ფსიქოლოგიის 10 მთავარი საკითხი წიგნებიდან

ფსიქოლოგიის 10 მთავარი საკითხი წიგნებიდან

1. სიკეთეზე პასუხი, ანუ ბენჟამინ ფრანკლინის ეფექტი.
ისტორია გადმოგვცემს, რომ ბენჟამინ ფრანკლინს ერთ დროს სურდა დაახლოვებოდა ადამიანს, რომელსაც ის არ უყვარდა. ეს ადამიანი ეძებდა იშვიათ წიგნს, რომელიც ფრანკლის ჰქონდა. ბენჟამინმა გაიგო ამის შესახებ და დაუთმო მას ეს წიგნი. რეზულტატში ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.
როგორც ფრანკლინი ამბობდა: „ის, ვისაც თქვენ ერთ დროს სიკეთე გაუკეთეთ, მზად არის უფრო მეტი სიკეთით გიპასუხოთ, ვიდრე თქვენი იყო…“

2. მოითხოვეთ იმაზე მეტი, ვიდრე გინდათ რომ მიიღოთ.
ეს ეფექტი ძალიან უბრალო და ახლობელია ბაზარში ვაჭრობასთან. ეფექტი პრაქტიკულად ყოველთვის მუშაობს. თქვენ ვალდებული ხართ გაახმოვანოთ თქვენი მოთხოვნები, თუ თქვენ ადამიანს სჭირდებით. თავიდან სავარაუდოდ უარს მიიღებთ. ნუ შეეწინააღმდეგებით, დრო მიეცით. 95%-ით, თუ ადამიანი თქვენით დაინტერესებულია, თავად გამოგეხმაურებათ, შემოგთავაზებთ ცოტა ნაკლებს, ვიდრე თქვენ მოითხოვეთ თავიდან, მაგრამ მისაღებ ვარიანტს.

3. თავსმოხვეული დახმარების გაწევა
ეს ხერხი ძალიან ჰგავს წინას. იმისათვის, რომ ადამიანს თქვენი დახმარების სურვილი გაუჩინოთ სთხოვეთ ერთხელ ის, რაზე წამსვლელიც ნამდვილად არ არის. უარის მიღების შემდეგ, თქვენ უკვე შექმენით ადამიანი, რომელიც თქვენს წინაშე თავს ვალდებულად თვლის. რეზულტატში ის თავად შემოგთავაზებთ დახმარებას და ამას მასში უარის გმო გჩენილი დანაშაულის გრძნობა აიძულებს.

4. ადამიანის სახელი, როგორც ჯადოსნური ხმა
დეილ კარნეგი, რომელიც არის ნაშრომის „როგორ მოვიგოთ მეგობრების გული და როგორ ვიქონიოთ გავლენა ადამიანებზე“ ავტორი თვლის, რომ ვინმეს სახელის გამოყენება საუბრის დროს უდაოდ ძლიერი არგუმენტია. საკუთარი სახელი ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნოდ ჟღერს. მისი სახელის დადებით კონტექსტში წარმოთქმისას თქვენ მის თვალში ძალიან ამაღლდებით.

5. ყველგან „პირფერობა“
ის არის ყველგან და ყოველთვის. თავიდან საჭიროა იმის გაგება, რომ პირფერობა უნდა გამოიყურებოდეს რეალურად, სხვაგვარად მას შეუძლია უფრო მეტი ზიანი მოგიტანოთ, ვიდრე სარგებელი.
თუ თქვენ ბაძავთ იმას, ვისაც მაღალი თვითშეფასება აქვს, მაშინ წარმატების მიღწევის გზაზე მეტი შანსი გაქვთ. ასეთ ადამიანებს უყვართ საკუთარი თავი და პირფერობა, რასაც არ იმჩნევენ. ხოლო მათ, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს ყველაზე დადებით შეფასებაშიც კი სიცრუეს ხედავენ.

5. სარკე.
გინდათ ვინმეს თავი მოაწონოთ? – „დააკოპირეთ“ ის. ასეთ უნარის მქონე ადამიანებს საზოგადოებაში ქამელეონებს ეძახიან. გვერდიდან კარგად ჩანს, როგორ იცვლებიან ისინი მუდმივად და ემსგავსებიან სხვადასხვა ადამინებს. თუმცა ეს უნარი განვითარებული და დახვეწილი უნდა იყოს, რომ ამით ადამიანების მოზიდვა შეძლოთ.

ამ პრინციპზე არის აგებული პაროდისტი მსახიობების სამუშაო. ყველა ცნობილი ადამიანი, რომელთა პაროდიასაც ტელეეკრანზე აკეთებენ მათი კარგი მეგობრები არიან.

