ფულის დაზოგვის საიდუმლო 15 მდიდარი ადამიანისგან

ფულის დაზოგვის საიდუმლო 15 მდიდარი ადამიანისგან

დღეს სამყაროში არსებობს უამრავი მილიონერი. ჩნდება კითხვა “როგორ მიაღწიეს მათ ფინანსური კომფორტის ასეთ დონეს?”. ჰოლივუდის ფილმების გმირებივით ისინი აქეთ-იქეთ არ აფრიალებენ ფულს. პირიქით, ბევრი მათგანი საკუთარ ფინანსურ წარმატებას მოკრძალებული ცხოვრებით ხსნის. მოდით ვისწავლოთ მათგან, რადგან ისინი გვიზიარებენ ფულის დაზოგვის საიდუმლოს.

1. მაიკლ ბლუმბერგი, $34,3 მილიარდი
აკეთეთ ის, რაც თქვენთვის კარგად მუშაობს. მაიკლ ბლუმბერგი ცნობილია როგორც ნიუ-იორკის ერთ-ერთი შეუპოვარი მერი. ის ასევე არის საერთაშორისო საინფორმაციო კომპანია Bloomberg L.P.-ის დამფუძნებელი და აქციონერი (მას ეკუთვნის აქციების 88%). არის ერთი რამ, რაც ადამიანების უმრავლესობამ არ იცის მაიკლზე: ბოლო 10 წლის მანძილზე მას ჰქონდა და ახლაც აქვს, სამუშაო ფეხსაცმლის მხოლოდ 2 წყვილი – შავი მოკასინები, რომლებიც უზრუნველყოფენ მილიარდერის კომფორტს და ფუნქციონალურობას. მან იცის, რომ ეს ფეხსაცმელები ყველაზე მეტად უხდება და ამით თან ფულის ეკონომიას აკეთბს სხვა ნივთებისთვის. ის არ იხდის დიდ თანხას ფეხსაცმელებში, რომლებსაც არასოდეს ჩაიცვამს.

2. ბილ გეიტსი, $79 მილიარდი
ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. მათი დაშვება გავრცელებული მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში. მათ შორის შეცდომები ფულთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ვუშვებთ ამ შეცდომებს. მაგრამ ისინი, ვინც საბოლოოდ ფინანსურ წარმატებას აღწევს, არამარტო უშვებენ ამ შეცდომებს, არამედ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. ბილ გეიტსი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. მან ერთხელ თქვა: «შესანიშნავია წარმატების აღნიშვნა. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია წარუმატებლობების გაკვეთილები».

3. ნიგვარ კამპრადი, $53 მილიარდი
თავი აარიდეთ არამიზნობრივ ხარჯებს. ნიგვარ კამპრადი – IKEA-ს დამფუძნებელი, თვლის, რომ ზოგიერთი ხარჯი სრულიად არ არის საჭირო, მაშინაც კი, როცა თქვენ მდიდარი ხართ. ისევე როგორც ბევრი სხვა სუპერ მდიდარი ადამიანი, ის ირჩევს ეკონომ-კლასით ფრენას და არა პირად თვითმფრინავს. თავის მემუარებში კამპარდი წერდა: «ჩვენ არ გვჭირდება მდიდრული ავტომანქანები, შთამბეჭდავი სახელწოდებები, მდიდრული სამოსი და სხვა სტატუს-სიმბოლოები. ჩვენ ვეყრდნობით საკუთარ ძალას და ნებას!». საინტერესო ფაქტი ინგვარზე: ის ერთი სავარძლით სარგებლობს უკვე 30 წელია.

4. უორენ ბაფეტი, $66,1 მილიარდი
იყიდეთ სახლი, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. უორენ ბაფეტი კლასიკური მაგალითია ამ წესის დაცვის. ის დღემდე ცხოვრობს ომაჰის სახლში, რომელიც ნებრასკას შტატშია. მან სახლი 1958 წელს $31 500-ად შეიძინა. მილიარდების მიუხედავად ბაფეტი ვერ ხედავს მიზეზს საიმისოდ, რომ დიდ სახლში იცხოვროს მხოლოდ იმისთვის, რომ მას ასეთი ქონების ყიდვა შეუძლია. ის საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს 5 საძინებლიან სახლში, რომელიც აშშ-ს შუაგულში მდებარეობს.

5. ოპრა უინფრი, $2,9 მილიარდი
იპოვეთ თქვენი ნამდვილი ვნება. ამ მარტივმა რჩევამ მოუტანა ოპრას წარმატება და დიდება. ის ამბობს: «თქვენ ხდებით ის, რისიც გჯერათ. ის, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით, ემყარება იმას, თუ რისი დაიჯერეთ». განსაზღვრა, რისი კეთება გიყვართ და შემდეგ ამ საქმის გაყოლა მოგიტანთ უდიდეს ჯილდოს ცხოვრებაში.

6. რიჩარდ ბრენსონი, $5,1 მილიარდი
დაისახეთ მიზანი და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მიაღწიოთ მას. ბრიტანელი მილიარდერი და Virgin Group-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი ოდესღაც იწყებდა მიზნების სიით. ისინი შეიძლება ყოფილიყო აბსოლიტურად არარეალური, მაგრამ მან დაისახა მიზანი და მიყვა მათ. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი განაწესი ერთ დღეში ამუშავდებოდა.

