არსებობს ფულის შოვნის სამი გზა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

არსებობს ფულის შოვნის სამი გზა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. დროის ფულად ქცევა
ფულის შოვნის ეს მეთოდი გამოიეყენება ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობის მიერ დედამიწაზე. იურისტები და სანტექნიკოსები, მეეზოვეები და ბანკების კლერკები, ოფისის თანამშრომლები და მაღაზიის გამყიდველები – ყველა ეს ადმაიანები დაკავებული არიან იმით, რომ მოახდინონ დროის ფულად კონვერტაცია.

ამ მეთოდს აქვს ერთი ნაკლი, რომელიც ყველა დანარჩენ დადებითს ფარავს: ადამიანები, რომლებიც ახდენენ საკუთარი დროის ფულად კონვერტირებას, ძალიან იშვიათად (ან არასოდეს!) იღებენ იმას, რაც უნდათ. მათ მუდმივად არ ჰყოფნით დრო ან ფული. უხეშად რომ ვთქვათ მათ წინაშე მუდმივად არჩევანი დგას: ან უნდა იყიდონ რაიმე ძვირფასი და ფასეული (მაგალითად ბინა ან მანქანა), ან დრო დაუთმონ საკუთარ თავს და ახლობლებს.

ამიტომ, საკუთარი დროის ფულად ქცევის მეთოდი ყველაზე უარესია სხვა მეთოდებს შორის.

2. ფულის სარფიანად დაბანდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ფული მიიღოთ
გონივრული მეთოდია, რომლის ყველაზე დადებითი მხარე არის ის, რომ ფული შოულობს ფულს თქვენი უწყვეტი კონტროლის ქვეშ. ამისათვის საკმარისია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, რათა გაიგოთ სად არის მოცემულ მოემტში მომგებიანი ფულის დაბანდება შემოსავლის მიღების მიზნით.

ამ მეთოდის ერთად-ერთი მაგრამ კატასტროფული ნაკლი არის ის, რომ ადამიანების უმრავლესობას არ აქვს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ სადმე დააბანდოს. თუ თქვენ მოულოდნელად მიიღეთ მემკვიდრეობა – მაშინ ეს მეთოდი თქვენთვისაა, მაგრამ თუ თქვენ იწყებთ ნულიდან, ის თქვენ ნამდვილად არ შეგეფერებათ.

3. ფულის მიღება სხვა ადამიანების ხარჯზე
თქვენი ამოცანაა დააორგანიზოთ თქვენი შემოსავალი ისე, რომ ის მიიღებოდეს იმ ძალისხმევისგან, რომელსაც გაწევენ სხვები თქვენი კეთილდღეობისთვის. ამ მეთოდის დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ არ ხარჯავთ მთელ თქვენს თავისუფალ დროს შემოსავლის შოვნაზე, თქვენს ნაცვლად ამას სხვა ადამიანები აკეთებენ. თქვენ უნდა მოახდინოთ მათი ორგანიზება ამ საქმეზე. აღნიშნული მეთოდის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის, რომ მისი რეალიზაციისთვის აუცილებელია გარკვეული ორგანიზატორული უნარების ქონა და რაც მთავარია, უნდა შეგეძლოთ მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

თუ თქვენ შეუპოვრად დაიწყებთ ამ მეთოდის რეალიზაციაზე მუშაობას, მაშინ ადრე თუ გვიან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას მიაღწევთ. გახსოვდეთ, სხვების ძალისხმევის გამოყენებით ფულის შოვნის მეთოდი არის საუკეთესო აღნიშნულ მეთოდებს შორის.

რა უნდა გააკეთოთ შემდეგ?
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ რომელი მეთოდით აპირებთ ფულის შოვნას, უნდა დაისახოთ მიზანი.