6. დახმარება სთხოვეთ დაღლილს.
როცა ვინმე დაღლილია, მას თხოვნების გაცილებით მეტი მიმღეობა აქვს. ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანი იღლება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქიკურადაც. თუ უფროსი დაიღალა, მას გაცილებით ადვილად შეუძლია დაგთანხმდეთ, რომ სამუშაო შემდეგ დღეს დაასრულოთ, მაგრამ გადადებული საქმე თქვენ აუცილებლად უნდა შეასრულოთ და თან ხარისხიანად. ამით თქვენ უფროსის თვალში მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ. თქვენ, ხომ შეასრულეთ დანაპირები.

7. თხოვნა დაიწყეთ წვრილმანებიდან.
ყველაფერი მარტივია, თავიდან მოითხოვეთ ცოტაოდენი და თქვენ „გაგიხსნიან ნდობის კრედიტს“. ამ პრინციპის მიხედვით ადამიანები ხდებიან სოციალურ მოძრაობაზე დამოკიდებული. მაგალითად, თავიდან თქვენ გთხოვენ მხარი დაუჭიროთ აქციას ტყის გაჩეხვის წინააღმდეგ, თქვენ მხარს უჭერთ, მერე ისევ და ისევ გთხოვენ. თითქოს წვრილმანია, მაგრამ თქვენ უკვე მზად ხართ მეტისთვის. თქვენ მზად ხართ მხარი დაუჭიროთ აქციას შორეულ ტანზანიაში ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ ან შეხვიდეთ „მწვანეთა“ პარტიაში და შენატანიც განახორციელოთ.

8. ნუ დაიწყებთ ადამიანების გამოსწორებას, თუ არარიან მართლები.
კარნეგი თავის ცნობილ წიგნში ასევე წერდა, რომ არ ღირს ადამიანის მიერ დაშვებულ, აშკარა შეცდომაში „ცხვირის ჩაყოფა“ მაშინვე, როცა თქვენ ის შეამჩნიეთ. თუ ადამიანის თვალთახედვის შეცვლა გსურთ, მას აკურატულად უნდა მიუდგეთ. მაშინაც კი, თუ თქვენს წინაშე წარუმატებელი ადამიანია, რომელიც ყველას და ყველაფერს ადანაშაულებს თავის წარუმატებლობაში საკუთარი თავის გარდა, არ ღირს პირდაპირ ყვირილი დაუწყოთ. მოცემულ მომენტში მას დაეთანხმეთ და შეეცადეთ ეტაპობრივად შეცვალოთ მისი შეხედულება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ რისკავთ, რომ მისთვის გახდეთ ნომერი პირველი მტერი.

9. გაიმეორეთ ცნობილი ადამიანების ფრაზები და გამონათქვამები.
ეს პრინციპი ძალიან ახლოს არის „ქამელეონის“ პრინციპთან, როცა ადამიანი მიმიკით და ჟესტებით ბაძავს მას, ვისთან ურთიერთობითაც დაინტერესებულია. სიტყვებს შეუძლიათ სმენას „მოეფერონ“, თუ ისინი ექოს გვანან. უნდა წარმოთქვათ ის, რაც ადამიანმა უკვე თქვა, ის, რაც მან უკვე მოისმინა გონებაში.

10. თავის დაქნევა +1
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როცა ადამიანები თავს აქნევენ სხვისი მოსმენისას, ისინი მზად არიან მას დაეთანხმონ. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც თავს იქნევს მოსმენისას თუთიყუშივით იმეორებენ. ამასთან თავის ქნევა მსმენელის თანხმობის სტიმულაციას ახდენს. ყველაფერი ემყარება ჩვენთვის საყვარელი იმიტაციის პრინციპს…

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები

რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვრო?

1. «მენტალური საუზმე» დილით როცა იღვიძებთ, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ? ის, რაზეც ჩვენ ყოველ დღე ვფიქრობთ გაღვიძებისას, რეალობად იქცევა ჩვენს ცხოვრებაში. თგავაზობთ საკუთარი თავი «კვებოთ» ვიტამინებით, რომელსაც “მენტალური საუზმე” ჰქვია.

სიახლეები

მიზიდულობის კანონი: 28 საშუალება იმისთვის, რომ მიიზიდოთ ის, რაზეც ოცნებობთ

მიზიდულობის კანონი — ძალიან გონივრული კანონია, რომლის მიხედვითაც იგება ცხოვრება. ამიტომ, მნიშვნელოვანია გამოიმუშაოთ ინტუიტიური უნარები ცხოვრებაში და მიიზიდოთ ის, რაზეც ოცნებობთ. შესაძლოა თქვენ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობთ, ან წიგნის დაწერა

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური ფაქტები თქვენს ტვინზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით

ადამიანის ტვინი ყველაზე დიდ ამოცანად რჩება მსოფლიოში. მართალია, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ფაქტი დაადგინეს და ჩვენი ქცევების ამოცნობაც კი უკვე შესაძლებელია, მაგრამ ბევრი რამ ამოუცნობია. იცით იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი