ემიგრანტები იწერებოდნენ, რომ მათ სურდათ ჩემთან ინდივიდუალური მუშაობა ბაირონ ქეითის ‘’სამუშაო’’ ინსტრუმენტით. და ყველაზე მაგარი ის არის, რომ ეს შეტყობინებები და გამოხმაურება დღემდე გრძელდება.

ამიტომაც დაწყებულ საქმეს მე აუცილებლად ვაგრძელებ!!! 

ვხსნი მაქსიმალურად ჩემს გულს, რესურსებს და უნარებს და სამყაროში ვაჟღერებ კიდევ ერთ დიდ სიახლეს.

ჩემი მიზანია 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე სასარგებლო ვიყო კიდევ 100 სრულიად უცხო ადამიანისთვის და ინდივიდუალურად ვიმუშაო მათთან ბაირონ ქეითის ‘’სამუშაო’’ ინსტრუმენტით სიმბოლურ ფასად.
ზუსტად ვიცი, მჯერა, ვგრძნობ და ვხედავ რა საოცარი გზა და პროცესები გველოდება წინ მე და ამ 100 ადამიანს ერთად….

აი, სწორედ ასეთ საინტერესო, სიცოცხლით სავსე და შთამაგონებელ ცხოვრებაზე ვოცნებობდი ხოლმე ყოველთვის და თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია! და მე ეს დასაწყისიც, ჩემი ოცნების ცხოვრების, მიყვარს მთელი გულით და სულით.

როგორც ჩავიფიქრე, ზუსტად ისე ხდება. 2019 წელი ახალი შესაძლებლობების, დიდი მიზნების მიღწევის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის სასარგებლოდ ყოფნის წელიწადია და ეს კიდევ უფრო მეტ ძალას, სიცხადეს და შთაგონებას მაძლევს, რომ ჩემი ოცნების ცხოვრების შენება კიდევ უფრო დიდი რწმენით და შინაგანი ძალით გავაგრძელო.

როგორც წინაზე, ახლაც მჯერა რომ აუცილებლად წაიკითხავს 100 ადამიანი, ამ ინფორმაციას, ის 100 ადამიანი, ვისთვისაც სასარგებლო ვიქნები ბაირონ ქეითის ‘’სამუშაო’’ ინსტრუმენტით და ასევე მალე ახლი პროფესიით …… ქოუჩინგით, რომლის შესწავლაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ახლა უკვე ჩემი ოცნების პროფესიის შესწავლის პროცესში ვარ. 

100 სრულიად უცხო ადამიანთან ინდივიდუალურად მუშაობა 2019 წლის ბოლომდე – ძალიან, ძალიან შთამაგონებელი მიზანია  და მჯერა, რომ ამ 100 ადამიანისთვისაც ისეთივე სასარგებლო და შთამაგონებელი იქნება ბაირონ ქეითის ‘’სამუშაო’’ ინსტრუმენტით მუშაობა, როგორც სხვა ადამიანების შემთხვევაში.

და ბოლოს, ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს. გისურვებთ ჰარმონიულ, ბედნიერ, სიხარულით, სიყვარულით სავსე ცხოვრებას.  მჯერა, რომ დედობა ქალის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი უდიდესი მისაა და ყველა ქალს და მომავალ დედას ვუსურვებ ამ მისიის ღირსეულად შესრულებას.

გააზიარეთ ეს სტატია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გამოჩნდეს ეს შესაძლებლობა და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ვიყო სასარგებლო. 

დიდი სიყვარულით მარიამი!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ინტერვიუ B2P.GE – ის დამფუძნებელთან გიორგი მანასიანთან

‘’მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი ეძებს საკუთარ თავს, მაგრამ ბევრი ნაადრევად ნებდება. ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც მე ვთქვი: კმარა უმოქმედობა! კმარა ნაცრისფერი მასის წევრად ყოფნა! კმარა უიმედობა! და შეიქმნა

Print Friendly, PDF & Email

10 საშიში ურთიერთობა, რომლებსაც ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები გაურბიან

გთავაზობთ არასწორი ურთიერთობების ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, რომლებისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები. ნებისმიერ წარუმატებელ ურთიერთობას მოაქვს ტკივილი, მაგრამ როცა თავისუფლდებით არასწორი ურთიერთობებისგან, თქვენ ნამდვილად მოგებული რჩებით. მოზარდობის პერიოდში

Print Friendly, PDF & Email

ინტერვიუ ჰარვარდელ არჩილ ჭეიშვილთან

B2P.GE- ს  დღევანდელი რესპოდენტი, არჩილ ჭეიშვილია. მასზე ბევრიც თქმულა და ბევრიც დაწერილა თუმცა, მის შესახებ და მისი წარმატებების შესახებ, გვსურს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის

Print Friendly, PDF & Email

კავშირი საკვებსა და ადამიანის ორგანოებს შორის

ყველამ ვიცით გამოთქმა – ,,შენ ხარ ის, რასაც ჭამ“. შესაძლებელია ამ გამოთქმას სხვა ფარული აზრიც ჰქონდეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ორგანოების მსგავსი საკვები პროდუქტები, რომლებიც ზუსტად ამ ორგანოებისთვის არიან სასარგებლონი. მაგალითად,

Print Friendly, PDF & Email

ჩარლზ დაჰიგი: როგორ დავნერგოთ კარგი ჩვევები

რამოდენიმე ფაქტი ჩარლზ დაჰიგის წიგნიდან «ჩვევის ძალა» – იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ჩვევები. 1. როგორ ხდება ჩვევების ფორმირება ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ახალს ვაკეთებთ, ტვინი ამუშავებს ინფორმაციის

Print Friendly, PDF & Email

ვადიმ ზელანდის (Vadim Zeland) 10 რჩეული ფრაზა

1. ისწავლეთ ტკბობა ცუდი ამინდით, რიგსა და საცობში დგომით, პრობლემით, ნებისმიერი ნეგატივით. ასეთი მექანიზმი თანდათან გაასუფთავებს ზეცას თქვენი სამყაროს თავზე. თქვენ მხოლოდ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ

Print Friendly, PDF & Email