გააბით სასიყვარულო რომანი საკუთარ თავთან

გააბით სასიყვარულო რომანი საკუთარ თავთან

თუ თქვენ წარსულის მოგონებებით ცხოვრობთ, ოცნებობთ მომავალზე და არ შეგიძლიათ შეიგრძნოთ აწმყოში მიმდინარე მოვლენები, თუ თქვენ გამუდმებით ნეგატიური ფიქრები გაქვთ, თუ თქვენ ხშირად გაღიზიანებულები, უკმაყოფილოები ან გაბრაზებულები ხართ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იმაზე მეტს იმსახურებთ, ვიდრე გაქვთ, თუ თქვენს წარუმატებლობას სხვებს აბრალებთ, თუ თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები – მაშინ ნამდვილად დროა რაღაც შეცვალოთ!

ვიყოთ გულწრფელები და გამოვუტყდეთ საკუთარ თავს რომ პრობლემა ჩვენშია და არა სხვებში. თუ უკეთესი ცხოვრება გვსურს, თავად უნდა გავხდეთ უკეთესები. გავხსნათ გონება ახლისა და ცვლილებების მისაღებად!

მოდით თავი დავანებოთ სხვებს: ქმრებს, ცოლებს, შვილებს, მშობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, კოლეგებს, მთავრობას, ქვეყანას, სამყაროს. გადავეჩვიოთ სხვებზე ყველაფრის გადაბრალებას. წარუმატებლობის საწინდარი არაცნობიერი გონებაა, ამიტომ პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობა და პიროვნული განვითარებაა საჭირო.

დავკავდეთ საკუთარი თავით და მერე დანარჩენით! გავმართოთ მოლაპარაკებები საკუთარ თანვთან! გავაბათ სასიყვარულო რომანი საკუთარ თავთან! გავხდეთ საკუთარი თავისთვის საინტერესო!

ცხოვრებაში წარმოქმნილ დაბრკოლებებს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან იგი ხელს უწყობს ჩვენს სულიერ განვითარებას. ხოლო იმისთვის, რომ მივხვდეთ რა და როგორ შევცვალოთ, პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გაცნობიერება და ფიქრების ანალიზი, უნდა გავთავისუფლდეთ ეგოსა და საკუთარი თავის სიბრალულის გრძნობისგან. უნდა გავხდეთ მეტად ძლიერები, დამოუკიდებლები, გონიერები, პასუხისმგებლიანები, გახსნილები. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია და ნუ ველოდებით სხვას.

ხოდა დავიწყოთ საკუთარი თავით, ამისთვის კი ხშირად უნდა განვმარტოვდეთ და დავაკვირდეთ საკუთარ თავს. გავაცნობიეროთ ჩვენი ფიქრები, შეგრძნებები, ქმედებები და მათი გამომწვევი მიზეზები. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, ამის შემდეგ თავადვე ვიპოვით სწორ პასუხებს!

მხოლოდ საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფ ადამიანს შეუძლია ჰარმონიული ცხოვრება სხვებთან და სამყაროსთან!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რისი გაკეთება შემიძლია მარტოს?

1. შეწყვიტე ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა ნარკოტიკული პროდუქტის შეძენა და გამოყენება. 2. იმკურნალე სახალხო მეთოდებით, ბალახებით და არა აბებით და მიქსტურებით, რომელთა მიღებასაც აზრი არ აქვს. 3. იარე ფეხით რაც

Print Friendly, PDF & Email

მაკულატურის მოშორების დროა! ახალი წელი მოვიდა!

რაც უფრო ადრე გადაყრი ნაგავს, მით უფრო ადრე შემოვა რაღაც ახალი შენში. მაშ ასე, ის რაც ახლავე უნდა მოიშორო: 1. უარყოფითი ფიქრები – ბოლოს და ბოლოს მიხვდი, რომ ცუდათ ხარ

Print Friendly, PDF & Email

სტივ ჯობსის 20 შთამაგონებელი ციტატა პერფექციონისტებისთვის

ადამიანი, რომელიც იდგა პერსონალური კომპიუტერების აღმოცენების ერის დასაწყისთან, კომპანია Apple-ის დამფუძნებელი, სტუდია Pixar-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი — სტივ ჯობსი ტექნოლოგიებში აფასებდა სილამაზეს და მოხერხებულობას. მან სრულყოფილება ცხოვრების ძირითად პრინციპად აქცია. B2P.GE-მ შეაგროვა

Print Friendly, PDF & Email

გაბედე, იფიქრე, იოცნებე და იმოქმედე მასშტაბურად…!

როცა კომფორტის ზონიდან გადიხარ და მოქმედებ, შენს თავსაც ეხმარები და სხვებსაც. საკუთარ თავს თავად უხსნი გზებს, რომელიც შენი ოცნებებისკენ მიდის. შენს თავს თავად ხდი იღბლიანს, ბედნიერს, რეალიზებულს, თავდაჯერებულს, სავსეს, თავისუფალს,

Print Friendly, PDF & Email

მონობა თანამედროვე სამყაროში

როგორ გამოიყურება მონობა თანამედროვე სამყაროში? – ამ შემთხვევაში იგულისმება ეკონომიკური «მონობა» და მუდმივი მუშოაობის იძულება. 1. თანამედროვე მონა იძულებულია იმუშაოს გაუჩერებლად, ქანცის გაწყვეტამდე, რამდენადაც მის მიერ 1 თვეში გამომუშავებული სახსრები

Print Friendly, PDF & Email

ვპოულობთ იმას რასაც ვეძებთ

ბუზი თუ ფუტკარი?

აღარც კი მახსოვს სად და როდის ამოვიკითხე უსაყვარლესი ანდაზა ბუზისა და ფუტკარის შესახებ, ერთი კი გავიფიქრე მაშინ – ამდენ ბუზებს რა დათვლის მეთქი!

Print Friendly, PDF & Email