ფულის გონივრულად ხარჯვამ შესაძლოა უფრო გაგაბედნიეროთ, ვიდრე დანაზოგმა
559 Views

ფულის გონივრულად ხარჯვამ შესაძლოა უფრო გაგაბედნიეროთ, ვიდრე დანაზოგმა

ფულის ხარჯვამ თქვენი ცხოვრება შესაძლოა უფრო ბედნიერი გახადოს – თუ გავითვალისწინებთ ადამიანის ყველა ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ემოციურ მოთხოვნებს, შესაძლებელია სრულიად წარმატებული ცხოვრების მოწყობა იმ საგნებით, რომელთა შეძენა მხოლოდ ფულით არის შესაძლებელი. მასლოუს მიხედვით, მოთხოვნილებათა პირამიდის მოდელი შედგება ხუთი საფეხურისგან, რომელთაგან თითოეული მიუთითებს ადამიანის მოთხოვნილებებისა და მოტივაციის შესახებ. ამ პირამიდის წვერზე არის ადამიანის თვითრეალიზაცია, რომელიც მიიღწევა რამოდენიმე საშუალებით.

«თვითრეალიზაციისკენ წამყვანი ქმედებები», მასლოულს კვლევის თანახმად, მოიცავს «რაიმე ახლის გამოცდას, ტიპიური და სრულიად უსაფრთხო გზის არჩევის ნაცვლად» და ცხოვრების გატარებას «იმ ბავშვის მსგავსად, რომელიც მობილიზებულია საკუთარ ქცევაზე და გარშემო არსებულ ყველა ინფორმაციას ისრუტავს». როგორ შეიძლება ცდა ამ ბავშვის მსგავსად იცხოვროთ და ფული არ დახარჯოთ მომდევნო მოგზაურობაზე ან ახალ რესტორანში ვიზიტზე?

არსებობს უამრავი უფასო საშუალება, რაც ხელს უწყობს თვითრეალიზაციის მიღწევას და თავისთავად ეს ყველაფერი მოიაზრებს მძიმე შრომას და პასუხისმგებლობის გრძნობის ქონას. თუმცა ასეთი ცხოვრების მოწყობის ნაწილიც რაღა თქმა უნდა ფული ღირს.

წარმოიდგინეთ, რომ აგროვებთ ფულს პენსიაზე გასვლამდე, ან სახლის საყიდლად, ან თუნდაც საფონდო ბირჟაზე დასაბანდებლად. ეს ცუდი სულაც არ არის.

თუმცა, თუ თქვენ მხოლოდ ფულის დაგროვებაზე ხართ მომართული, როდისღა შეძლებთ საკუთარი პიროვნული პოტენციალის გახსნას? რას იტყვით სწავლაზე? მოგზაურობაზე ან რაიმე ახალი უნარისა და გამოცდილების შეძენაზე?

დადგა ფულის ხარჯვის დრო. სავალდებულო არ არის ეს მხოლოდ მაშინ აკეთოთ, როცა უკვე გყავთ მეუღლე, ბავშვი ან იპოთეკა გაქვთ ბანკში გაფორმებული.

ვირჯინიის შტატის (აშშ) ქალაქ შარლოტსვილის უნივერსიტეტის პროფესორის – მეგ ჯეის კვლევების თანახმად – 20 წელი, სწორედ ის ასაკია, როცა ცხოვრებაში საკუთარი ადგილი უნდა განსაზღვროს ადამიანმა. თავისი კვლევისთვის ის ამ ასაკის ადამიანებს სპეციალურად აძლევდა რეკომენდაციას შეხვედროდნენ ისეთ ხალხს, რომლებსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ ხვდებოდნენ და მიეღოთ ისეთი წინადადებები, როგორსაც ჩვეულებრივ არ იღებდნენ. პროფესორმა ასევე განმარტა, რომ, «20 წლის შუა ნაწილამდე, ტვინი სრულად ვერ მწიფდება, განსაკუთრებით ჩამოუყალიბებელია საკუთარი ცხოვრების შესახებ აზრი და ემოციების მართვა ვერ ხერხდება». ეს ნიშნავს, რომ «ყველაფერი, რაც 20 წლმადე მოხდა ფაქტიურად ჩაბეტონებულია ტვინში და ეს არის საუკეთესო საშუალება საკუთარი აზროვნების და რეაქციის შესაცვლელად ბევრ საკითხთან დაკავშირებით».

თუ თქვენი 20 წლის ასაკი – არის პერიოდი, როცა თქვენ თქვენი პიროვნება ყალიბდება და ის, რასაც აკეთბთ მართლაც მნიშვნელოვანია, მაშინ გააკეთეთ ზუსტად ის, რაც სასარგებლო იქნება თქვენი გონებისა და ორგანიზმისთვის. შესაძლოა დაფიქრება ღირს კარიერული შესაძლებლობებისთვი გზის გახსნის თაობაზე, რაც დაკავშირებულია მომავალ განათლებასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა სჭირდება. შესაძლოა უდიდესი წარმატება მიღწევადი იყოს მოგზაურობით და უცხო კულტურების შესწავლით – სანამ ახალგაზრდა ხართ.

