ფსიქოლოგ მიხაილ ლიტვაკის 20 ბრძნული რჩევა
3391 Views

ფსიქოლოგ მიხაილ ლიტვაკის 20 ბრძნული რჩევა

მიხაილ ლიტვაკი (Mikhail Litvak) – ექიმი-ფსიქოლოგი და საერთაშორისო დონის ყველაზე აღიარებული ფსიქოლოგი. მან პირველმა შეიმუშავა კონფლიქტების გადაწყვეტის სისტემა „ფსიქოლოგიური აიკიდო“ და პირველმა დაიწყო მისი პრაქტიკაში გამოყენება.

მნიშვნელოვანია ისწავლო, თუ როგორ გაერკვე გარშემომყოფებსა და საკუთარ თავში. მიხაილ ლიტვაკის ეს 20 რჩევა დაგეხმარებათ გადაწყვiტოთ არაერთი ცხოვრებისეული სიტუაცია:

1. თუკი ადამიანს საკუთარ თავზე არაფერ კარგის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამის სურვილი აქვს, ის იწყებს ცუდის თქმას სხვებზე;
2. თუ რაიმეს ღრღნის სურვილი გაქვს დაღეჭე მეცნიერების საფუძვლები და არა ახლობლის ყელი;
3. დეპრესია ადამიანს იმიტომ ემართება, რომ დაფიქრდეს საკუთარ თავზე;
4. არავინ არავის ტოვებს, უბრალოდ ვიღაც წინ მიდის. ის ვინც ჩამორჩა თვლის რომ მიატოვეს;
5. თუკი თქვენ კარგი აზრის ხართ საკუთარ თავზე, რაღათ გინდათ რომ კიდევ ვიღაცამ კარგად იფიქროს თქვენზე;

6. გააკეთე რაც გინდა და ნებართვას ნუ აიღებ, ვაი თუ უარი გითხრეს;
7. სიყვარულისა და მარტოობის კარგად გადატანის უნარი სულიერი სიმწიფის მაჩვენებელია. ყველაფერ საუკეთესოს ჩვენ მაშინ ვაკეთებთ, როცა მარტო ვართ;
8. უმწიფარმა პიროვნებამ ხშირად იცის, მაგრამ არ შეუძლია. მომწიფებულმა არათუ იცის, არამედ შეუძლია კიდეც. სწორედ ამიტომ უმწიფარი აკრიტიკებს, მომწიფებული კი აკეთებს;
9. მე არ ვიცი გზა წარმატებისკენ, მაგრამ ვიცი გზა წარუმატებლობისკენ – ეს არის სურვილი მოეწონო ყველას;
10. არ არსებობს მამაკაცური ან ქალური ლოგიკა, არსებობს გონივრულად ფიქრის უნარი ან უუნარობა;

11. გინდა გაიგო ვინ არის შენი მთავარი მტერი? ჩაიხედე სარკეში, გაუმკლავდი მას – სხვები დაიფანტებიან;
12. მიაღწიე წარმატებას – წყენა გაივლის;
13. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ხოლო მტრებთან სასარგებლო;
14. არსებობს ურთიერთობების გაწყვეტისა და სამსახურიდან დათხოვნის ერთადერთი საპატივცემლო მიზეზი – არსებულ სიტუაციაში პიროვნული ზრდის შეუძლებლობა;
15. მხოლოდ სიხარული გაუზიარეთ მეგობრებსაც და მტრებსაც. მეგობარი გაიხარებს, მტერი დამწუხრდება;

16. ნუ დაედევნები ბედნიერებას, არამედ მოძებნე ის ადგილი, სადაც იგი არსებობს. ბედნიერება თავად გიპოვის. შემიძლია მიგანიშნო ადგილი, სადაც არის შენი ბედნიერება – ეს შენ თვითონ ხარ. მისკენ გზა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებაა;
17. ბედნიერება სწორად ორგანიზებული საქმიანობის „გვერდითი პროდუქტია“;
18. თუკი გსურს ვინმეს რამე დაუმტკიცო ე.ი. მხოლოდ იმისთვის ცოცხლობ, ვისთვისაც რამის დამტკიცება გინდა. თუ საკუთარი თავისთვის ცხოვრობ, მაშინ ვინმესთვის რამეს დამტკიცების აუცილებლობა არ არსებობს;
19. ოცნებები ჩვენი შესაძლებლობების ხმაა. მე არ ვოცნებობ ოპერაში სიმღერაზე, არც ხმა მაქვს და არც სმენა. თუ ვიოცნებებდი ამ ოცნებას ჩემი შესაძლებლობები გააღვივებდა, შესაბამისად ოპერაში მოხვედრას შევეცდებოდი. უბრალოდ საჭიროა დაფიქრება როგორ განვახორციელოთ ოცნება. აქ მთავარია არ ვიჩქაროთ, მაშინ ყველაფერი საკმაოდ სწრაფად გამოგვივა. კარგია როცა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე თქვას: „მე მხოლოდ იმით ვარ დაკავებული, რომ ვცდილობ განვახორციელო ჩემი ოცნებები“;
20. უმჯობესია ურთიერთობა კარგ წიგნთან, ვიდრე ცარიელ ადამიანთან;

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like