7. კარლოს სლიმი, $78,5 მილიარდი
დაიწყეთ ფულის დაზოგვა რაც შეიძლება ადრე. კარლოს სლიმი, მექსიკელი ბიზნესმენია, რომელმაც შეძლო ბილ გეიტსის ჩაჩოჩება მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულიდან. კარლოსი სასარგებლო რჩევას იძლევა ფულის დაზოგვასთან დაკავშირებით. რაც უფრო ადრე დაიწყებთ შემოსავლების დაზოგვას და საჭიროებისამებრ მათ გამოყენებას, მით უფრო კარგად იქნებით მომავალში, მიუხედავად იმისა, სად მუშაობთ.

8. ჯონ კოდველი, $2,6 მილიარდი
გამოიყენეთ ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობები. ინგლისელმა ბიზნესმენმა ქონება დააგროვა მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში მოღვაწეობით. ის არ თვლის საჭიროდ მდიდრული ავტომობილით გადაადგილებას და ყველას დასანახად საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირებას. ის ძველებურად ბევრს დადის ფეხით, მოტოციკლით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

9. დევიდ ჩერიტონი, $1,7 მილიარდი
გაარკვიეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. დევიდ ჩერიტონი Google-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო და დღეისათვის ძალიან კარგ დივიდენდს იღებს 1998 წელს განხორციელებული ფულადი ინვესტიციიდან. სიმდიდრის მიუხედავად, ის არ დადის სტილისტთან, თავად იჭრის თმას. ასეთი მცირედი დანაზოგიც საკმაო გავლენას ახდენს თქვენს ფინანსებზე თუ სხვა სფეროებშიც იგივენაირად მოიქცევით. უბრალოდ დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენ ფულს იხდით ისეთ რამეში, რისი გაკეთებაც თავად შეგიძლიათ.

10. მარკ ცუკერბერგი, $30 მილიარდი
ისარგებლეთ მოკრძალებული ავტომობილით. Facebook-ის დამფუძნებელიც კი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს. მაგალითად, მას ჰყავს ავტომობილი Acura, რომელიც ღირს $30 000. თუმცა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს შეეძლო უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის ეყიდა ნებისმიერი მარკის და მოდელის ავტომობილი. ამის ნაცვლად ის ირჩევს უბრალო და პრაქტიკულ ავტომობილს.

11. ჯონ დონალდ მაკარტური, $3,7 მილიარდი
შეადგინეთ ბიუჯეტი და მიყევით მას. მაკარტური Bankers Life and Casualty Company -ის ერთადერთი აქციონერი იყო. ჰოლოვუდის ბრწყინვალებისა და გლამურული ცხოვრების მიუხედავად მან უარი თქვა ძვირადღირებულ შენაძენებზე და ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. მას არასოდეს ჰქონია ფუფუნების საგნები, არ ჰყოლია პრეს-აგენტები და მისი წლიური ბიუჯეტი შეადგენდა $25 000.

12. როზა კენედი, გარდაცვალების მომენტში არსებული ფინანსური მდგომარეობა დაუდგენელია
იყავით გამომგონებელი და ეძებეთ ალტერნატივა ხარჯებში. როზა კენედი ცნობილია როგორც ცნობილი ტრაგიკული ოჯახის მატრიარქი. მისი ფულის დაზოგვის ტაქტიკა გასაოცარი იყო. განსაკუთრებით თუ ოჯახის მიერ დაგროვილ ქონებას მივიღებთ მხედველობაში. მაკულატურის შეკვრების ყიდვის ნაცვლად ის ყიდულობდა ძველ სამაგიდო კალენდრებს, რომლებიც აქტუალობას კარგავდნენ და უფრო იაფი ღირდა, ვიდრე მაკულატურა. ეს წვრილმანებში დაზოგვის კარგი მაგალითია.

13. თომას ბუნ პიკენსი, $1 მილიარდი
შეადგინეთ საყიდლების სია და არ წაიღოთ იმაზე მეტი ნაღდი ფული, ვიდრე ჩამოწერილი სიის შესაძენად გესაჭიროებათ. ნავთობმაგნატი და მილიარდერი პიკენსი ყოველთვის იყენებს ფულის დაზოგვის ერთ კარგ მეთოდს. ის არასოდეს ატარებს საფულით დიდი რაოდენობით ქეშს, წინასწარ ადგენს საყიდლების სიას და ყიდულობს მხოლოდ იმას, რაც ამ სიაშია. მის საფულეში არსებული თანხა არ მისცემს მას იმის საშუალებას, რომ დაარღვიოს ეს წესი. თქვენ ხომ ვერ დახარჯავთ ფულს, რომელიც არ გაქვთ?

14. ჯიმ უოლტონი, $34,7 მილიარდი
თქვენ არ გჭირდებათ ყველაფერი ახალი და საუკეთესო. ჯიმ უილტონი WalMart-ის დამფუძნებლის, სემ უილტონის შვილია. ის საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს. მას ასე ასწავლა მამამ. ფინანსური წარმატების მიუხედავად, ის დღემდე 15 წლის წინანდელი პიკაპის მარკის მანქანით გადაადგილდება. მას ესმის, რომ მანქანისგან უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება მას და ეს არ იყოს მოდური ავტოთი სეირნობა.

15. დონალდ ტრამპი, $3,9 მილიარდი
იშრომეთ. დონალდ ტრამპმა საკუთარ წარმატებას მიაღწია შრომისმოყვარეობით. ბევრი წარუმატებელი ადამიანი თვლის, რომ ტრამპს უბრალოდ უმართლებს ფინანსურ სამყაროში. თავად ტრამპი კი ამბობს, რომ წარმატება დაუღალავი შრომის შედეგად მოდის. «თუ თქვენს შრომას ნაყოფი მოაქვს, ადმიანები დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ თქვენ გიმართლებთ. შეიძლება ეს ასეც არის, რადგან გაგიმართლათ, რომ გაქვთ ტვინი მუშაობისთვის!».

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