არ დაგავიწყდეთ სპორტი!
გახსოვდეთ, რომ ამ საქმიანობით დაკავებამ შესაძლოა უფრო მეტი ფული მოგიტანოთ ან სამომავლოდ დაგიზოგოთ.

სტატისტიკის თანახმად, თქვენი დონიდან გამომდინარე, წლის მანძილზე გაცილებით მეტის გამომუშავება შეგიძლიათ, ვიდრე ნებისმიერ თქვენ თანატოლს, რომელიც განათლების უფრო დაბალ საფეხურზე იმყოფება. მაგალითად, მაგისტრის ხარისხის ქონით, თქვენ შეგიძლიათ წელიწადში 20-30%-ით მეტი გამოიმუშაოთ, ვიდრე მათ, ვისაც მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი აქვთ.

ასევე გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ყოველთვის ამოგებადია. მაგალითად, სადაზღვევო კომპანიები უფრო იაფ პაკეტებს სთავაზობენ მათ, ვინც ჯანსაღი წესით ცხოვრობს.

შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ფიტნესი — ეს ჯანმრთელობის დაცვის ისეთი ფორმაა, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს ძვირადღირებული სამედიცინო ხარჯები, რომლებიც უკავშირდება მომავალს. ბევრმა კვლევამ დაადასტურა, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფულის ხარჯვა, ისევე როგორც საკუთარ განათლებაზე, გაცილებით ბედნიერი ცხოვრების მომტანია.

როგორც ირკვევა, ფულის ხარჯვა გარკვეულწილად თვითრეალიზაციაში გვეხმარება, ანუ მარტივია ფულის გარკვეული ნაწილის დაზოგვა სამომავლოდ იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა ჩვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი გახადოს.

მაშინ რატომ არ ვხარჯავთ გამუდმებით ფულს? აი რაშია საქმე: ამბობენ, რომ ბედნიერების ყიდვა შესაძლებელია გარკვეულ საგნებზე ფულის ხარჯვით, მაგრამ ეს უნდა იყოს არსობრივად არამატერიალური რამ.

აშშ-ს კორნელის უნივერსიტეტის კვლევებმა დაადგინა, რომ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების «შენაძენი» გაცილებით უფრო აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრების დონეს, ვიდრე რაიმე ნივთის შეძენა, ეს იმიტომ, რომ ადამიანები მიდრეკლინი არიან საკუთარი ქონების სხვის ქონებასთან შედარებისკენ და როცა ეს სასურველ შედეგს არ იძლევა, იწვევს იმედგაცრუებას მსგავსი შენაძენის გაკეთბის გამო. ისტერლინის პარადოქსიც (ეკონომიკური თეორია) კი ხაზს უსვამს «შედარების» საშიშროებას თქვენი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის.

ალბათ ბევრ ადამიანს გამოცდილი აქვს გრძნობა, როცა ახალ ავტომობილს ყიდულობ, გიხარია და ტრაბახობ, შემდეგ კი რომელიმე ნაცნობი ან მეგობარი უკეთს ავტომობილს ყიდულობს და იგივენაირად იწონებს თავს. საკმაოდ რთული სიტუაციაა…

აშშ-ს კოლიფორნიის შტატის რივერსაიდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორი სონია ლიუბომირსკი ამტკიცებს, რომ რაიმე ახალი ნივთიერი შენაძენით ტკბობა, მაგალითად ავეჯით, ქრება და ეს თქვენთვის ნორმა ხდება. როგორც კი რაიმე კარგავს შესანიშნაობას თქვნში, ის თქვენი რეალობის ჩვეულებრივი ნაწილი ხდება.

აი რაში მდგომარეობს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში ფულის ხარჯვის მაგია. ამან ყოველთვის შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული მოგონებები და საშუალება მოგცეთ ღრებული კონტაქტები დაამყაროთ სხვა ადამიანებთან. მაგალითად, თუ თქვენ ფულს ხარჯავთ მეგობრებთან ერთად ან თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად გასეირნებაზე, შედეგად მიიღებთ გარკვეულ ემოციურ კმაყოფილებას.

ამიტომ, შემდეგ ჯერზე, თუ უარს იტყვით მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე წასვლაზე ან ინანებთ ექსკურსიის ბილეთის შეძენას – კიდევ ერთხელ დაფიქრდით საკუთარ გადაწყვეტილებაზე. მთავარია ფული არ დახარჯოთ უამრავ უსარგებლო ნივთზე, რომლებსაც არც სარგებელი მოაქვთ საბოლოო ჯამში და არც ემოციური კმაყოფილება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like