იმისათვის, რომ რაიმეს მიაღწიოთ აუცილებელია ნათელი წარმოდგენა იქონიოთ რა გინდათ ზუსტად. თუ ეს რაღაც არის ფული, მაშინ ჯერ აიღეთ სუფთა ფურცელი, კალამი და დაწერეთ ის თანხა, რომლის გამომუშავებაც გსურთ თვის მანძილზე (დღის, წლის).
გახსოვდეთ, ეს თანხა – არ არის არც საფულეში ჩალაგებული ფული და არც საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ადამიანები მზად არიან ფულის ეს რაოდენობა გადაცვალონ იმ მომსახურებაზე, რომელსაც თქენ მათ შესთავაზებთ. საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ არის სარგებლის მომტანი ადამიანებისთვის? თუ ასეა, მაშინ ისინი ყოველთვის მზად იქნებიან გადაგიხადონ ფული, თან ისე, რომ არც კი დაფიქრდებიან თანხის რაოდენობაზე, რადგან თქვენი მომსახურება დაიმსახურებს შესაბამის ჯილდოს.

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანებს, ასე თქვენი ქონებაც გაიზრდება. ამის შემდეგ თქვენ გააცნობიერებთ, რომ რაც უფრო მეტად ეხმარებით სხვებს, მით უფრო მეტ ფულს შოულობთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ მოვიქცეთ თუკი კრედიტს ვერ ვფარავთ?!

როგორ მოვიქცეთ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ ვიხადოთ ვალები და შევინარჩუნოთ ქონება. როცა კრედიტს ვიღებთ, დაახლოებით მაინც გვაქვს წარმოდგენილი თუ როგორ გადავიხდით მას: ხელფასიდან, პრემიიდან, ნელნელა, მცირე დანაზოგის გაკეთებით. უფრო

Print Friendly, PDF & Email

8 რჩევა, იდეის განხორციელებისთვის, მათთვისაც კი, ვისაც ბევრი ფული არ აქვს

1. ააწყვეთ თქვენი ბიზნესი იმაზე, რაშიც კარგად ერკვევით იმის მაგიერ, რომ ფული გაურკვეველ სფეროებში დააბანდოთ, ააწყვეთ თქვენი ბიზნესი იმ საქმეზე, რაც კარგად იცით და შეგიძლიათ აკეთოთ. რაც უფრო ნაკლებად დამოკიდებული

Print Friendly, PDF & Email

10 რჩევა ფინანსური წარმატების მისაღწევად

1. გადაწყვიტეთ საკუთარ თავთან, რომ იყოთ მატერიალურად წარმატებული ადამიანი. ეს მკვეთრად განსხვავებული მდგომარეობაა, იმისგან, რასაც გამდიდრებაზე ოცნება ან გამდიდრების სურვილი ჰქვია. შექმენით ისეთი მდგომარეობა, თითქოს ეს უკვე მოხდა. ფინანსური დამოუკიდებლობა

Print Friendly, PDF & Email

მოქმედი მარკეტინგული იდეები საცალო ვაჭრობისთვის

თქვენ ახლახანს გახსენით ბიზნესი. როგორ უნდა განაცხადოთ ამის შესახებ? ყოველთვის იქონიეთ თან სავიზიტე ბარათები და განათავსეთ ისინი თქვენი სამიზნე აუდიტორიის ადგილსამყოფელში. მოამზადეთ სასაჩუქრე სერთიფიკატი და გამოიყენეთ ანკეტა მისი გაცემისას, რათა

Print Friendly, PDF & Email

ემოციონალური ინტელექტი

რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან   IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) – პრაქტიკულად უცვლადია. IQ ადამიანის მიერ გროვდება 18 – 22 წლამდე და შემდეგ რჩება უცვლელი.

Print Friendly, PDF & Email

ის ეძებდა მდიდარ ქმარს. პასუხი ბანკირისგან, ყველასთვის გამაოგნებელი იყო

ეს გოგონა ეძებდა მდიდარ ქმარს გაცნობის ფორუმების გამოყენებით. მან დაწერა შემდეგი: «მე არ ვაპირებ მოვიტყუო რატომ ვარ აქ. ამ წელს 25 შემისრულდება. მე ძალიან მიმზიდველი ვარ. კარგი გემოვნება და სტილის

Print Friendly, PDF & Email