13 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებას ფუჭად ხარჯავთ და ვერც კი ამჩნევთ

13 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებას ფუჭად ხარჯავთ და ვერც კი ამჩნევთ

1. თქვენ დიდ დროს ხარჯავთ იმაზე, რაც ამად არ ღირს
ვიდეოთამაშები. ტელევიზორი. ინტერნეტი. ბევრი ჭამა. ბევრი სასმელი. სიის გაგრძელება შეიძლება. შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას სერიოზულად. სად და როგორ ატარებთ საკუთარი დროის დიდ ნაწილს? ამას სარგებლობა მოაქვს თქვენთვის? უკეთესი ცხოვრებისკენ მიყავხართ?

2. ბევრს წუწუნებთ
თქვენ წუწუნებთ სამსახურზე, უფროსზე, ხეფასზე, მეზობლებზე ან მეუღლეზე? თუ ასეა, ამით არაფერს ცვლით, მხოლოდ ნეგატიურ ენერგიას ავრცელებთ თქვენს გარშემო. შეეცადეთ ისაუბროთ იმაზე, რაც გიყვართ და არა იმაზე რა არ მოგწონთ. შედეგიც არ დააყოვნებს.

3. თქვენ არ წვრთნით გონებას
მშვიდი წყალსატევი დინების გარეშე შლამით ივსება. იგივე ემართება თქვენს გონებასაც, თუ არ ააქტიურებთ მას და არ შეისწავლით სიახლეს. პრობლემები და გამოცდები მხოლოდ ავარჯიშებს და ამყარებს თქვენს გონებას.

4. თქვენ აწარმოებთ ნეგატიურ შინაგან დიალოგს
თუ თქვენ საკუთარ თავს ეუბნებით, რომ არასაკმარისად ჭკვიანი ხართ იმისათვის, რომ დაწინაურდეთ ან საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ – ეს სიმართლეა. თუ თქვენ ეუბნებით საკუთარ თავს, რომ ცვლილებებისთვის ძალიან დაღლილი ხართ – ეს სიმართლეა. რაც არ უნდა უთხრათ საკუთარ თავს, ეს ხდება თქვენი სინამდვილე. გააკონტროლეთ ფიქრები და ცხოვრება მათი შესაბამისი იქნება.

5. თქვენ ვერ გრძნობთ შთაგონებას
გაქვთ რაიმეს მიმართ ჟინი? უნდა გქონდეთ რაიმე ისეთი, რისი კეთებაც გიყვართ. შეეცადეთ აღმოაჩინოთ თქვენთვის რაიმე ამაღელვებელი და რაც შეიძება დიდხანს დაკავდეთ ამ საქმით.

6. თქვენ არ გეგმავთ საკუთარ მომავალს
რა თქმა უნდა მშვენიერია იცხოვრო „დღეს“ და „დატკბე მომენტით“, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა წინ გახედვა იმისათვის, რომ დაინახოთ სად გინდათ მისვლა. თუ არ გაქვთ მიზანი ან გეგმა, თქვენ გავხართ ნავს, რომელიც უმიზნოდ მიცურავს ოკეანეში, იმ იმედით, რომ სადმე კარგ ადგილას აღმოჩნდება. დაგვეთანხმებით, რომ სისულელეა ამის ლოდინი.

7. თქვენ დიდ დროს ატარებთ ადამიანებთან, რომელბიც არ შეესაბამებიან თქვენი განვითარების დონეს
ადვილია შემორჩე იმ ადამიანებთან ლაყბობას, რომლებიც არ გაიძულებენ იყოთ უკეთესი. მათ გვერდით თქვენ მუდმივად ძველ დონეზე დარჩებით. ასეთ „მეგობრებს“ შეიძლება ვუწოდოთ „ენერგეტიკული ვაპირები“. ისინი გამოგწოვენ ცხოვრებას და არაფერ დადებითს არ გაძლევენ სამაგიეროდ. გარშემო შემოიკრიბეთ ადამიანები, რომელბიც ორიენტირებულნი არიან ზრდაზე, რათა გახდეთ ერთ-ერთი მათგანი.

8. თქვენ დამოკიდებული ხართ ტელეფონზე
დაფიქრდით, რამდენ დროს ხარჯავთ საყვარელ „სათამაშოზე“? როგორი ურთიერთობები შეიძლება დაზარალდეს ამით? თქენ მათ რიცხვს ეკუთვნით, ვინც ოჯახთან ერთად სადილობისას მესიჯს წერს ან ინტერნეტს არის მიჯაჭვული? მაშინ იცოდეთ, რომ კარგავთ უძვირფასესი სიახლოვის მომენტებს, ან იმ წუთებს, რომლებიც შეიძლება დაუთმოთ მომავლის დაგეგმვას.

9. თქვენ ფულს ხარჯავთ გამოუსადეგარ ნივთებში
არსებობს სხვაობა „მე მჭირდება“-ს და „მე მინდა“-ს შორის. ბევრი ადამიანი ეფლობა კრედიტებში და მათ ხელში მხოლოდ ბოლო მოდელის გაჯეტი უჭირავთ. სინამდვილეში კი ჩვენ არც ისე ბევრი გვჭირდება: საკვები, წყალი, ჭერი თავზე და საყვარელი ადამიანი გვერდით. ყველაფერი დანარჩენი – უბრალოდ ბონუსია.

10. თქვენ გამოუძინებელი ხართ
ძილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის. თუ ძალიან დაკავებული ხართ იმისათვის, რომ გამოიძინოთ, ან უბრალოდ შუადღემდე ძილის ცუდი ჩვევა გაქვთ, იცოდეთ, რომ დროა გადახედოთ საკუთარ პრიორიტეტებს.

11. თქვენ არ ზრუნავთ საკუთარ სხეულზე
იმაში, რომ სპორტი და საკვები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ახალი არაფერია. მაგრამ ბალანსირებული დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის დადებითი გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ ჭარბი წონის დაკარგვით. ამ დროს უმჯობესდება თქვენი ფსიქიკური და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაც.

12. თქვენ არ გამოდიხართ კომფორტის ზონიდან
ნუ შეგეშინდებათ რისკის საკუთარ თავზე აღების, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სხვაობა „რისკსა“ და „გათვლილ რისკს“ შორის. ნებისმიერ რისკს შეუძლია იყოს მომაკვდინებელი, მაგრამ გათვლილი რისკი არის ის, რომელშიც თქვენ ყველა ვარიანტი აწონ-დაწონეთ და ამ გზით მოიფიქრეთ გონივრული მოქმედების გეგმა.

13. თქვენ ცხოვრობთ ცხოვრებით, რომელიც არ მოგწონთ
ნამდვილად ბედნიერი ხართ? თუ არა, მაშინ დროა რამე შეცვალოთ. კმაყოფილების გრძნობაც კი არაფერს ამბობს იმაზე, რომ სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობთ. გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება გახდეს საინტერესო და სიამოვნება მოგანიჭოთ.

თუ ჩამოთვლილი 13 პუნქტიდან რომელიმე თქვენზეა, გულს ნუ გაიტეხთ. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში. მაგრამ პიველი, რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის იდეისგან გათავისუფლება, რომლის მიხედვითაც თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. ხშირად ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თქვენივე ფიქრებია. ამიტომ დაიწყეთ აზროვნების შეცვლით. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like