ფულთან მოქცევის 9 წესი
2965 Views

ფულთან მოქცევის 9 წესი

წესი № 1. დააფასეთ საკუთარი თავი
მუდმივად გაზარდეთ თქვენი შემოსავლები. თუ თქვენი მიმდინარე სამსახური აღარ გაკმაყოფილებთ ფინანსურად, განეწყვეთ ახლის საძებნელად ან დამატებითი შემოსავალი მოძებნეთ.

წესი № 2. ნუ ჩადებთ ფულს იმაში, რაც არ გესმით
ჯერ გაერკვიეთ როგორ მუშაობს ესა თუ ის საქმე, რადგან საქმეების კარგი მსვლელობის დროსაც კი თქვენ შეგიძლიათ შემოსავლის ნაწილი გაუშვათ ხელიდან. წარმოიდგინეთ რა იქნება წარუმატებლობის შემთხვევაში.

წესი № 3. ნუ დაუჯერებთ ფუჭ დაპირებებს
თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ რაც უფრო მეტი თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი, მით უფრო მეტად შეიძლება გარისკვა. რისკი გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ფულს ინვესტიციაში დებთ, რომლებიც სამომავლოდ მოგიტანენ დივიდენდებს. თუ ფულს ისეთ რამეში ხარჯავთ, რაც სამომავლოდ შემოსავალს არ მოგიტანთ, გარისკვას აზრი საერთოდ არ აქვს.

წესი № 4. ისწავლეთ საკუთარი ფინანსების კონტროლი
ადამიანების უმრავლესობას თვის ბოლოს არც კი ახსოვს რაში დახარჯა შემოსავლების 30-50%! ამიტომ, ფულთან სწორად მოპყრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების გაკონტროლება. გარკვევით ჩაიწერეთ ხარჯები, დაგეგმილი შემოსავალი და ყოველი თვის ბოლოს გააკეთეთ ანალიზი.

წესი № 5. დაგეგმეთ პირადი (ოჯახის) ბიუჯეტი
წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ საახალწლოდ საჭიროა საჩუქრების და საახალწლო სუფრისთვის უამრავი პროდუქტის ყიდვა, შემოდგომის ბოლოს გამათბობელია ჩასართველი, გაზაფხულზე სტომატოლოგთან ვიზიტია საჭირო, საფხულში კი დასასვენებლად წასვლა.

წესი № 6. მუდმივად გადადეთ გამომუშავებული თანხის გარკვეული ნაწილი
ფულის დაგროვებითაც შეიძლება სიამოვნების მიღება, რადგან რაც უფრო დიდი დრო გადის, მით მეტია დაგროვილი თანხა, ეს კი თავის მხრივ არამარტო გულს ახარებს, არამედ თავდაჯერებულობას გვმატებს. ოპტიმალურად გადადეთ შემოსავლებიდან 10-20%, ამ ფულის არარსებობას საერთოდ ვერ შეამჩნევთ. ამ გზით შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა მსხვილი შენაძენისთვის, სამოგზაუროდ ან უბრალოდ ფული მუდმივად გქონდეთ ანგარიშზე. თან არ დაგავიწყდეთ გამოთქმა «ფული ფულს იზიდავს»

წესი № 7. ნუ ჩაეფლობით ვალებში
შეეცადეთ ვალებში არ ჩაეფლოთ, განსაკუთრებით მსხვილ ვალებში. ნურასოდეს დახარჯავთ გადადებულ ფულს, ამ შემთხვევაში თქვენ რისკავთ საერთოდ უფულოდ დარჩეთ. არასოდეს არ ჩადოთ ინვესტიციის სახით სხვისი ფული, თუ არ გაქვთ ამ თანხის გასტუმრების საშუალება მათი დაკარგვის შემთხვევაში.

წესი № 8. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში
თუ გინდათ იყოთ წარმატებული, საჭიროა მუდმივად განვითარება. იარეთ სემინარებზე და ტრენინგებზე, აიმაღლეთ კვალიფიკაცია კურსებზე სიარულით. გახსოვდეთ – რაც უფრო ძვირად ფასობ, მით მეტს იმსახურებ.

წესი № 9. ნუ გამოეკიდებით იდეალებს
ბევრ ადამიანს უნდა ჰქონდეს უზარმაზარი სახლი, მოდური მანქანა, იახტა, გენერალური დირექტორის თანამდებობა ან ბიზნესის ფლობა. სტატუსის გამუდმებით დევნა არ აძლევთ მათ საშუალებას იყვენენ ბედნიერბი მოცემულ მომენტში.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like