გააკეთე ის, რისიც გეშინია!

გააკეთე ის, რისიც გეშინია!

ხშირად გვესმის „კომფორტის ზონის“ შესახებ, მაგრამ ცოტას თუ ესმის მისი მნიშვნელობა და ის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დატოვება. ბევრი თვლის, რომ ეს არის მდგომარეობა, სადაც თავს ფიზიკურად ან ემოციურად ყველაზე კარგად გრძნობ. სინამდვილეში, „კომფორტის ზონა“ სულაც არ იწვევს სასიამოვნო ემოციებს. ხშირად იგი ემთხვევა მარტოობას, წყენას, წუხილსა და სასოწარკვეთას. „კომფორტის ზონა“ სხვა არაფერია, თუ არა „ნაცნობი ზონა“. ეს არის ემოციური ან ფიზიკური მდგომარეობა, რომელსაც უბრალოდ შევეჩვიეთ. ადამიანები არ ინარჩუნებენ დაბალანაზღაურებად სამსახურს იმის გამო, რომ ეს კომფორტულია, ისინი რჩებიან იმიტომ, რომ ეს ადგილი მათთვის ნაცნობია. მათზე მანიპულირებს შეგრძნება, რომ იციან რას მოელოდნენ, შესაბამისად, მომხდარზე ადეკვატური რეაგირების მოხდენას შეძლებენ. ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი.

აქედან გამომდინარე მარტივი მისახვედრია, თუ რას წარმოადგენს დისკომფორტი. ეს არის ნაბიჯი უცნობ გარემოში დიდი რისკით. ბავშვობიდანვე გვიფრთხილდებიან და გვიცავენ დამარცხებისგან, გვიცავენ იმდენად, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება შესაძლო მარცხს, იმედგაცრუებას, ასოცირდება ქმედებებთან, რომელის გაკეთებაც არ შეიძლება.

დავტოვოთ კომფორტის ზონა!

მოკლედ რომ ვთქვათ, მოეშვით “სირაქლებას პოზაში” ყოფნას, თვალი გაუსწორეთ სირთულეებს. იმის ნაცვლად, რომ იკითხოთ: „იქნებ უარესი იყოს?!“, საკუთარ თავს გაუმეორეთ: „წავალ და გავიგებ როგორია!“. ცხოვრება კომფორტის ზონის მიღმა – ეს არის ცხოვრება მუდმივ შემეცნებაში, ახლის ძიებაში. დღეს წახვალ სპორტულ დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გრცხვენია შენი სხეულის, ხვალ ახალ სამსახურს ნახავთ, ზეგ – ჩამოშორდებით უსარგებლო გარემოს.

სულ მალე, თქვენი „კომფორტის ზონა“ გახდება „დისკომფორტის ზონა“, რადგან ადამიანი ყველაფერთან ადაპტირდება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები

როგორ გადავლახოთ გამოწვევები სამსახურში

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად  მომზადებული  თუ ორგანიზებული ხარ, დაბრკოლებები ყოველთვის მოაღწევს შენამდე, გაიძულებს გამოხვიდე საკუთარი კომფორტის ზონიდან და მოიმოქმედო რაიმე, რათა გადალახო ისინი. და როდესაც შენ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდები, პირველი

ფსიქოლოგია

6 მარტივი და ეფექტური ხერხი პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის

შეყვარებული წყვილისთვის ადვილია აღფრთოვანებული განწყობით იყვნენ ერთმანეთის მიმართ. მათ არ აქვთ ფუნქციები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები ერთმანეთის და ოჯახის მიმართ. არ აქვთ საზრუნავი და ოჯახური კრიზისული მომენტები (ფინანსური პრობლემები, ჯანმრთელობის მოგვარების საკითხი,

ბიზნესფსიქოლოგია

10 ისტორია, რომლებიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში

1. ბებია მოზეზს არასოდეს უსწავლია სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი გახდა. ის პატარა ფერმაში ცხოვრობდა, ბავშვობიდან ბევრს მუშაობდა. ხატვა კი მაშინ დიწყო, როცა 76 წლის