ფსიქოლოგიური ტესტი: როგორი ხასიათი გაქვთ

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორი ხასიათი გაქვთ

0939200001424783271_0

ტესტი შემუშავებულია ფსიქოლოგების და პიროვნებათშორისი ურთიერთობების სპეციალისტების მიერ. ის ეფუძნება უახლეს სამეცნიერო და ფსიქოლოგიური გამოკვლევების შედეგებს.

1. აირჩიეთ 9 გამოსახულებიდან ერთ-ერთი;
2. გაიგეთ ხასიათის რა შტრიხები არის თქვენთვის დამახასიათებელი.

 1. დინამიური, აქტიური, ექსტრავერტი. თქვენ მიდრეკილი ხართ რისკების გაწევისა და გარკვეული რთული პასუხისმგებლობების აღებისკენ საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაოს სანაცვლოდ. რუტინა თქვენს პარალიზებას ახდენს.

2. პრაგმატული პროფესიონალი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული. თქვენ ცხოვრებას აკონტროლებთ და არ ეყრდნობით ბედს – მხოლოდ საკუთარი ქმედებების იმედად ხართ. პრობლემებს მარტივი მეთოდებით წყვეტთ, ზედმეტი სირთულეების გარეშე. ცხოვრებას რეალისტურად უყურებთ და ყოველდღიურ საზრუნავის მიმართ გადამწყვეტი მიდგომა გაქვთ. სამსახურში თქვენ გენდობიან და რამდენადაც სანდო ხართ გავალებენ საპასუხისმგებლო ნაწილს. თქვენი სულიერი სიძლიერე ცხადია გარშემომყოფთათვის. თქვენ ვერ გრძნობთ კმაყოფილებას, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ დაწყებულ საქმეს.

3. მშვიდობისმოყვარე, სამართლიანი, არააგრესიული. რბილი ხართ ურთიერთობაში, მაგრამ ამავდროულად ძალიან ფრთხილი. მარტივად იძენთ მეგობრებს, თუმცა გიყვართ განმარტოება და დამოუკიდებლობა. დროდადრო თქვენთვის აუცილებელია დასვენება ყველაფრისგან და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა იმისათვის, რომ ცხოვრების აზრზე დაფიქრდეთ და მარტოობით დატკბეთ. თქვენთვის აუცილებელია სივრცე, ამიტომ თქვენ ხშირად იმალებით თქვენთვის სასიამოვნო ადგილებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ მარტოსული მაინც არ ხართ. თქვენ ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან, აფასებთ იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.

4. დამოუკიდებელი, პირობებისთვის გაუცხოებული, უშუალო. თქვენ ყოველთვის თქვენი გზით მიდიხართ, არ აღიარებთ შემაკავებელ ფაქტორებს, რომლებიც საკუთარი კურსის არჩევას გთავაზობთ. თქვენ გაქვთ არტისტული თვისებები, რომლებსაც სამუშაოს შესრულებისას ან თავისუფალ დროს ავლენთ. თქვენ თავისუფლება გწყურიათ იმდენად, რომ სულ სხვაგვარად იქცევით, ვიდრე თქვენგან ელოდნენ. თქვენ არასოდეს გადაიღებთ დაუფიქრებლად იმას, რაც „მოდაშია“. თქვენ ცხოვრობთ თქვენი წარმოდგენების და რწმენის შესაბამისად, მაშინაც კი, თუ ეს დინების წინააღმდეგ ცურვას ნიშნავს.

5. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ანალიტიკოსი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო. ამაღელვებელი მგრძნობელობა გეხმარებათ გააცნობიეროთ ის, რაც რეალურ ფასეულობას წარმოადგენს. თქვენ მუდმივად იკრებთ გარშემო ნამდვილ მარგალიტებს, რომლებიც მათი ხედვის არიდან იქნა წამოსული, ვინც ისეთი გამჭრიახი არ არის. კულტურა თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. თქვენ გაქვთ საკუთარი სტილი – ექსკლუზიური და ელეგანტური, მასობრივი მოდისგან შორს მყოფი. იდეალი, რომლის საფუძველზე თქვენ საკუთარ ცხოვრებას აგებთ, ხშირად განპირობებულია იმ კმაყოფილებით, რომელიც მას მოაქვს.

6. რომანტიკული, მეოცნებე, ემოციური. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ნატურა ხართ. თქვენ უარს ამბობთ საგნების მიმართ რაციონალურ დამოკიდებულებაზე. თქვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რას გეუბნებათ გრძნობები. თქვენთვის უინტერესოები არიან ისინი, ვინც არ აღიარებს რომანტიზმს და ემყარებიან მხოლოდ გონებას. არ გაქვთ იმის მიმღეობა, რაც ზღუდავს თქვენს ემოციებს და გრძნობებს.

7. მიდრეკილი ხართ თვითანალიზისა და განსჯისაკენ, მგრძნობიარე ხართ, სხვებზე მეტად ხართ ჩაფლული საკუთარ თავზე და გარესამყაროზე ფიქრით. არ გიყვართ ზედაპირულობა. გირჩევნიათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ვიდრე ისმინოთ უაზრო ლაყბობა. ამის მიუხედავად თქვენი ურთიერთობები მეგობრებთან საკმაოდ სავსეა, რაც შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნების საშუალებას გაძლევთ. თქვენ არ გიზიდავთ ხანგრძლივი განმარტოება: თქვენ იშვიათად ხართ მოწყენილი.

8. უდარდელი, მხიარული, ხალისიანი. ცხოვრება თქვენთვის თავისუფლება და სპონტანურობაა, ცდილობთ ყოველი მომენტით დატკბეთ. თქვენი დევიზია: „ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!“. გახსნილი ხართ ახალი შთაბეჭდილებებისთვის, ცნობისმოყვარე ხართ და გიყვართ ცვლილებები. თქვენთვის არაფერია იმაზე ცუდი, რომ თავი გარემოებებზე დამოკიდებულად და შეზღუდულად იგრძნოთ. თქვენ იკვლევთ თქვენი გარემოცვის ყველა საზღვრებს და ყოველთვის მოხარული ხართ სიურპრიზების.

9. ცოცხალი, გაწონასწორებული, ჰარმონიული. აფასებთ ბუნებრიობას და სიმარტივეს. ადამიანები თქვენთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან მყარად დგახართ მიწაზე და თქვენი ნდობა შეიძლება. მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია უჩენთ დაცულობის შეგრძნებას, მაგრამ ამასთანავე არ ახდენთ მათზე ზეწოლას. თქვენ აღგიქვამენ როგორც რბილ და გულითან ადამიანს. მოდის სიახლეების მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, ამიტომ სამოსში უპირატესობას ანიჭებთ პრაქტიკულ და ელეგანტურ ტანსაცმელს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1506 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like